Featured Articles
ამერიკული გამოცემა NBC News-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აღმოსავლეთ ევროპაში განლაგებული 10,000 ჯარისკაცის გამოწვევას გეგმავს.
ეს ჯარისკაცები იმ დანაყოფების შემადგენლობაში შედიან, რომლებიც ევროპაში პრეზიდენტმა ბაიდენმა ჯერ კიდევ 2022 წელს, აღმოსავლეთ ევროპული საზღვრის გამაგრებისთვის განათავსა.
როგორც წყაროები NBC News-თან ამბობენ, დონალდ ტრამპის ეს გადაწყვეტილება იმ მოლაპარაკების ნაწილია, რომელსაც ის რუსეთის პრეზიდენტთან მართავს.
როგორც ევროპელი სამხედრო მაღალჩინოსნები არიან, თუკი აშშ-ის ხელისუფლებამ ჯარისკაცები გამოიყვანა, ევროპაში გაღვივდება ეჭვი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის “მიტოვებას” გეგმავს.
მათივე თქმით, ევროპაში ამერიკული ჯარის შესუსტებით რუსეთის ფედერაცია იხეირებს, რომელიც შიდაევროპულ საკითხებში უფრო აქტიურად ჩაერთვება. თავად ამერიკა ამ გადაწყვეტილებას ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარე ომში ევროკავშირის უფრო მეტი ჩართვის აუცილებლობით ხსნის.
- Details
- By rusa
ევროკავშირი აშშ-ს საპასუხო 25%-იან ტარიფს უწესებს, რომელიც 22 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქციაზე გავრცელდება და ძალაში 15 აპრილიდან შევა.
რამდენიმეკვირიანი კონსულტაციების შემდეგ წევრი ქვეყნები, ევროკომისია და ინდუსტრიები შეთანხმებამდე მივიდნენ. პროდუქციის ჩამონათვალში ხვდება ალუმინი და ფოლადი, თამბაქო, ნუში, ფორთოხლის წვენი, სოიოს მარცვალი, ფრინველის ხორცი და იახტები. თუმცა საფრანგეთისა და ირლანდიის დაჟინებული პოზიციის შემდეგ სიაში აღარ მოხვდა ამერიკული ბურბონი.
25%-იანი ტარიფის დაწესება ევროკავშირის მხრიდან საპასუხო ზომების პირველი ნაბიჯია და თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ 26 მილიარდი ევროს ღირებულების ალუმინსა და ფოლადზე მარტში დაწესებული ტარიფების გამო შემუშავდა.
ალუმინსა და ფოლადის გარდა, დონალდ ტრამპმა 25%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესა ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებს, ხოლო 20% -სხვა დანარჩენ პროდუქციას.
ევროკომისია ასევე მუშაობს საპასუხო ტარიფების მეორე ეტაპზეც, რომლის დეტალები მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.
- Details
- By rusa
ჩინეთი 10 აპრილიდან ამერიკულ პროდუქტებზე 84-პროცენტიან ტარიფებს დააწესებს. მანამდე ჩინეთს ამერიკულ პროდუქციაზე 34-პროცენტიანი ტარიფები ჰქონდა გამოცხადებული. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ მან დაამატა 12 ამერიკული სუბიექტი ექსპორტის კონტროლის სიაში და ექვსი აშშ სუბიექტი – „არასანდო სუბიექტების“ სიაში.
ჩინეთის კომერციის სამინისტროს განცხადების თანახმად, აშშ-ის პრაქტიკა ჩინეთის მიმართ ტარიფების გაზრდის თაობაზე არის შეცდომა, რომელიც სერიოზულად არღვევს ჩინეთის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს, სერიოზულად აზიანებს წესებზე დაფუძნებულ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას და სერიოზულ გავლენას ახდენს გლობალური ეკონომიკური წესრიგის სტაბილურობაზე.
- Details
- By rusa
დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო-დომინგოში ღამის კლუბის სახურავის მთლიანად ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 98 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 150-ზე მეტი ადამიანი. ტრაგედია 8 აპრილს, საღამოს მოხდა. სახურავის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მედიის ცნობით, სანტო-დომინგოს პოპულარულ კლუბ Jet Set-ში, სადაც ადგილობრივი ცნობილი შემსრულებლის, 69 წლის რუბი პერესის კონცერტი მიმდინაროებდა, სხვადასხვა მონაცემით, 500-1000 ადამიანი იმყოფებოდა. პერესის შვილის ინფორმაციით, ნანგრევებში მოყოლილი მამა გადარჩა.
ტრაგედიის ადგილზე მივიდა დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლუის აბინადერი, რომელმაც მთავარ მიზნად დაასახელა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. მისი ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა მონტე-კრისტის პროვინციის გუბერნატორი ნელსი კრუზი. მან ტრაგედიის გამო სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.
- Details
- By rusa
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული ტარიფები, რომელთაც აშშ-თან დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვთ, ოფიციალურად ამოქმედდა.
დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საპასუხო ტარიფები 11%-დან 50%-მდე მერყეობს, თუმცა ჩინეთის საპასუხო ნაბიჯების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა პეკინის წინააღმდეგ ტარიფები 104%-მდე გაზარდა.
ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების გარდა, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ევროკავშირს – 20%-იანი ტარიფები დაუწესდა, ვიეტნამს – 46%-იანი, ტაივანს – 32%-იანი, იაპონიას – 24%-იანი, ინდოეთს – 26%-იანი, ტაილანდს – 36%-იანი, შვეიცარიას – 31%-იანი, ისრაელს – 17%-იანი, მოლდოვას – 31%-იანი.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული საბაზისო 10%-იანი ტარიფები 5 აპრილს ამოქმედდა.
- Details
- By iaiaia
More Articles …
Page 26 of 217