Featured Articles
ევროკავშირის განცხადებით, რუსეთისთვის სანქციების მოხსნის ან შეცვლის წინაპირობა უკრაინიდან ჯარების "უპირობო გაყვანაა".
"უკრაინაში რუსული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის დასრულება და უკრაინის მთელი ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ძალების უპირობო გაყვანა იქნება ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სანქციების შეცვლისთვის ან მოხსნისათვის", - თქვა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
გუშინ, 25 მარტს კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად რამდენიმე ბანკისთვის სანქციების მოხსნასა და SWIFT-ის სისტემაში დაბრუნებას ასახელებს.
- Details
- By Sali
კრემლმა გამოაქვეყნა აშშ-სთან შეთანხმებული, რუსეთსა და უკრაინაში არსებული ობიექტების სია, რომლებზეც მორატორიუმი გამოცხადდა და ცეცხლის დროებითი შეწყვეტის ფარგლებში თავდასხმა არ უნდა განხორციელდეს.
სიაში შედის:
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები;
ნავთობისა და გაზის მილსადენები და საწყობები, სატუმბი სადგურების ჩათვლით;
ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ელექტროსადგურები,
ქვესადგურები, ტრანსფორმატორები და გამანაწილებელი ბლოკები;
ატომური ელექტროსადგურები;
ჰიდრო-ელექტრო კაშხლის ნაგებობები.
როგორც კრემლის განცხადებაშია ნათქვამი, დროებითი მორატორიუმი "მოქმედია 30 დღით, 2025 წლის 18 მარტიდან" და შეიძლება გაგრძელდეს, თუ ორივე მხარე შეთანხმდება.
"თუ რომელიმე მხარე დაარღვევს მორატორიუმს, მეორე მხარეს უფლება აქვს ჩათვალოს, რომ შეთანხმების შესრულების ვალდებულება არ აქვს", - ამბობენ რუსი ოფიციალური პირები.
შეგახსენებთ, საუდის არაბეთში 23-25 მარტს გამართული მოლაპარაკებების შესახებ თეთრმა სახლმა გუშინ 2 განცხადება გაავრცელა, რომელშიც რუსულ და უკრაინულ მხარეებთან მიღწეულ შეთანხმებებზე იყო საუბარი. ვაშინგტონის ცნობით, ორივე მხარე დათანხმდა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტასა და უსაფრთხო უსაფრთხო ნავიგაციას, ასევე ენერგოობიექტებზე დარტყმების აკრძალვას 30 დღის განმავლობაში.
თუმცა, რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ გემების უსაფრთხო გადაადგილების შესახებ პუნქტი მხოლოდ მას შემდეგ შევა ძალაში, რაც ზოგიერთი ანტირუსული სანქცია მოიხსნება.
- Details
- By Sali
სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სამხრეთ კორეის სხვადასხვა რეგიონიდან 23 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ამ დროისთვის უკვე 17 000 ჰექტარია დამწვარი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათასობით მეხანძრე და დაახლოებით 5 000 სამხედრო პერსონალი მუშაობს.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ძლიერი ქარი სალიკვიდაციო სამუშაოებს ხელს უშლის.
- Details
- By Sali
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მტკიცებით, რუსეთს ომის დასრულება უნდა, თუმცა ამავდროულად არ გამორიცხავს, რომ მოსკოვი "დროს აჭიანურებს".
Newsmax-ის ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ფიქრობს, რომ კრემლი დროს წელავს, ტრამპმა უპასუხა, რომ მისი აზრით, "რუსეთს სურს დასასრულის ნახვა".
"თუმცა, შეიძლება ისიც იყოს, რომ დროს წელავენ", - თქვა მან.
შეგახსენებთ, საუდის არაბეთში 23-25 მარტს გამართული მოლაპარაკებების შესახებ თეთრმა სახლმა გუშინ 2 განცხადება გაავრცელა, რომელშიც რუსულ და უკრაინულ მხარეებთან მიღწეულ შეთანხმებებზე იყო საუბარი. ვაშინგტონის ცნობით, ორივე მხარე დათანხმდა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტასა და უსაფრთხო უსაფრთხო ნავიგაციას, ასევე ენერგოობიექტებზე დარტყმების აკრძალვას 30 დღის განმავლობაში.
თუმცა, რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ გემების უსაფრთხო გადაადგილების შესახებ პუნქტი მხოლოდ მას შემდეგ შევა ძალაში, რაც ზოგიერთი ანტირუსული სანქცია მოიხსნება.
- Details
- By Sali
გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კანცლერი ოლაფ შოლცი და 14 მინისტრი თანამდებობიდან ოფიციალურად გაათავისუფლა.
შტაინმაიერმა შოლცსა და მის მინისტთა კაბინეტს მადლობა გადაუხადა, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შემოჭრის საპასუხოდ გაწეული სამუშაოსთვის.
გერმანიის კანონმდებლობის თანახმად, ახალი ბუნდესტაგის შეკრებისთანავე კანცლერის უფლებამოსილება წყდება. ამის მიუხედავად, შოლცს დროებით საგარეო საქმეთა მართვა მოეთხოვა, ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე.
დროებითი მთავრობა ვერ მიიღებს რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გადაწყვეტილება უკიდურესად აუცილებლად ჩაითვლება.
როდის ჩამოყალიბდება ახალი მთავრობა ჯერ ცნობილი არ არის. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი ფრიდრიხ მერცი თუ დაიცავს გეგმას, კოალიციური მოლაპარაკებები შესაძლოა, აღდგომამდე დასრულდეს.
ცნობისთვის, გერმანიაში 23 თებერვალს ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ყველაზე მეტი ხმა ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულმა ბლოკმა „ქრისტიან-დემოკრატიულ, ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა“ მიიღო.
- Details
- By iaiaia
More Articles …
- შეთანხმებები უკრაინასთან - თეთრი სახლი საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შესახებ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
- უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში, ზელენსკი საფრანგეთში ჩავა
- აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები საუდის არაბეთში - თეთრი სახლი შეთანხმებებზე ინფორმაციას ავრცელებს
- მაჰაჩყალაში ორი აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა
Page 25 of 204