Featured Articles
საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმერევი X-ზე წერს:
"ერ-რიადში ამერიკის გუნდთან შეხვედრა დავიწყეთ. ჩვენ ვასრულებთ უკრაინის პრეზიდენტის დირექტივას სამართლიანი მშვიდობის დაახლოებისა და უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ. დღის წესრიგში შედის წინადადებები ენერგეტიკული ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის შესახებ. დღეს ჩვენ უამრავ რთულ ტექნიკურ საკითხზე ვმუშაობთ. ჩვენს დელეგაციაში შედიან ენერგეტიკის ექსპერტები, ასევე სამხედრო წარმომადგენლები საზღვაო და საჰაერო სფეროდან"
- Details
- By rusa
კიევზე ღამით მიტანილი იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. დრონებით თავდასხმის შედეგად დაშვებულია სულ მცირე 10 ადამიანი.
სამიზნეში უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონი მოექცა, თავდასხმას მრავალ სართულიანი კორპუსების ნგრევა და ხანძრები მოჰყვა.
- Details
- By rusa
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შემდგომი ესკალაციის შეკავების მცდელობები „კონტროლს ექვემდებარება“:
„შესანიშნავი იქნებოდა ამის შეჩერების შესაძლებლობა. ასე ვიტყვი, სხვა ვერავინ შეძლებდა ამას. ვერავინ.
რაციონალური დისკუსიები და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ასევე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი ურთიერთობები არის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების გასაღები.
კონფლიქტის მოგვარებაში წინსვლა შესაძლებელია ყველა მხარესთან კონსტრუქციული დიალოგით."
- Details
- By rusa
თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერს, ეკრემ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ეკრემ იმამოღლუს კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა, 19 მარტს, გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს.
იმამოღლუს დაკავებას სტამბოლსა და ანკარაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა
- Details
- By rusa
სტამბოლის მუნიციპალიტეტის შენობასთან შეკრებილ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები სტამბოლის მუნიციპალიტეტის შენობის წინ იმ დროს შეიკრიბნენ, როცა სტამბოლის მერი ერკემ იმამოღლუ თურქეთის სასამართლოს წინაშე წარდგა. ეს იყო იმამოღლუს პირველი გამოჩენა სასამართლოში მას შემდეგ, რაც ის დააკავეს.
სასამართლოში იმამოღლუმ, სულ მცირე, 70 კითხვას უპასუხა და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება უარყო. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლმდენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.
სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა, 19 მარტს, გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება ორ საქმეზე მიმდინარეობს. ეკრემ იმამოღლუს კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი. გამოძიების ფარგლებში სულ დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.
- Details
- By rusa
More Articles …
Page 29 of 205