Sidebar Menu

მთავარი

პოლიტიკა

ეკონომიკა

კრიმინალი

საზოგადოება

დედაქალაქი

სპორტი

Social media

Blockk

Featured Articles

მსოფლიო

ნორვეგია ლიბანიდან დიპლომატების ევაკუაციას იწყებს

ნორვეგიამ ლიბანიდან დიპლომატების ევაკუაცია დაიწყო, ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მისი თქმით, ლიბანში ვითარება კვლავ დაძაბულია, მათ შორის აფეთქებები ბეირუთში ნორვეგიის საელჩოსთან.

„ზოგიერთმა ნორვეგიელმა დიპლომატმა დატოვა ლიბანი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ელჩი და სხვა ნორვეგიელი დიპლომატები“, - აცხადებენ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

Details
By ani
ani
Oct 12
მსოფლიო

ბრაზილიაში ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს

ბრაზილიაში, ბოლო 14 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს.

სტიქიამ 220 ათასი კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობი მოიცვა. ხანძრით განადგურებული ტერიტორიის ნახევარი ამაზონის ტროპიკულ ტყეებზე მოდის, სადაც ივნისიდან ოქტომბრამდე მშრალი სეზონია და ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობს.

ამასთან, წლევანდელი მშრალი სეზონი კლიმატური ცვლილებების გამო, კიდევ უფრო მკაცრი აღმოჩნდა. ექსპერტების თქმით, კლიმატურ ცვლილებებში მნიშვნელოვანი უარყოფითი წვლილი შეაქვს ტყის საფარის გაჩეხას.

Details
By ani
ani
Oct 12
მსოფლიო

ოკუპანტების გაშვებული 28 "შაჰიდიდან" 24 ჩამოვაგდეთ - უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 28 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 24 ჩამოაგდეს, 2 უკრაინის ტერიტორიაზე დაიკარგა. ასევე, რუსეთმა უკრაინას უცნობი ტიპის რაკეტებით შეუტია. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა სუმის, პოლტავას, დნეპროპეტროვსკის, მიკოლაევის და ხერსონის რაიონებში.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

Details
By ani
ani
Oct 12
მსოფლიო

ნიკარაგუა ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

ნიკარაგუის მთავრობამ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს მტკიცებით, ნიკარაგუამ ეს გადაწყვეტილება ისრაელის მიერ პალესტინურ ტერიტორიებზე თავდასხმის გამო მიიღო. ნიკარაგუის მთავრობის შესაბამის გადაწყვეტილების ტექსტში ისრაელის მთავრობა „ფაშისტად“ და გენოციდის მომწყობად არის მოხსენიებული.

როგორც ნიკარაგუას მთავრობა ამტკიცებს, ლიბანში მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბები შესაძლოა გაიზარდოს და სირიაზე, იემენსა და ირანზე გავრცელდეს.

Details
By ani
ani
Oct 12
მსოფლიო

მსურს, რომ ომი დასრულდეს არაუგვიანეს 2025 წლისა - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს წარუდგენს რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის გამარჯვების გეგმას:

„დღეს წარვუდგენ ოლაფ შოლცს გეგმას, როგორ ვაიძულოთ რუსეთი, რომ მშვიდობისკენ [ნაბიჯი გადადგას], ანუ როგორ დაასრულოს ეს ომი - მსურს, რომ [ომი დასრულდეს] არაუგვიანეს 2025 წლისა და გარანტირებული იყოს, რომ აგრესია არ განმეორდება"

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამარჯვების გეგმა მიზნად ისახავს უკრაინის პოზიციების განმტკიცებას.

Details
By rusa
rusa
Oct 11

More Articles …

  1. ოდესის რეგიონში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორსართულიანი სახლი დაინგრა, არიან დაღუპულები
  2. ჩვენი მხარდაჭერის მიზანია, უკრაინა საუკეთესო მდგომარეობაში ჩავაყენოთ მოლაპარაკებებისთვის - ჯორჯია მელონი
  3. საპრეზიდენტო რბოლიდან გამოთიშვით ჯო ბაიდენმა ყველაზე გაბედული გადაწყვეტილება მიიღო - კამალა ჰარისი
  4. ქარიშხალ „მილტონს“ 15 ადამიანი ემსხვერპლა
  • 209
  • 210
  • 211
  • 212
  • 213
  • 214
  • 215
  • 216
  • 217
  • 218

Page 216 of 218

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla

Recent Post

  • კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
    კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
    By admin
    Oct 11

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "ქართული განათლება საფრთხეშია" - საპროტესტო მსვლელობა თბილისში
    By rusa Nov 24
versia.ge
dacvis policia