„ვლადიმირ, შეჩერდი!“ - დონალდ ტრამპი პუტინს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მას შემდეგ  მიმართა, რაც 24 აპრილს კიევში 12 ადამიანი დაიღუპა რუსეთის საოკუპაციო ძალების მასირებული შეტევის შედეგად.

"არ ვარ კმაყოფილი რუსეთის დარტყმებით კიევზე.  არასაჭიროა და ძალიან ცუდი დროა. ვლადიმირ, გაჩერდი!

კვირაში 5000 ჯარისკაცი იღუპება. მოდი, დავასრულოთ სამშვიდობო შეთანხმება“, - დაწერა ტრამპმა.