პრო-პალესტინელი აქტივისტი ბიგ-ბენზე აძვრა

ლონდონში პალესტინის დროშიანი აქტივისტი ვესტმინსტერის სასახლის საათის კოშკზე, ბიგ-ბენზე აძვრა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშველებმა მეხანძრეებთან შეთანხმებით აქტივისტს ჩამოსვლა სთხოვეს, მაგრამ მან უარი თქვა და ამბობდა, რომ მხოლოდ თავისი პირობებით ჩამოვიდოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უფრო მაღლა აძრომით იმუქრებოდა.

აქტივისტმა ინსტაგრამზე ვიდეოც ატვირთა, სადაც ამბობდა, რომ აპროტესტებდა "საპოლიციო რეპრესიას და სახელმწიფო ძალადობას".

ინციდენტის გამო ვესტმინსტერის ხიდი დროებით ჩაკეტილი იყო, პარლამენტის ტერიტორიაზე კი ყველა ექსკურსია გაუქმდა. ბიგ-ბენის წინ ადამიანების მცირე ჯგუფი შეიკრიბა, რომელიც სკანდირებდა სლოგანებს - "თავისუფლება პალესტინას" და "გმირი ხარ".