Featured Articles
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შესახებ წერს.
"ახლახან დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან. საუბარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. დისკუსიის დიდი ნაწილი ეყრდნობოდა პრეზიდენტ პუტინთან გუშინდელ საუბარს რუსეთისა და უკრაინის მოთხოვნებისა და საჭიროებების კოორდინაციის მიზნით. ჩვენ [მოლაპარაკებების] გზაზე ვართ და მე ვთხოვ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, მაიკლ ვალცს განხილული პუნქტები ზუსტად აღწერონ. ეს განცხადება მალე გამოქვეყნდება", - დაწერა მან Truth-ზე.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ძალიან პოზიტიური, შინაარსიანი და გულწრფელი საუბარი ჰქონდა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
ზელენსკის თქმით, მან დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლების საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში შეხვედრის დაწყებისთვის.
„ეს შეხვედრა მნიშვნელოვნად დაგვეხმარა ომის დასრულებისკენ წინსვლაში. შევთანხმდით, რომ უკრაინამ და აშშ-მა ერთად უნდა განაგრძონ მუშაობა ომის რეალური დასრულებისთვის და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. გვჯერა, რომ ამერიკასთან, პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკის ლიდერობასთან ერთად ხანგრძლივი მშვიდობა წელს იქნება მიღწეული.
პრეზიდენტმა ტრამპმა გამიზიარა პუტინთან საუბრის დეტალები და მთავარი საკითხები, რაც განიხილეს. პირველი ნაბიჯებიდან ერთ-ერთი შეიძლება იყოს ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტა. მე მხარი დავუჭირე ამ ნაბიჯს და უკრაინამ დაადასტურა, რომ მზად ვართ ამის შესასრულებლად. ჩვენმა გუნდებმა ეს ნაბიჯი ჯიდაში შეხვედრისას განიხილეს. ამერიკულმა მხარემ ასევე შემოგვთავაზა ცეცხლის უპირობო შეწყვეტა ფრონტის ხაზზე და უკრაინა ამ შეთავაზებასაც დათანხმდა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამის განსახორციელებლად. გვჯერა, მსგავსი ნაბიჯები საჭიროა, რომ ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში შეიქმნას შესაძლებლობა ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების შესაქმენლად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტი წერს, დონალდ ტრამპს გააცნო ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობა და რუსული დარტყმების შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„ვისაუბრეთ კურსკის რეგიონში არსებულ ვითარებაზე, შევეხეთ ტყვეების გათავისუფლებისა და რუსული ძალების მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხს. ასევე განვიხილეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მდგომარეობა და მისი გაძლიერების შესაძლებლობა სიცოცხლის დასაცავად. ჩვენ დავავალეთ ჩვენს გუნდებს ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის განხორციელებასა და გაფართოებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების გადაჭრა.
უკრაინული და ამერიკული გუნდები მზად არიან, უახლოეს დღეებში საუდის არაბეთში შეხვდნენ მშვიდობისკენ მიმართული ნაბიჯების კოორდინაციის გასაგრძელებლად. ჩვენ დავავალეთ ჩვენს მრჩევლებსა და წარმომადგენლებს, რაც შეიძლება სწრაფად განახორციელონ ეს სამუშაო. აღვნიშნეთ ჩვენი მრჩევლებისა და წარმომადგენლების – რუბიოს, უოლცის, კელოგის, ერმაკის, სიბიგას, უმეროვისა და პალისას პოზიტიური მუშაობა. შემდგომ შეხვედრებზე გუნდებს შეუძლიათ, შეთანხმდნენ ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიების მიმართულებით წინსვლის ყველა აუცილებელ ასპექტზე.
მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკელ ხალხს მათი მხარდაჭერისთვის. ხაზი გავუსვი, რომ უკრაინელებს სურთ მშვიდობა, ამიტომაც უკრაინა დათანხმდა ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შეთავაზებას. მე ხაზგასმით აღვნიშნე პრეზიდენტ ტრამპის კონცეფციის მნიშვნელობა მშვიდობის შესახებ ძალის მეშვეობით. შევთანხმდით, რომ შევინარჩუნებთ მუდმივ კონტაქტს, მათ შორის უმაღლეს დონეზე, ჩვენი გუნდების მეშვეობით“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
- Details
- By rusa
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 175 სამხედრო დაიბრუნა.
ზელენსკის ცნობით, გათავისუფლებულებს შორის არიან მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცები, რომლებსაც რუსეთი შეთხზული დანაშაულებისთვის დევნიდა.
"მადლობა ჩვენს გუნდს, რომელიც ჩართული იყო უკრაინელი პატიმრების ძებნასა და ამ მნიშვნელოვანი სამუშაოში. მადლობა იმ შედეგებისთვის, რომელიც იმედს იძლევა. და ჩვენ მადლობელი ვართ ყველა ჩვენი პარტნიორის, განსაკუთრებით არაბთა გაერთიანებული საამიროების, რომ დღევანდელი გაცვლა შესაძლებელი გახდა", - წერს ზელენსკი.
- Details
- By rusa
სერბეთის პარლამენტმა პრემიერმინისტრ მილოშ ვუჩევიჩს გადადგომის მოთხოვნა დაუკმაყოფილა.
მედიის ცნობით, პარლამენტმა 30-დღიანი ვადა დააწესა ახალი პრემიერის დანიშვნისა და მთავრობის ფორმირებისთვის, რათა თავიდან აიცილოს ვადამდელი არჩევნები.
ვუჩევიჩმა თანამდებობა იანვარში დატოვა, თუმცა მისი მოთხოვნა აქამდე დაკმაყოფილებული არ ყოფილა.
სერბეთში უკვე რამდენიმე თვეა, ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს. ბოლო განცხადებაში ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა თქვა, რომ ვადამდელ არჩევნებს ჩანიშნავს, თუ ამას ოპოზიცია მოითხოვს.
- Details
- By ani
საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე თურქული ლირა ახალ ანტირეკორდს ამყარებს - დღეს მეზობელი სახელმწიფოს ეროვნული ვალუტა უკიდურესად მკვეთრად გაუფასურდა და 1 ამერიკული დოლარის კურსმა 41 ლირას მიაღწია, რაც ერთ დღეში დაფიქსირებული 14%-იანი ცვლილებაა.
ერთწლიან პერიოდში ლირა თითქმის 28%-ითაა გაუფასურებული და ძირითად ვალუტებს შორის მას ყველაზე ცუდი შედეგი აქვს.
ლირის ბოლოდროინდელი გაუფასურება პირდაპირ კავშირშია სტამბოლის მერის დაკავებასთან, რაც ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობის რისკებს ზრდის და ამყარებს წარმოდგენას, რომ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მთავრობა ავტორიტარიზმისაკენ მიიწევს, ვინაიდან, დაკავებული ექრემ იმამოღლუ ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერია.
- Details
- By iaiaia
თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლის მერი დააკავეს. ეკრემ იმამოღლუ კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების თაობაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. გაჩხრიკეს მისი სახლიც.
არსებული ინფორმაციით, პროკურატურამ კიდევ 100-მდე ადამიანის, მათ შორის, ბიზნესმენებისა და ჟურნალისტების დაკავების ორდერები გასცა.
სტამბოლის გარშემო გზები დაკეტილია და მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში ქალაქში დემონსტრაციების ჩატარება აიკრძალა.
ცნობისთვის, იმამოღლუს გუშინ სტამბოლის უნივერსიტეტმა დიპლომი გაუუქმა.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 34 of 205