Featured Articles
კრემლში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრა დასრულდა. როგორც პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა, მოლაპარაკებები სამ საათს გაგრძელდა.
„საუბარმა საშუალება მოგვცა, კიდევ უფრო დაგვეახლოებინა რუსეთისა და აშშ-ის პოზიციები არამხოლოდ უკრაინასთან, არამედ სხვა საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობასაც.
მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ უშაკოვიც და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევიც.
- Details
- By iaiaia
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დარწმუნებულია, რომ ახლა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის სტატუსის განხილვის დრო არ არის.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყირიმი მრავალი წლის წინ დაიკარგა, ხოლო ზელენსკის სიტყვები ზიანს აყენებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
„დონალდ ტრამპი დე ფაქტო სიტუაციას აღწერს. ნიშნავს ეს იმას, რომ რუსეთს მოქმედების თავისუფლება უნდა მივცეთ? არა. ყირიმის სტატუსის საკითხი დროული არ არის და ჩვენ არ უნდა გადავწყვიტოთ ის“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
- Details
- By rusa
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მას შემდეგ მიმართა, რაც 24 აპრილს კიევში 12 ადამიანი დაიღუპა რუსეთის საოკუპაციო ძალების მასირებული შეტევის შედეგად.
"არ ვარ კმაყოფილი რუსეთის დარტყმებით კიევზე. არასაჭიროა და ძალიან ცუდი დროა. ვლადიმირ, გაჩერდი!
კვირაში 5000 ჯარისკაცი იღუპება. მოდი, დავასრულოთ სამშვიდობო შეთანხმება“, - დაწერა ტრამპმა.
- Details
- By rusa
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან რუსეთთან უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მიაღწია და ახლა ჯერი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზეა.
ამავდროულად, ტრამპმა აღნიშნა, რომ ზელენსკისთან შეთანხმების მიღწევა "მოსალოდნელზე უფრო რთული" აღმოჩნდა.
"ვფიქრობ, რუსეთი მზადაა. ბევრმა თქვა, რომ რუსეთი ყველაფრისთვის მზადაა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რუსეთთან შეთანხმება გვაქვს. ზელენსკისთან შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ... მეგონა, მასთან მოლაპარაკება უფრო ადვილი იქნებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს უფრო რთული აღმოჩნდა", - განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგვინებით, ტრამპმა ასევე თქვა: "მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ორივესთან შეთანხმება გვაქვს".
ცნობისთვის, თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ამ კვირაში რუსეთში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გასამართად, გაემგზავრება. უიტკოფი რუსეთში 11 აპრილსაც იყო, სადაც ვლადიმერ პუტინთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გამართა.
- Details
- By ani
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, კვლავ დააწესოს ორმხრივი ტარიფები ზოგიერთ ქვეყანაზე. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ტრამპის თქმით, მსგავსი ტარიფების დაწესება შესაძლოა, ორ-სამ კვირაში მოხდეს.
„საბოლოოდ, ვფიქრობ, მოხდება ის, რომ გვექნება შესანიშნავი გარიგებები. სხვათა შორის, თუ არ გვაქვს შეთანხმება კომპანიასთან ან ქვეყანასთან, ჩვენ დავაწესებთ ტარიფებს“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, 2 აპრილს დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ქვეყნებს დაუწესა საპასუხო საბაჟო გადასახადები. მინიმალური ტარიფი 10 პროცენტს შეადგენდა, ხოლო მაქსიმალური 50 პროცენტს უახლოვდებოდა.
- Details
- By ani
More Articles …
- "უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და ევროპული მისწრაფებები არის ძალიან მტკიცე მოთხოვნა ევროპელებისთვის" - მაკრონი
- ტრამპი ჩინეთისთვის ტარიფების შემცირებას განიხილავს
- სტამბოლში ძლიერი მიწისძვრის გამო სკოლები 2 დღით იხურება - რა ვითარებაა გზებსა და აეროპორტებში
- ლონდონში დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებები გაუქმდა
Page 3 of 204