საიდუმლო სამსახურმა, თეთრ სახლთან, შეიარაღებულ მამაკაცს ესროლა

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა თეთრ სახლთან ერთ პირს ესროლეს, - წერს BBC საიდუმლო სამსახურზე დაყრდნობით:

"პოლიციისგან შემოვიდა ინფორმაცია თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი პირის შესახებ, რომელიც შესაძლოა ინდიანადან ვაშინგტონში მიემგზავრებოდა.

ოფიცრები მიუახლოვდნენ აღწერილობის შესაბამისი ვიზუალის მამაკაცს, რომელსაც თან ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა.

საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლი გახსნეს. კაცი ამჟამად საავადმყოფოშია. ამჟამად უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა."