Featured Articles
გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
- Details
- By Sali
გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 8:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურება.
BBC-ს ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში კონსერვატიული "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი" 30%-იანი მხარდაჭერით ლიდერობს და, შესაბამისად, არჩევნებში პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, მისი ლიდერი, ფრიდრიხ მერცი ქვეყნის კანცლერი გახდება.
წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგად, მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" რომელსაც 20%-იანი მხარდაჭერა აქვს. მესამეზე კი - ამჟამინდელი კანცლერის, ოლაფ შოლცის პარტიაა.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაახლოებით 59,2 მილიონ გერმანელს აქვს. ეგზიტპოლების შედეგები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდება, მოგვიანებით კი წინასწარი შედეგებიც გახდება ცნობილი.
