Featured Articles
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
- Details
- By rusa
თანამდებობიდან დროებით გადაყენებული სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი, რომელიც 15 იანვრიდან პატიმრობაში იმყოფებოდა, 7 მარტს გათავისუფლდა პატიმრობიდან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.
სეულის სასამართლომ დააკმაყოფილა იუნის გათავისუფლების მოთხოვნა და დაადგინა, რომ მისი დაკავების ორდერი ბათილია პროცედურული დარღვევების გამო.
იუნ სოკ იოლი იანვრის შუა რიცხვებში დააპატიმრეს, ერთი თვით ადრე ქვეყანაში საომარი მდგომარეობის დაწესების და ამბოხების ჯანყების ბრალდებით. ის გახდა თანამედროვე სამხრეთ კორეის პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც დააპატიმრეს.
2024 წლის 3 დეკემბერს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა მოულოდნელად გამოაცხადა, რომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის რეჟიმს აწესებს, თუმცა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, უკან დაიხია. 4 დეკემბერს მთავრობა იძულებული გახდა, საომარი მდგომარეობა გაეუქმებინა და სამხედროები თავიანთ ნაწილებში დაებრუნებინა.
