Featured Articles
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს.
როგორც თურქეთის ლიდერმა განაცხადა, მინისტრთა კაბინეტში და მმართველ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ხელმძღვანელობაში მოსალოდნელია საკადრო ცვლილებები.
ამის შესახებ ერდოღანმა სერბეთიდან სამშობლოში გზაზე მედიასთან ისაუბრა.
ერდოღანი აცხადებს, რომ შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით გარკვეულ შეფასებებს გააკეთებს. თუმცა, თურქეთის პრეზიდენტს მეტი დეტალი არ გაუსაჯაროებია.
- Details
- By ani
Al Jazeera აშშ-ის ფინანსთა უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანს ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ ახალი სანქციები დაუწესა.
გარცელებული ინფორმაციით, სანქციები, ძირითადად, სანავთობო სექტორს შეეხება.
"ახალი სანქციების მიზანი ირანზე საფინანსო ზეწოლის გაძლიერება და ირანის მთავრობის შეზღუდვაა, რათა მოგება ვერ ნახოს ნავთობის გაყიდვით. ირანი მოგებულ თანხებს რეგიონში სტაბილურობის ხელშესაშლელად და აშშ-ის მოკავშირეებსა და პარტნიორებზე თავდასასხმელად იყენებს", - წერია უწყების განცხადებაში.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ მთავრობა შემდგომ ზომებს უყოყმანოდ მიიღებს, რათა ირანს პასუხი აგებინონ.
- Details
- By ani
ნორვეგიამ ლიბანიდან დიპლომატების ევაკუაცია დაიწყო, ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მისი თქმით, ლიბანში ვითარება კვლავ დაძაბულია, მათ შორის აფეთქებები ბეირუთში ნორვეგიის საელჩოსთან.
„ზოგიერთმა ნორვეგიელმა დიპლომატმა დატოვა ლიბანი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ელჩი და სხვა ნორვეგიელი დიპლომატები“, - აცხადებენ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
- Details
- By ani
ბრაზილიაში, ბოლო 14 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს.
სტიქიამ 220 ათასი კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობი მოიცვა. ხანძრით განადგურებული ტერიტორიის ნახევარი ამაზონის ტროპიკულ ტყეებზე მოდის, სადაც ივნისიდან ოქტომბრამდე მშრალი სეზონია და ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობს.
ამასთან, წლევანდელი მშრალი სეზონი კლიმატური ცვლილებების გამო, კიდევ უფრო მკაცრი აღმოჩნდა. ექსპერტების თქმით, კლიმატურ ცვლილებებში მნიშვნელოვანი უარყოფითი წვლილი შეაქვს ტყის საფარის გაჩეხას.
- Details
- By ani
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 28 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 24 ჩამოაგდეს, 2 უკრაინის ტერიტორიაზე დაიკარგა. ასევე, რუსეთმა უკრაინას უცნობი ტიპის რაკეტებით შეუტია.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა სუმის, პოლტავას, დნეპროპეტროვსკის, მიკოლაევის და ხერსონის რაიონებში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.
- Details
- By ani
More Articles …
- ნიკარაგუა ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს
- მსურს, რომ ომი დასრულდეს არაუგვიანეს 2025 წლისა - ზელენსკი
- ოდესის რეგიონში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორსართულიანი სახლი დაინგრა, არიან დაღუპულები
- ჩვენი მხარდაჭერის მიზანია, უკრაინა საუკეთესო მდგომარეობაში ჩავაყენოთ მოლაპარაკებებისთვის - ჯორჯია მელონი
Page 201 of 204