Featured Articles
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ახლოს არის კიევსა და მოსკოვს შორის კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმებასთან.
„ვფიქრობ, ჩვენ შეთანხმების მონახაზს მივუახლოვდით. იმედი მაქვს, შეთანხმების მონახაზს მივაღწევთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა დასძინა, რომ ის ომის მოგვარებას ცდილობს, რათა შეაჩეროს მკვლელობები ბრძოლის ველზე და ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაში დახარჯული ფული დააზოგინოს.
- Details
- By rusa
გერმანიის მოქმედი მთავრობა დამატებით 3 მილიარდი ევროს (3.3 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარების გამოყოფას დათანხმდა უკრაინისთვის, მას შემდეგ, რაც კანონმდებლებმა ფინანსური რეფორმის გეგმა დაამტკიცეს, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტში.
წერილში ნათქვამია, რომ 2025 წლისთვის დამატებით 2.547 მილიარდი ევრო გამოიყოფა. სხვა ხარჯებთან, მათ შორის ევროპის სამშვიდობო ფონდის კომპენსაციებთან ერთად, მთლიანობაში გერმანიის დახმარება 3 მილიარდ ევროს მიაღწევს.
- Details
- By rusa
ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი უკრაინაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში კიევში ჩავიდა.
„დღეს დილით პრეზიდენტი პეტრ პაველი კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდება“, – ნათქვამია ჩეხეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ ინფორმაციაში:
"20 მარტს პეტრ პაველ ოდესაში იმ დროს იმყოფებოდა, როდესაც რუსეთმა ქალაქზე იერიში დრონებით მიიტანა.
ჩეხეთის პრეზიდენტი ოდესაში ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და რეკონსტრუქციის მინისტრს, ალექსეი კულებას, ოდესის ოლქის ხელმძღვანელობას, ასევე მიკოლაევისა და ხერსონის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონის მხარდაჭერის საკითხი განიხილებოდა.
ჩეხეთის რესპუბლიკას დახმარების სახით გადაცემული აქვს საბრძოლო მანქანები, უპილოტო საფრენი აპარატები, დამცავი ჟილეტები, სიგნალის ჩამხშობი, ასევე სამედიცინო აღჭურვილობა, როგორებიცაა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატი და სამედიცინო საწოლები“,
- Details
- By rusa
ირლანდიელმა შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლმა, UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა მსუბუქ და ქვემსუბუქ წონაში, კონორ მაკგრეგორმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ის 2025 წლის 11 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
მისი თქმით, ირლანდიის მთავარ პრობლემას დღეს უკანონო მიგრაცია წარმოადგენს. მაკგრეგორის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა იქნება. ის ფიქრობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამ პრობლემას ვერ აგვარებს. როგორც მაკგრეგორი წერს, ის დღეს ვერავის, გარდა საკუთარი თავისა ვერ ხედვას, ვინც ხელისუფლებას ამ საკითხში ოპონირებას გაუწევს.
აღსანიშნავია, რომ მაკგრეგორის პოსტს, სადაც ის ირლანდიის პრეზიდნეტობის სურვილზე საუბრობს, თან ერთვის შვილთან ერთად გადაღებული სურათი. ფოტოსურათზე მაკგრეგორს კეპი ახურავს წარწერით „გავხადოთ ირლანდია დიადი კვლავ“.
ცნობისთვის, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი რამდენიმე დღის წინ თეთრ სახლში იმყოფებოდა. მან აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართა შეხვედრა. ტრამპმა მას ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ირლანდიელი უწოდა.
- Details
- By rusa
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინის საკითხის განსახილველად „მოსურნეთა კოალიციის“ სამიტი მომავალ ხუთშაბათს პარიზში გაიმართება.
BFMTV-ის ცნობით, ამის შესახებ მაკრონმა ბრიუსელში, ევროსაბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საფრანგეთის ლიდერის თქმით, სამიტში უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკიც მიიღებს მონაწილეობას.
ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს უკრაინული და ამერიკული მხარის წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
„ამ მხრიდან, რუსეთის მხრიდან, ნაწილობრივი, ძალიან არასანდო პასუხი, იმედი მაქვს, ეს მხოლოდ დროებითი უარია“, - თქვა მაკრონმა და დასძინა, რომ აღნიშნული პასუხი ცხადყოფს, რომ „ამ ეტაპზე რუსეთს გულწრფელად არ სურს მშვიდობა“.
- Details
- By ani
More Articles …
Page 31 of 205