Featured Articles
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კაია კალასი ამბობს, რომ რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან არ მიდის. კითხვაზე, როგორ ჩაერთვება ევროკავშირი უკრაინის ომზე მიმდინარე მოლაპარაკებებში, კალასი ამბობს, რომ ბლოკი „სხვადასხვა თანამოსაუბრეებთან განიხილავს საკითხებს“.
სამშვიდობო მოლაპარაკებების კომენტირებისას მან თქვა, რომ მოლაპარაკების მაგიდა ჯერჯერობით არ არის, რადგან რუსეთი არ მიდის მოლაპარაკების მაგიდასთან.
„მაგიდის ირგვლივ გაგება ასეთია, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. ისინი გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას იმისთვის, რომ წამოაყენონ ყველა სახის მოთხოვნა“, – განაცხადა კალასმა.
- Details
- By iaiaia
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კანადის ახალ პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის პარიზში შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნისას ეს მარკ კარნის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ.
როგორც მაკრონთან შეხვედრისას კანადის პრემიერმა აღნიშნა, კანადისთვის, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია საფრანგეთის მსგავს საიმედო მოკავშირეებთან ურთიერთობების გაძლიერება.
„ორივე მხარს ვუჭერთ სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, რაც გამოიხატება თქვენი ხელმძღვანელობით უკრაინისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერაში. დღეს, როდესაც ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში ეს პრინციპი უარყოფილია სულ უფრო მეტი მთავრობის მიერ, კანადისთვის, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია საფრანგეთის მსგავს საიმედო მოკავშირეებთან ურთიერთობების გაძლიერება“, – განაცხადა მარკ კარნიმ.
თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საერთაშორისო წესების დაცვით ვაჭრობა უფრო ეფექტიანი ინსტრუმენტია კეთილდღეობისთვის, ვიდრე ტარიფები.
„ვფიქრობ, ჩვენ ორივეს გვჯერა, რომ სამართლიანი ვაჭრობა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო წესებს, კარგია ყველას კეთილდღეობისთვის. რა თქმა უნდა, უფრო ეფექტურია, ვიდრე ტარიფები, რაც ქმნის ინფლაციას და აზიანებს წარმოების ჯაჭვებს, ჩვენი ეკონომიკის ინტეგრაციას“, – განაცხადა მაკრონმა.
დღეს მოგვიანებით მარკ კარნი პარიზიდან ლონდონში გაემგზავრება.
საფრანგეთში ემანუელ მაკრონისა და მარკ კარნის შეხვედრა კანადისა და ევროკავშირის აშშ-თან დაძაბული სავაჭრო ურთიერთობების ფონზე გაიმართა.
- Details
- By ani
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, 2025 წელს უკრაინის დახმარება 3 მილიარდი ევროთი გაზარდოს. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
"მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის ძირითადი კანონით გათვალისწინებული ინვესტიციების გარდა, ჩვენ საბოლოოდ გამოვყოფთ კიდევ 3 მილიარდ ევროს უკრაინის მხარდასაჭერად 2025 წელს. ეს ნიშნავს, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის 7 მილიარდი ევროს მიწოდებას, როგორც ეს გასულ წელს გააკეთა," - განაცხადა მან.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამშაბათს, 18 მარტს, გერმანიის კონსტიტუციაში განხორციელდება ცვლილება, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად გაზარდოს ვალის მოცულობა თავდაცვის დასაფინანსებლად და "უკრაინას უფრო მეტ მხარდაჭერას გაუწევს".
"ეს არის ძლიერი სიგნალი იმისა, რომ გერმანია სერიოზულად ეკიდება საკუთარ უსაფრთხოებას, უკრაინის და ევროპის უსაფრთხოებას... ჩვენი წვლილი ევროპულ მშვიდობაში, რომელსაც ხვალ გერმანიის ბუნდესტაგში ისტორიული გადაწყვეტილებით გამოვაქვეყნებთ, არის ის, რაც აქამდე არასდროს გაკეთებულა, ასეთი მასშტაბით," - აღნიშნა ბაერბოკმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში საპარლამენტო არჩევნებამდეც განიხილებოდა უკრაინისთვის 3 მილიარდი ევროს გამოყოფის შესაძლებლობა. თუმცა, ამის შემდეგ კანცლერმა ოლაფ შოლცმა ეს საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღო.
- Details
- By rusa
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 3,5 მილიარდამდე ევროს ოდენობის მორიგი ტრანშის გამოყოფა დაამტკიცა.
აღნიშნულ თანხას უკრაინა გრანტებისა და სესხების სახით ევროკავშირის „უკრაინის ფონდიდან“ მიიღებს. ევროკავშირის საბჭოს ცნობით, აღნიშნული მექანიზმის მიზანია უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობის, აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდაჭერა.
მესამე ტრანშის გათვალისწინებით, ბოლო ერთ წელში აღნიშნული ფონდიდან გამოყოფილი დახმარების საერთო რაოდენობა 20 მილიარდ ევროს მიაღწევს.
საბჭოს განცხადებით, დღეს საბჭომ დაასკვნა, რომ უკრაინამ მესამე ტრანშის მისაღებად დააკმაყოფილა ყველა აუცილებელი პირობა, რომელიც გათვალისწინებულია უკრაინის გეგმაში.
ასევე, ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, უკრაინამ აჩვენა, რომ მან გადადგა 13 ნაბიჯი, მათ შორის განახლებადი ენერგიის გამოყენების ზრდასთან, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად საზღვრის კვეთის პროცედურის გამარტივებასთან, სოფლის მეურნეობის სტრატეგიის მიღებასთან დაკავშირებით, ასევე სტრატეგიული და კრიტიკული ნედლეულის სიის შემუშავების გაგრძელებით.
- Details
- By rusa
ვლადიმერ პუტინის პირადი ექიმი, ლეონიდე ბოკერია, ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად, რამდენიმე დღეა საქართველოში იმყოფება - ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს და წერს, რომ ორი დღის განმავლობაში დელეგაცია ფოთში იმყოფებოდა, გუშინ საღამოს კი შეკვეთილში, სასტუმრო “პარაგრაფში” გადაინაცვლეს.
ჟურნალისტების ჯგუფში არიან "ისტანკინოს”, “ნტვ” -სა და ტვ “რასიას” გადამღები ჯგუფები. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვისი მიწვევით იმყოფება რუსების დელეგაცია საქართველოში. არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტები გადაღებებს აწარმოებენ, თავად ლეონიდე ბოკერია კი დახურულ შეხვედრებს მართავს.
- Details
- By Sali
More Articles …
- ტრამპსა და პუტინს შორის საუბარი შესაძლოა მომავალ კვირაში გაიმართოს
- რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტო უკრაინაში სამშვიდობო კონტინგენტის განთავსებაზე-მაკრონი
- 83 წლის შემდეგ პირველად, „ამერიკის ხმა“ დაადუმეს - თეთრი სახლის განმარტება
- ტრამპის მიმართვის პასუხად, პუტინი კურსკში უკრაინელ სამხედროებს მოუწოდებს, ტყვედ ჩაბარდნენ
Page 37 of 205