Featured Articles
დონალდ ტრამპს არ აინტერესებს, რას გვიყვირიან ევროპელები, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რაც ამერიკის მოქალაქეების ინტერესებში შედის, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა გრენლანდიაზე საუბრის დროს განაცხადა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, დანია, რომელიც ფლობს კუნძულ გრენლანდიას, „არ აკეთებს თავის საქმეს“ და არ არის კარგი მოკავშირე.
„ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ეს თუ ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო დიდი ტერიტორიული ინტერესი უნდა გვქონდეს გრენლანდიის მიმართ, მაშინ ეს არის ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი გეგმავს. იმიტომ, რომ მას არ აინტერესებს, რას გვიყვირიან ევროპელები, მას აინტერესებს, პირველ ყოვლისა, რა არის ამერიკის მოქალაქეების ინტერესებში“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.
- Details
- By iaiaia
თურქეთის ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, თურქეთის ქალაქებში საპროტესტო აქციების გაშუქებისას 9 ჟურნალისტი დააკავეს.
უცნობია მათი დაპატიმრების მიზეზი.
თურქეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. სტამბოლის მერის და ერდოღანის მთავარი კონკურენტის, ექრემ იმამოღლუს დაპატიმრების გასაპროტესტებლად ასეულობით ათასი მოქალაქე თურქეთის სხვადასხვა ქალაქში აქციებს მართავს.
აქტივისტები მარშებს მართავენ სტამბულში, ანტალიაში, იზმირსა და ანკარაში და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. ამავდროულად, გრძელდება შეტაკებები აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის. სპეცრაზმი მომიტინგეებს სპეციალური საშუალებების გამოყენებით შლის და აკავებს.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ექრემ იმამოღლუს დროებითი ღონისძიების სახით შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.
იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს კორუფციაში, ფულის გათეთრებაში და ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით. თავად მერმა ამას "დაცინვა" უწოდა და ბრძოლის გაგრძელების პირობა დადო. ის მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს. იმამოღლუს კორუფციის საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
- Details
- By rusa
ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენელთა მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მოლაპარაკებები კვლავ სასტუმრო Ritz-Carlton-ში იმართება. რუსული მედიის ცნობით, საუდის არაბეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჟურნალისტებს სასტუმროს ტერიტორია დაატოვებინა.
ექსპერტების დონეზე რუსულ-ამერიკულ კონსულტაციებში რუსეთის დელეგაციას წარმოადგენენ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგორი კარასინი და რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი სერგეი ბესედა.
მანამდე, ერთი დღით ადრე ერ-რიადში ამერიკულ-უკრაინული კონსულტაციები გაიმართა. უკრაინულ დელეგაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა.
უმეროვმა მოლაპარაკებები კონსტრუქციულად და შინაარსიანად შეაფასა. მისი თქმით, ძირითადად განიხილეს ენერგეტიკული სფეროს საკვანძო საკითხები.
- Details
- By iaiaia
თურქეთის ოპოზიციურმა „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა სტამბოლის არჩეული მერი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ექრემ იმამოღლუ.
23 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პრაიმერიზი, რომელშიც პარტიის ინფორმაციით, მონაწილეობა მიიღო 15 000 000-მა მოქალაქემ (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დაახლოებით მეოთხედი) და მათგან 13,2 მილიონმა ექრემ იმამოღლუს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ თავმჯდომარემ, ოზგურ ოზელმა, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს მიმართა, ვადამდელი არჩევნები დანიშნოს და ექრემ იმამოღლუს არჩევნებში შეებრძოლოს.
სტამბოლის მერი, თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი, 54 წლის ექრემ იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს კორუფციის ბრალდებით. მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზეც. 23 მარტს სასამართლომ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის ჩამოაშორეს სტამბოლის მერის თანამდებობასაც.
იმამოღლუ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. ექსპერტთა შეფასებით, პრეზიდენტი ერდოანი მომდევნო, 2028 წლის არჩევნებისთვის რეალური კონკურენტის ჩამოშორებას ცდილობს.
ექრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ, 19 მარტიდან მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ბოლო დღეებში თურქეთის ხელისუფლებამ ასეულობით დემონსტრანტი დააკავა.
ექრემ იმამოღლუს დაკავებამდე ცნობილი იყო, რომ თურქეთის ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტია” უახლოეს ხანში აპირებდა პრეზიდენტობის კანდიდატად მის დასახელებას.
დაკავებამდე ორი დღით ადრე, 17 მარტს, სტამბოლის უნივერსიტეტმა ექრემ იმამოღლუს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი გააუქმა თურქეთის გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, რომელმაც დიპლომის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა.
თურქეთის კანონმდებლობით, პრეზიდენტად კენჭისყრა მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირს შეუძლია.
- Details
- By Sali
კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 28 აპრილს დანიშნა.
"მე მოვითხოვე პარლამენტის დათხოვნა და 28 აპრილს საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
მინდა, მივიღო ძლიერი, პოზიტიური მანდატი ჩემი თანამემამულე კანადელებისგან. კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი კანადის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. კანადაში ინვესტირება, კანადის აშენება, კანადის გაერთიანება. ამიტომ მე ვითხოვ ძლიერ, პოზიტიურ მანდატს ჩემი თანამემამულე კანადელებისგან.
აშშ-სთან სავაჭრო ომი არის ჩვენი დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფრთხე. ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი კრიზისის წინაშე ვდგავართ პრეზიდენტ ტრამპის გაუმართლებელი სავაჭრო ქმედებებისა და ჩვენი სუვერენიტეტისადმი მისი მუქარის გამო. მას სურს, დაგვამარცხოს, რათა ამერიკამ ჩვენი ქვეყანა დაისაკუთროს. ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ“, – განაცხადა კარნიმ.
მისივე თქმით, ავსტრალიასთან ახალი შეთანხმება გააფორმა, გააძლიერა კანადის კავშირები საფრანგეთთან და გაერთიანებულ სამეფოსთან, ასევე დაიწყო მოლაპარაკებები ევროკავშირთან ახალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ.
- Details
- By rusa
More Articles …
Page 28 of 205