Featured Articles
"რადიო თავისუფლებამ" (RFE/RL) გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) და მის თანამდებობის პირებს, კერი ლეიკს და ვიქტორ მორალესს სასამართლოში უჩივლა, რათა დაბლოკონ რადიო თავისუფლების ფედერალური გრანტის შეწყვეტის მცდელობა.
საჩივრის თანახმად, "რადიო თავისუფლების" იმ თანხების დაბლოკვა, რომელიც კონგრესმა მისთვის გამოყო, არღვევს ფედერალურ კანონებს, მათ შორის აშშ-ის კონსტიტუციას, რომელიც კონგრესს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ფედერალურ ხარჯებზე. საქმე შეერთებული შტატების კოლუმბიის ოლქის სასამართლოში განიხილება.
"ახლა იმის დრო არაა, რომ ადგილი დავუთმოთ ამერიკის მოწინააღმდეგეთა პროპაგანდას და ცენზურას. ჩვენ გვჯერა, რომ კანონი ჩვენს მხარეზეა და მთელ მსოფლიოში დესპოტების მიერ ჩვენი აღსასრულის ზეიმი ნაადრევია", - თქვა რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ კაპუსმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ფედერალურ სააგენტოს არ დაევალება იმ საქმიანობის გაგრძელება, რომელიც განსაზღვრული არ არის. ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, USAGM-ის რესურსების შეზღუდვაზე, "ამერიკის ხმის" თანამშრომლები ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს, "რადიო თავისუფლებას" გრანტები შეუწყდა.
- Details
- By Sali
ტრამპის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივასთან დაკავშირებით, რუსულმა მხარემ აღნიშნა რიგი საკითხები, რომლებიც ეხება საბრძოლო ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის ეფექტური კონტროლის უზრუნველყოფას, ასევე უკრაინელების იძულებითი მობილიზაციისა და სამხედროების გადაიარაღების შეჩერებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.
„ასევე აღინიშნა სერიოზული რისკები, დაკავშირებული კიევის რეჟიმის შეთანხმების უუნარობასთან, რომელმაც უკვე არაერთხელ ჩაშალა და დაარღვია მიღწეული შეთანხმებები. ყურადღება გამახვილდა კურსკის ოლქის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინელი მებრძოლების მიერ ჩადენილ ბარბაროსულ ტერორისტული ხასიათის დანაშაულებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ლიდერებმა განიხილეს უკრაინაში არსებული სიტუაცია. ვლადიმერ პუტინმა მადლიერება გამოხატა დონალდ ტრამპის მიმართ საბრძოლო მოქმედებებისა და ადამიანური დანაკარგების შეწყვეტის კეთილშობილური მიზნის მიღწევისკენ სწრაფვისთვის. რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, საგულდაგულოდ შეისწავლოს მოგვარების შესაძლო გზები, რომელიც უნდა იყოს კომპლექსური, მდგრადი და გრძელვადიანი ხასიათის. და რა თქმა უნდა, გაითვალისწინოს კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის უპირობო აუცილებლობა და რუსეთის კანონიერი ინტერესები უსაფრთხოების სფეროში“, – ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.
კრემლის ცნობით, საუბრის დროს ხაზგასმით აღინიშნა, რომ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებისა და მისი პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარების მიზნით საკვანძო პირობა უნდა იყოს საგარეო სამხედრო დახმარებისა და კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრული შეწყვეტა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დონალდ ტრამპის ბოლო მოწოდებასთან დაკავშირებით, შეუნარჩუნონ სიცოცხლე კურსკის ოლქში ალყაში მყოფ უკრაინელ სამხედროებს, ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ რუსული მხარე მზადაა, იხელმძღვანელოს ჰუმანიტარული მოსაზრებებით და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების სიცოცხლისა და ღირსეული მოპყრობის გარანტიას აძლევს რუსეთის კანონებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. რუსული მხარის ცნობით, საუბრისას დონალდ ტრამპმა წამოაყენა წინადადება, რომ კონფლიქტის მხარეებმა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმებზე 30 დღით უარი თქვან. ვლადიმერ პუტინი ამ ინიციატივას დადებითად გამოეხმაურა და რუს სამხედროებს მაშინვე მისცა შესაბამისი ბრძანება. რუსეთის პრეზიდენტი ასევე კონსტრუქციულად გამოეხმაურა დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმულ იდეას შავი ზღვის აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოების შესახებ ცნობილი ინიციატივის განხორციელების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები ამგვარი შეთანხმების კონკრეტული დეტალების დამატებითი შემუშავებისთვის“, – აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.
კრემლის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა ასევე ამერიკელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია, რომ 19 მარტს რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის ტყვეების გაცვლა განხორციელდება – 175/175-ზე. კრემლის ცნობით, გარდა ამისა, კეთილი ნების ჟესტად, უკრაინულ მხარეს გადასცემენ რუსეთის სამედიცინო დაწესებულებებში სამკურნალოდ მყოფ 23 მძიმედ დაჭრილ უკრაინელ სამხედროს. კრემლის განცხადებით, ლიდერებმა დაადასტურეს თავიანთი განზრახვა, გააგრძელონ ძალისხმევა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების მისაღწევად ორმხრივ რეჟიმში, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის ზემოაღნიშნული წინადადებების გათვალისწინებით და ამ მიზნით იქმნება რუსული და ამერიკული ექსპერტთა ჯგუფები.
ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ასევე შეეხნენ საერთაშორისო დღის წესრიგის სხვა საკითხებს, მათ შორის ვითარებას ახლო აღმოსავლეთში და წითელი ზღვის რეგიონში. კრემლის ცნობით, ერთობლივი ძალისხმევა განხორციელდება კრიზისულ წერტილებში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის დასალაგებლად. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების ზოგადი ატმოსფეროს გაუმჯობესებას.
ამის ერთ-ერთ დადებით მაგალითად კრემლის განცხადებაში დასახელებულია გაერო-ში სოლიდარული კენჭისყრა უკრაინის კონფლიქტის შესახებ რეზოლუციაზე. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრის დროს ორმხრივი ინტერესი გამოითქვა ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით, მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე რუსეთისა და შეერთებული შტატების განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.
კრემლის ცნობით, ამ კონტექსტში განიხილებოდა სფეროების ფართო სპექტრი, რომლებშიც ორ ქვეყანას შეუძლია თანამშრომლობის დამყარება. განხილულ იქნა ეკონომიკასა და ენერგეტიკაში ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის პერსპექტივა. რუსული მხარის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა ვლადიმერ პუტინის იდეას, მოეწყო ჰოკეის მატჩები აშშ-სა და რუსეთში რუს და ამერიკელ მოთამაშეებს შორის. პრეზიდენტები შეთანხმდნენ, შეინარჩუნონ კონტაქტი ყველა წამოჭრილ საკითხზე.
- Details
- By iaiaia
თეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისაუბრეს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, "მშვიდობისკენ მოძრაობა" ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით დაიწყება.
"პრეზიდენტმა ტრამპმა და პრეზიდენტმა პუტინმა დღეს უკრაინაში მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს ხანგრძლივი მშვიდობით.
მათ ასევე ხაზი გაუსვეს აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების აუცილებლობას. სისხლი და საგანძური, რომელსაც უკრაინაც და რუსეთიც ამ ომში ხარჯავენ, უკეთესია, თავიანთი ხალხის საჭიროებებზე დახარჯონ.
ეს კონფლიქტი არასდროს უნდა დაწყებულიყო და დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო გულწრფელი და კეთილსინდისიერი სამშვიდობო ძალისხმევით.
ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ მოძრაობა ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით დაიწყება, ასევე, ტექნიკური მოლაპარაკებებით შავ ზღვაში ცეცხლის სრული შეწყვეტითა და მუდმივი მშვიდობით. ეს მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება ახლო აღმოსავლეთში.
ლიდერებმა ფართოდ ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთის შესახებ, როგორც პოტენციური თანამშრომლობის, ისე მომავალი კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად. მათ ასევე განიხილეს სტრატეგიული იარაღის გავრცელების შეჩერების აუცილებლობა... ორი ლიდერი იზიარებს მოსაზრებას, რომ ირანი არასოდეს უნდა იყოს იმ მდგომარეობაში, რომ გაანადგუროს ისრაელი.
ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობის მომავალს უდიდესი დადებითი მხარე აქვს. ეს მოიცავს უზარმაზარ ეკონომიკურ გარიგებებს და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას, როდესაც მშვიდობა მიიღწევა", - წერს თეთრი სახლი.
მანამდე გავრცელდა კრემლის განცხადება, რომ სატელეფონო საუბრისას, პუტინმა მხარი დაუჭირა ტრამპის იდეას, რუსეთისა და უკრაინის მიერ ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების ორმხრივი 30-დღიანი უარის თქმის შესახებ. მათივე თქმით, შესაბამისი ბრძანება პუტინმა რუს სამხედროებს უკვე მისცა.
- Details
- By iaiaia
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა. საუბარი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.
სატელეფონო საუბრის შესახებ ოფიციალური განცხადებები ჯერ არ გავრცელებულა.
ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი.
როგორც კირილ დიმიტრიევმა განაცხადა, პრეზიდენტ პუტინისა და პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით მსოფლიო დღეს ბევრად უფრო უსაფრთხო ადგილად იქცა.
- Details
- By iaiaia
ინდონეზიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 5,5 მაგნიტუდა შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიურმა ცენტრმა (EMSC) გაავრცელა.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 52 კმ სიღრმეზე მდებარეობდა. არსებული მონაცემებით, ეპიცენტრი ქალაქ პემატანგსიანტარიდან 102 კილომეტრში მდებარეობდა, რომლის მოსახლეობაც 209 000 ადამიანს შეადგენს.
მსხვერპლის, დაღუპულის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
- Details
- By iaiaia
More Articles …
- საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა - აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელ ივლისამდე არ გაიხსნება
- ტრამპი პუტინთან საუბრის წინ აცხადებს, რომ „ბევრი ელემენტი შეთანხმებულია“
- ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს „რადიო თავისუფლების“ შესყიდვას სთავაზობს
- "საბოლოო შეთანხმების ბევრი ელემენტი შეთანხმებულია. ველი სატელეფონო საუბარს პუტინთან" - ტრამპი
Page 35 of 205