Featured Articles
"უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და ევროპული მისწრაფებები არის ძალიან მტკიცე მოთხოვნა ევროპელებისთვის"- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი
ელისეის სასახლეში აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ომის დასრულების მიზნით შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიული დათმობები იქნება საჭირო
- Details
- By ani
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების შემცირებას განიხილავს, თუკი პეკინი მოლაპარაკებას დათანხმდება და ამერიკას ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებს.
როგორც ტრამპი განმარტავს, შეთანხმების შემთხვევაში, 145%-იანი სატარიფო რეჟიმი მნიშვნელოვნად შემსუბუქდება, თუმცა ინვესტორებს 0%-იანი საგადასახადო რეჟიმის ამოქმედების მოლოდინი მაინც არ უნდა ჰქონდეთ.
თეთრი სახლის წარმომადგენლობის განცხადებით, აშშ-ის მთავრობა ჩინეთთან მოლაპარაკების დასაწყებად უკვე მზადაა და მაგიდაზე ყველაფერი დევს - როგორც ტარიფების შემცირება, ასევე სანქციების გამკაცრება და დამატებითი შეზღუდვების დაწესება.
- Details
- By rusa
თურქეთის განათლების მინისტრის იუსუფ თექინის განცხადებით, სტამბოლში ორი დღით - ხუთშაბათსა და პარასკევს ყველა სკოლა დაიხურება. მიუხედავად იმისა, რომ მარმარილოს ზღვაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად სკოლებში სერიოზული დაზიანება არ დაფიქსირებულა, სწავლის შეჩერების გადაწყვეტილება სიფრთხილის მიზნით იქნა მიღებული. გარდა ამისა, სკოლის ეზოები დროებით გაიხსნა მოქალაქეებისთვის, როგორც უსაფრთხო სივრცეები.
ამასთან შშმ პირები, ორსულები, ვეტერანები და 10 წლამდე ასაკის ბავშვების დედები რომლებიც მუშაობენ საჯარო დაწესებულებებში, ჩაითვლებიან ადმინისტრაციულ შვებულებაში მყოფად.
ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ მიწისძვრის შედეგად გზებზე, აეროპორტებში, რკინიგზასა და მეტროში არანაირი დაზიანება ან შეფერხება არ დაფიქსირებულა.
მიწისძვრისა და მიმდინარე მცირე ბიძგების მიუხედავად, სტამბულის ორივე აეროპორტი - სტამბოლი (IST) და საბიჰა გოქჩენი (SAW) - ნორმალურად მუშაობს: აფრენა და დაფრენა გეგმის მიხედვით ხდება, მასობრივი გაუქმებები არ არის და შეფერხებები მინიმალურია. მიწისძვრის შესახებ პირველადი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ზოგიერთ თვითმფრინავს დაფრენამდე დამატებით წრეზე წასვლა მოუწია.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიქაიამ განაცხადა, რომ სამაშველო სამსახურებმა ოპერატიული შემოწმებები დაიწყეს. სტამბოლის დროით 15:00 საათამდე ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ უწყებაში ინფორმაცია არ შესულა. ხელისუფლება მოქალაქეებს სთხოვს, მოერიდონ ავარიულ შენობებს და კომუნიკაციისთვის გამოიყენონ SMS და ინტერნეტ მესენჯერები. ამასთან სტამბოლის გუბერნატორის განცხადებით, პანიკის გამო 151 მოქალაქემ სიმაღლიდან გადახტომა სცადა და დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.
დღეს, ადგილობრივი დროით 12:49 საათზე, სტამბოლში, სილივრის რაიონში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი იყო მარმარილოს ზღვაში, სეისმური ცენტრის სიღრმე 6.92 კმ. ბიძგები იგრძნობოდა არა მხოლოდ სტამბოლში, არამედ მეზობელ პროვინციებშიც.
მთავარ შოკამდე 3.9 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, ხოლო შემდეგ - კიდევ ერთი, 4.4 მაგნიტუდის, ბუიუქჩექმეჯეს სანაპიროსთან.
- Details
- By rusa
ლონდონში დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებები გაუქმდა. ბრიტანული მხარის ცნობით, შეხვედრა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ამერიკის, საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიისა და უკრაინის წარმომადგენლების მონაწილეობით უნდა გამართულიყო, აღარ შედგება და გადაიდო.
მოლაპარაკებები ოფიციალურ დონეზე გაგრძელდება, მაგრამ ის მედიისთვის დახურული იქნება.
გასულ ღამით ცნობილი გახდა, რომ დღეისთვის დაგეგმილ შეხვედრას აღარ დაესწრებოდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და მის ნაცვლად ლონდონში კიტ კელოგი ჩავიდოდა.
ასევე, დღეს ცნობილი გახდა, რომ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ლონდონში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს აღარ დაესწრებოდნენ.
- Details
- By iaiaia
თურქეთში მიწისძვრა მოხდა. ყველაზე ძლიერი ბიძგები თურქეთის ქალაქ სტამბოლში იგრძნობოდა.
სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, პირველი ბიძგების სიმძლავრემ 3,9 შეადგინა, განმეორებითი ბიძგების სიმძლავრე კი 6,2 და 4,4 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში, შვიდი კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
მედიის ცნობით, მიწისძვრას მოსახლეობაში პანიკა მოჰყვა. მიწისძვრის შემდეგ მოქალაქეებმა შენობები დატოვეს და ქუჩებში გავიდნენ.
- Details
- By iaiaia
More Articles …
Page 4 of 204