Featured Articles
თურქეთის რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ (CHP) ექრემ იმამოღლუ საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა.
გადაწყვეტილება CHP-ის პარტიის ასამბლეის სხდომაზე მიიღეს, რომელიც დღეს პარტიის თავმჯდომარის ოზგურ ოზელის ხელმძღვანელობით გაიმართა.
იმამოღლუს დასახელებასთან ერთად, ასამბლეამ ასევე დაამტკიცა რიგგარეშე კონგრესის ჩატარება 6 აპრილს.
სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს კორუფციისა და ტერორიზმის დახმარების ბრალდებებით, თუმცა 23 მარტს წინასწარი პატიმრობა მხოლოდ კორუფციის ბრალდების გამო მიუსაჯეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი უფლებამოსილება შეუჩერა. სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს დაკავებისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, სტამბოლის საქალაქო საკრებულომ მერის პოსტზე კვლავ ოპოზიციონერი, CHP-ის წევრი ნური ასლანი აირჩია.
ექრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ თურქეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო მმართველი პარტიის წინააღმდეგ. დაკავებული აქციის მონაწილეების რაოდენობა ათასს აჭარბებს. საპოლიციო ძალები საპროტესტო აქციებს ძალადობრივი მეთოდებით შლიან. რესპუბლიკური სახალხო პარტიის თავმჯდომარის ოზგურ ოზელის განცხადებით პროტესტი კვლავ გაგრძელდება. ოზელმა მასშტაბური აქცია შაბათს, მალტეპეში დაანონსა, სადაც მისი თქმით, მოხდება საპრეზიდენტო კანდიდატად ექრემ იმამოღლუს წარდგენა და მოითხოვენ მის გათავისუფლებას.
- Details
- By rusa
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინისთვის დამატებით €2-მილიარდიანი სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა. მაკრონმა ამის შესახებ პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც "მსურველთა კოალიციის" პირველ სამიტს უსწრებდა წინ.
Euronews-ის ინფორმაციით, სამხედრო დახმარების პაკეტი ითვალისწინებს სამხედრო აღჭურვილობას, როგორებიცაა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, საჰაერო თავდაცვის რაკეტები, ჯავშანმანქანები, დრონები და ა.შ.
პრესკონფერენციაზე მაკრონმა განაცხადა, რომ "მსურველთა კოალიციის" სამიტზე მსოფლიო ლიდერები "უკრაინის შეიარაღებული ძალების სამომავლო ფორმატზე იმსჯელებენ". მისი განმარტებით, პარიზში 27 მარტს ჩანიშნული სამიტის მიზანია უზრუნველყოს, რომ უკრაინა ახალი დარტყმების წინააღმდეგ გამძლეობას ინარჩუნებს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში მშვიდობისმყოფელი ჯარისკაცების გაგზავნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფრანგი სამხედროები წინა ხაზებში არ იბრძოლებენ. მისი თქმით, ჯარისკაცთა პოტენციური გაგზავნა წინა ხაზისთვის ზურგის გამაგრებას მოხმარდება.
პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისთვის სანქციების შერბილება არ იგეგმება, რადგან ამისთვის "ჯერ მეტისმეტად ადრეა".
ცნობისთვის, უკრაინის მოკავშირე ქვეყნის ლიდერები დღეს პარიზში რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს განიხილავენ. ელისეს სასახლეში ჯამში 31 ქვეყნის, მათ შორის NATO-ს მოკავშირეების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ნორვეგიის ლიდერებს ელიან. სამიტს დაესწრება ვოლოდიმირ ზელენსკიც.
- Details
- By rusa
წითელ ზღვაში, ეგვიპტეში, ჰურგადასთან ტურისტული წყალქვეშა ხომალდის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 9 დაშავებული მგზავრი.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კვლავ მიმდინარეობს. გემზე სულ 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
- Details
- By iaiaia
სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქალაქ უისეონგში, ხანძრის შედეგად 1 300-წლოვანი ტაძარი განადგურდა. სტიქია ასევე საფრთხეს უქმნის სხვა კულტურულ ძეგლებს. ამ დრომდე 33 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა. ათობით ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ხანძარს სამხრეთ კორეაში 21 მარტიდან ებრძვიან. ცეცხლის ჩაქრობა ძლიერი ქარის გამოა გართულებული. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძარია.
- Details
- By rusa
პუტინი მალე მოკვდება და ყველაფერი დასრულდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ განაცხადა, საზოგადოების დესტაბილიზაცია არის ის, რისიც პუტინს ეშინია.
„საზოგადოების დესტაბილიზაცია არის ის, რისიც მას ეშინია, თავად იგი მოახდენს ამაზე გავლენას. მისი ეკონომიკა და სანქციების პოლიტიკა მოახდენს გავლენას. ჩვენი პარტნიორები თუ იმდენად ძლიერები იქნებიან, რამდენადაც არიან, თუ ისინი მოისურვებენ არა სუპერ ძალის, არამედ უბრალოდ საკუთარი რეალური ძალის დემონსტრირებას, თუ ისინი ზეწოლას მოახდენენ პუტინზე, მას ექნება საზოგადოების დესტაბილიზაცია, მას ამის ეშინია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საზოგადოების დესტაბილიზაციის გარდა, პუტინს საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის ეშინია.
„ეს დამოკიდებულია საზოგადოების სტაბილურობაზე, მაგრამ, ამავდროულად, მის ასაკზეც. ფაქტია, რომ ის მალე მოკვდება და ყველაფერი დასრულდება. მისი საკითხი, შეიძლება, იქამდე დასრულდეს, ვიდრე ის დაასრულებს თავის აბსოლუტურად უსაფრთხო და წარუმატებელ ისტორიულ ცხოვრებას. აი, რისი ეშინია მას“, – თქვა ზელენსკიმ.
- Details
- By rusa
More Articles …
- ევროკავშირის განცხადებით, რუსეთისთვის სანქციების მოხსნის ან შეცვლის წინაპირობა უკრაინიდან ჯარების "უპირობო გაყვანაა"
- კრემლმა გამოაქვეყნა ობიექტების სიას, რომლებზეც დროებითი ცეცხლის შეწყვეტისას თავდასხმა არ უნდა მოხდეს
- სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა
- კრემლი "დროს წელავს" - ტრამპი
Page 24 of 204