Featured Articles
ნიკარაგუის მთავრობამ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს მტკიცებით, ნიკარაგუამ ეს გადაწყვეტილება ისრაელის მიერ პალესტინურ ტერიტორიებზე თავდასხმის გამო მიიღო. ნიკარაგუის მთავრობის შესაბამის გადაწყვეტილების ტექსტში ისრაელის მთავრობა „ფაშისტად“ და გენოციდის მომწყობად არის მოხსენიებული.
როგორც ნიკარაგუას მთავრობა ამტკიცებს, ლიბანში მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბები შესაძლოა გაიზარდოს და სირიაზე, იემენსა და ირანზე გავრცელდეს.
- Details
- By ani
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს წარუდგენს რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის გამარჯვების გეგმას:
„დღეს წარვუდგენ ოლაფ შოლცს გეგმას, როგორ ვაიძულოთ რუსეთი, რომ მშვიდობისკენ [ნაბიჯი გადადგას], ანუ როგორ დაასრულოს ეს ომი - მსურს, რომ [ომი დასრულდეს] არაუგვიანეს 2025 წლისა და გარანტირებული იყოს, რომ აგრესია არ განმეორდება"
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამარჯვების გეგმა მიზნად ისახავს უკრაინის პოზიციების განმტკიცებას.
- Details
- By rusa
ოდესის რეგიონში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორსართულიანი სახლი დაინგრა, დაღუპულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი.
ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის თქმით, მაშველებმა ოთხი ადამიანი გადაარჩინეს, ხოლო სამი შენობის ნანგრევებში დაიღუპა.
გარდაცვლილთა შორის არიან 43 წლის ქალი, 22 წლის კაცი და 16 წლის მოზარდი. კიდევ ერთი ადამიანი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გარდა ამისა, 10 ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხია მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
- Details
- By rusa
მოლაპარაკება არ ნიშნავს დანებებას, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკი რომში იტალიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა ჯორჯია მელონის უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ გააცნო.
მელონიმ განაცხადა, რომ იტალია მზადაა, დაეხმაროს უკრაინას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება და აღნიშნა, რომ უკრაინის აღდგენის კონფერენცია რომში, 2025 წლის 10-11 ივლისს გაიმართება.
„ჩვენი მხარდაჭერის მიზანია, უკრაინა საუკეთესო მდგომარეობაში ჩავაყენოთ მოლაპარაკებებისთვის. მოლაპარაკება არ ნიშნავს დანებებას, როგორც ეს ბევრმა შემოგვთავაზა“, – განაცხადა იტალიის ლიდერმა.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთავარია სამართლიანი დიპლომატიისთვის საჭირო პირობების შექმნა.
„მთავარია, გავაძლიეროთ უკრაინის პოზიცია და ჩვენი ურთიერთობები უახლოეს მოკავშირეებთან, რათა შევქმნათ საჭირო პირობები სამართლიანი დიპლომატიისთვის. მსოფლიოს შეუძლია, დაინახოს, რომ რუსეთი უგულებელყოფს რეალურ დიპლომატიას და მშვიდობის ფორმულას, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ამ ომის სამართლიანად დასასრულებლად”,- განაცხადა ზელენსკიმ.
- Details
- By rusa
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო რბოლიდან გამოთიშვის შესახებ ჯო ბაიდენის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე გაბედული იყო, რაც კი მიუღია.
ამის შესახებ მან ლას-ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც, ჩემი აზრით, ისტორიას აჩვენებს, რომ ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გაბედული იყო, რაც შეიძლება პრეზიდენტს მიეღო. მან გადაწყვიტა, ქვეყანა პირად ინტერესებზე მაღლა დაეყენებინა“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.
მანამდე, ABC News-ის გადაცემა The View-სთვის მიცემულ ინტერვიუში, კამალა ჰარისმა თქვა, რომ „არაფერია ისეთი“, რასაც გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ბაიდენისგან განსხვავებულად გააკეთებს.
- Details
- By rusa
More Articles …
Page 202 of 204