Featured Articles
აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა განკარგულებას ხელი მოაწერა. ახალი განკარგულებით, სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 1 ივლისამდე შენარჩუნდება, შესაბამისად ამ დრომდე იქნება ჩაკეტილი ქვეყნის სახმელეთო საზღვარი.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 წლის გაზაფხულიდან არის დაკეტილი. ბაქო აცხადებს, რომ კორონავირუსული პანდემიის გამო შემოღებულ საკარანტინო რეჟიმს გააგრძელებს მანამ, სანამ საჭირო იქნება.
უნდა აღნიშნოს, რომ აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აპრილიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტით სამგზავრო მატარებელს უნდა განეახლებინა მოძრაობა.
როგორც აზერბაიჯანის რკინიგზის პრესსამსახური აღნიშნავდნენ, საერთაშორისო სამგზავრო ტრანსპორტირება ამჟამად აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრების დახურვის გამო იყო შეჩერებული. შესაბამისად, მატარებლის გადაადგილებაც 1-ელ ივლისამდე ვერ აღდგება.
- Details
- By iaiaia
დღეს, 18 მარტს, გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარი.
საუბრის წინ, 17 მარტს, ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ პუტინთან ილაპარაკებს უკრაინაში ომის შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, „საბოლოო შეთანხმების ბევრი ელემენტი შეთანხმებულია“, მაგრამ ბევრიც რჩება.
დონალდ ტრამპის განცხადებით, იღუპებიან ათასობით ახალგაზრდა ჯარისკაცი და სხვები, ყოველკვირეულად ორივე მხარე კარგავს 2500 ჯარისკაცს და ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ტრამპი წერს, რომ პუტინთან სატელეფონო საუბარს მოუთმენლად ელოდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს 16 მარტს აცნობა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან სამშაბათს, 18 მარტს, გეგმავს სატელეფონო საუბარს, მათ შორის ტერიტორიებსა და ელექტროსადგურებზე.
17 მარტს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი 18 მარტს შედგება და მთავარი თემა უკრაინა იქნება.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი" ხაზს უსვამს, რომ ტრამპის და პუტინის საუბარი გაიმართება „რუსეთთან ყირიმის შეერთების წლისთავზე". 2014 წლის 18 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა და ყირიმის და სევასტოპოლის ე.წ. მმართველებმა ხელი მოაწერეს რუსეთის შემადგენლობაში მათი შესვლის „შეთანხმებას".
ამერიკული გამოცემა Semafor-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში ომის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილად განიხილავს რუსეთის ტერიტორიად ყირიმის აღიარების შესაძლებლობას. წყაროთა თანახმად, განიხილება გაეროსადმი ანალოგიური მოწოდების შესაძლებლობაც, თუმცა ყირიმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა 12 თებერვალსაც. ამ საუბრიდან დაახლოებით ერთ კვირაში, 18 თებერვალს, საუდის არაბეთში გაიმართა აშშ-ის და რუსეთის მაღალჩინოსნების შეხვედრა.
11 მარტს საუდის არაბეთში გაიმართა აშშ-უკრაინის მოლაპარაკებაც, რომლის შედეგად კიევი დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ.
ამ შეხვედრიდან გასული ერთი კვირის განმავლობაში რუსეთს ცეცხლის შეწყვეტაზე ცალსახა თანხმობა არ დაუდასტურებია.
გასულ კვირაში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი სატელეფონო საუბარი გამართა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.
რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
უკრაინა აცხადებს, რომ თავის ტერიტორიებზე უარს არ იტყვის და მოითხოვს უსაფრთხოების მყარ, საერთაშორისო გარანტიებს.
- Details
- By Sali
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვედრაზე შესთავაზა, განიხილონ „რადიო თავისუფლების“ მხარდაჭერის სხვადასხვა გზა, მათ შორის, „რადიო თავისუფლების“ შესყიდვა.
ლიპავსკის თქმით, მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე წამოჭრა „რადიო თავისუფლების“ საკითხი, რათა გაერკვია, „ხედავენ თუ არა პარტნიორები ღირებულებას მისი საქმიანობის გაგრძელებაში“.
„თუ ჩვენ „რადიო თავისუფლებში“ ღირებულებას ვხედავთ და, რა თქმა უნდა, ვხედავთ, მაშინ აქვს აზრი, განვიხილოთ მისი მომავლის უზრუნველყოფის გზები, მათ შორის მისი შესყიდვის შესაძლებლობა“, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მანამდე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, კაია კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ აქვს შესაძლებლობა, ავტომატურად აიღოს თავის თავზე „რადიო თავისუფლების“ დაფინანსება, მაგრამ უნდა შეისწავლოს სიტუაცია და გაიგოს, რა გზით შეუძლია დაეხმაროს პროექტს.
- Details
- By iaiaia
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მტკიცებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ საბოლოო შეთანხმების ბევრი ელემენტი შეთანხმებულია.
ამასთან, ის დასძენს, რომ კიდევ ბევრი საკითხი შესათანხმებელი რჩება.
"საბოლოო შეთანხმების ბევრი ელემენტი შეთანხმებულია, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ათასობით ახალგაზრდა ჯარისკაცი და სხვა ადამიანი იღუპება. ყოველ კვირას ორივე მხრიდან 2 500 ჯარისკაცის სიკვდილი მოაქვს და ის ახლავე უნდა დასრულდეს. მოუთმენლად ველი სატელეფონო საუბარს პრეზიდენტ პუტინთან", - დაწერა ტრამპა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ში.
- Details
- By iaiaia
ევროპულმა საბჭომ უკრაინის დახმარებისთვის 3.5 მილიარდი ევროს ღირებულების ახალი ტრანში დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.
"უკრაინა მალე მიიღებს დაახლოებით 3.5 მილიარდ ევროს მას შემდეგ, რაც საბჭომ Ukraine Facility-ის ფარგლებში, უკრაინისთვის დაამტკიცა გადაუხდელი გრანტებისა და სესხების სახით მესამე ტრანში. მექანიზმის მთავარი მიზანია უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობისა და აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდაჭერა. ამ მესამე გაცემით უკრაინას ჯამში მიღებული ექნება დაახლოებით 20 მილიარდი ევრო უკრაინის მექანიზმის ფარგლებში მისი ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ," - აღნიშნულია განცხადებაში.
საბჭო აღნიშნავს, რომ უკრაინამ დააკმაყოფილა უკრაინის გეგმით გათვალისწინებული აუცილებელი პირობები, რათა მიეღო მესამე ტრანში Ukraine Facility-დან.
"უკრაინამ წარმატებით აჩვენა, რომ განხორციელდა 13 განსხვავებული ნაბიჯი. ეს მოიცავს, მათ შორის, რეფორმების გატარებას განახლებადი ენერგიის გამოყენების გაზრდის მიზნით; ენერგიის რეგულატორის ავტონომიის გაზრდას; საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივებას, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად; სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის მიღებას (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებიდან ნაღმების ამოღება); და განაგრძობს მუშაობას მისი სტრატეგიული და კრიტიკული ნედლეულის ჩამონათვალზე,"- წერია ევროპული საბჭოს განცხადებაში.
- Details
- By Sali
More Articles …
- რუსეთის ნდობა არ შეიძლება, ისინი გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას - კაია კალასი
- პარიზში ემანუელ მაკრონისა და მარკ კარნის შეხვედრა გაიმართა
- "გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, 2025 წელს უკრაინის დახმარება €3 მილიარდით გაზარდოს" - ბერბოკი
- ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 3,5 მილიარდამდე ევროს მორიგი ტრანში დაამტკიცა
Page 36 of 205