Featured Articles
„ჰამასში“ აცხადებენ, რომ მათ თელ ავივის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს. როგორც მედია აღნიშნავს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დაჯგუფებამ ცეცხლი გახსნა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზაში სამხედრო ოპერაცია განაახლა.
როგორც დაჯგუფება „ჰამასში“ განმარტეს, ეს იყო პასუხი „სამოქალაქო პირების წინააღმდეგ სიონისტურ ხოცვა-ჟლეტაზე“.
ისრაელის მხარის ცნობით, მათ ერთი რაკეტა ჩამოაგდეს, ხოლო დანარჩენი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამშაბათიდან, როდესაც ისრაელმა შეტევები განაახლა, სულ მცირე, 591 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 200-ზე მეტი ბავშვი.
- Details
- By ani
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან მალე ხელს მოაწერს შეთანხმებას უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ.
„ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ უკრაინისა და რუსეთის საკითხებზე. ერთ-ერთი, რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ ძალიან მალე ხელს მოვაწერთ შეთანხმებას უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ, რომლებსაც უზარმაზარი ღირებულება აქვს. ჩვენ ამას ვაფასებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტმა ოპტიმიზმი გამოხატა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებითაც.
„როგორც იცით, გუშინ ვესაუბრეთ პრეზიდენტ პუტინს და პრეზიდენტ ზელენსკის. გვსურს ამ კონფლიქტის დასრულების ხილვა. ვფიქრობ, ამ მხრივ საკმაოდ კარგად მივდივართ. მჯერა, რომ ამას მივაღწევთ. ვნახოთ, რა მოხდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
- Details
- By iaiaia
The Times of Israel-ი იუწყება, რომ "ჰამასმა" თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა - ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გაშვებული რაკეტებიდან ერთი თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო, დანარჩენი ორი ღია ტერიტორიებზე ჩამოვარდა.
სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობა "ჰამასმა" აიღო. მათი თქმით, თავდასხმა "სიონისტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაზე" პასუხია.
- Details
- By Sali
ცოტა ხნის წინ ირანში „სისხლიანი" წვიმა მოვიდა, რომლის დროსაც წყალი კაშკაშა წითელი გახდა. ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და მილიონზე მეტი მოწონება დააგროვა, იუწყება The Independent.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტები გასულ კვირას შეესწრნენ იშვიათ სანახაობას, რომელიც კლდეზე მოედინებოდა. ეს მოხდა კუნძულ ჰორმუზის სანაპიროზე.
მეცნიერები ამბობენ, რომ ამ უჩვეულო ფენომენის მიზეზი ადგილობრივი ნიადაგის შემადგენლობაა. ადგილი შეიცავს ოქსიდირებული რკინის მაღალ კონცენტრაციას.
გამოცემა იტყობინება, რომ ასეთი წვიმა ჩვეულებრივ მოდის მაშინ, როდესაც წითელი მტვრის ან ნაწილაკების მაღალი კონცენტრაცია ნალექს ერევა, რაც წყალს ჟოლოსფერ ელფერს აძლევს.
თუმცა, ირანის ჰორმუზის შემთხვევაში, სანაპირო ზოლის ჟოლოსფერი ფერი იყო რეგიონის რკინით მდიდარი წითელი ნიადაგის წვიმის წყალთან ურთიერთქმედების შედეგი.
გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულის ნიადაგი იმდენად მდიდარია მინერალებით, რომ გამოიყენება როგორც ადგილობრივი სუნელი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის კვების კულტურაში. წითელ მიწიდან ამზადებენ სპეციალურ ადგილობრივ პურს, სახელად „ტომში“.
- Details
- By ani
ნიკოლ ფაშინიანი ილჰამ ალიევს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი მოკლე განცხადებას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აქვეყნებს.
„სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი შეთანხმებულია და ელოდება ხელმოწერას. მე ვთავაზობ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, დავიწყოთ ერთობლივი კონსულტაციები შეთანხმებული სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ“, – წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.
- Details
- By iaiaia
More Articles …
- 2012 წლის შემდეგ პირველად, გერმანიამ სირიაში დიპლომატიური მისიის მუშაობა განაახლა
- უკრაინამ ევროკავშირისგან 1 მილიარდი ევრო მიიღო - ტრანში გაყინული რუსული აქტივებისგან შედგება
- ევროკავშირის ორდღიანი სამიტი იწყება - რის განხილვას გეგმავენ ევროპელი ლიდერები?
- ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ტერიტორიების საკითხი ყველაზე რთული იქნება - ზელენსკი
Page 32 of 205