Featured Articles
კრემლმა გამოაქვეყნა აშშ-სთან შეთანხმებული, რუსეთსა და უკრაინაში არსებული ობიექტების სია, რომლებზეც მორატორიუმი გამოცხადდა და ცეცხლის დროებითი შეწყვეტის ფარგლებში თავდასხმა არ უნდა განხორციელდეს.
სიაში შედის:
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები;
ნავთობისა და გაზის მილსადენები და საწყობები, სატუმბი სადგურების ჩათვლით;
ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ელექტროსადგურები,
ქვესადგურები, ტრანსფორმატორები და გამანაწილებელი ბლოკები;
ატომური ელექტროსადგურები;
ჰიდრო-ელექტრო კაშხლის ნაგებობები.
როგორც კრემლის განცხადებაშია ნათქვამი, დროებითი მორატორიუმი "მოქმედია 30 დღით, 2025 წლის 18 მარტიდან" და შეიძლება გაგრძელდეს, თუ ორივე მხარე შეთანხმდება.
"თუ რომელიმე მხარე დაარღვევს მორატორიუმს, მეორე მხარეს უფლება აქვს ჩათვალოს, რომ შეთანხმების შესრულების ვალდებულება არ აქვს", - ამბობენ რუსი ოფიციალური პირები.
შეგახსენებთ, საუდის არაბეთში 23-25 მარტს გამართული მოლაპარაკებების შესახებ თეთრმა სახლმა გუშინ 2 განცხადება გაავრცელა, რომელშიც რუსულ და უკრაინულ მხარეებთან მიღწეულ შეთანხმებებზე იყო საუბარი. ვაშინგტონის ცნობით, ორივე მხარე დათანხმდა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტასა და უსაფრთხო უსაფრთხო ნავიგაციას, ასევე ენერგოობიექტებზე დარტყმების აკრძალვას 30 დღის განმავლობაში.
თუმცა, რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ გემების უსაფრთხო გადაადგილების შესახებ პუნქტი მხოლოდ მას შემდეგ შევა ძალაში, რაც ზოგიერთი ანტირუსული სანქცია მოიხსნება.
- Details
- By Sali
სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სამხრეთ კორეის სხვადასხვა რეგიონიდან 23 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ამ დროისთვის უკვე 17 000 ჰექტარია დამწვარი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათასობით მეხანძრე და დაახლოებით 5 000 სამხედრო პერსონალი მუშაობს.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ძლიერი ქარი სალიკვიდაციო სამუშაოებს ხელს უშლის.
- Details
- By Sali
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მტკიცებით, რუსეთს ომის დასრულება უნდა, თუმცა ამავდროულად არ გამორიცხავს, რომ მოსკოვი "დროს აჭიანურებს".
Newsmax-ის ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ფიქრობს, რომ კრემლი დროს წელავს, ტრამპმა უპასუხა, რომ მისი აზრით, "რუსეთს სურს დასასრულის ნახვა".
"თუმცა, შეიძლება ისიც იყოს, რომ დროს წელავენ", - თქვა მან.
შეგახსენებთ, საუდის არაბეთში 23-25 მარტს გამართული მოლაპარაკებების შესახებ თეთრმა სახლმა გუშინ 2 განცხადება გაავრცელა, რომელშიც რუსულ და უკრაინულ მხარეებთან მიღწეულ შეთანხმებებზე იყო საუბარი. ვაშინგტონის ცნობით, ორივე მხარე დათანხმდა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტასა და უსაფრთხო უსაფრთხო ნავიგაციას, ასევე ენერგოობიექტებზე დარტყმების აკრძალვას 30 დღის განმავლობაში.
თუმცა, რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ გემების უსაფრთხო გადაადგილების შესახებ პუნქტი მხოლოდ მას შემდეგ შევა ძალაში, რაც ზოგიერთი ანტირუსული სანქცია მოიხსნება.
- Details
- By Sali
გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კანცლერი ოლაფ შოლცი და 14 მინისტრი თანამდებობიდან ოფიციალურად გაათავისუფლა.
შტაინმაიერმა შოლცსა და მის მინისტთა კაბინეტს მადლობა გადაუხადა, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შემოჭრის საპასუხოდ გაწეული სამუშაოსთვის.
გერმანიის კანონმდებლობის თანახმად, ახალი ბუნდესტაგის შეკრებისთანავე კანცლერის უფლებამოსილება წყდება. ამის მიუხედავად, შოლცს დროებით საგარეო საქმეთა მართვა მოეთხოვა, ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე.
დროებითი მთავრობა ვერ მიიღებს რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გადაწყვეტილება უკიდურესად აუცილებლად ჩაითვლება.
როდის ჩამოყალიბდება ახალი მთავრობა ჯერ ცნობილი არ არის. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი ფრიდრიხ მერცი თუ დაიცავს გეგმას, კოალიციური მოლაპარაკებები შესაძლოა, აღდგომამდე დასრულდეს.
ცნობისთვის, გერმანიაში 23 თებერვალს ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ყველაზე მეტი ხმა ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულმა ბლოკმა „ქრისტიან-დემოკრატიულ, ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა“ მიიღო.
- Details
- By iaiaia
თეთრი სახლი საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც უკრაინასთან მიღწეულ შეთანხმებებზეა საუბარი.
განცხადებაში ნათქვამია რომ "შტატები და უკრაინა შეთანხმდნენ, უზრუნველყონ უსაფრთხო ნავიგაცია, აღმოფხვრან ძალის გამოყენება და თავიდან აიცილონ სავაჭრო გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება შავ ზღვაში".
გარდა ამისა:
"შეერთებული შტატები და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ შტატები რჩება ერთგული, დაეხმაროს სამხედრო ტყვეების გაცვლაში, სამოქალაქო ტყვეების გათავისუფლებასა და იძულებით გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში.
შეერთებულმა შტატები და უკრაინა შეთანხმდნენ, შეიმუშაონ ზომები პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ ზელენსკის შეთანხმების შესასრულებლად რუსეთისა და უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების აკრძალვის შესახებ.
შეერთებული შტატები და უკრაინა მიესალმებიან მესამე ქვეყნების კეთილგანწყობას ენერგეტიკისა და საზღვაო ხელშეკრულებების განხორციელების მხარდაჭერის მიზნით.
შეერთებული შტატები და უკრაინა გააგრძელებენ მუშაობას გრძელვადიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.
შეერთებულმა შტატებმა ორივე მხარეს დაუდასტურა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპერატიულობა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ორივე მხარეს მკვლელობები უნდა შეწყდეს, როგორც აუცილებელი ნაბიჯი გრძელვადიანი სამშვიდობო მოგვარებისკენ. ამ მიზნით, შეერთებული შტატები გააგრძელებს მოლაპარაკებების ხელშეწყობას ორივე მხარეს შორის." - აცხადებს თეთრი სახლი.
შეგახსენებთ, აშშ-უკრაინისა და აშშ-რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები საუდის არაბეთის დედაქალაქში 23-25 მარტს გაიმართა.
- Details
- By iaiaia
More Articles …
Page 38 of 217