Featured Articles
ბელგრადის ცენტრის ქუჩებში გამოსული ათი ათასობით მოქალაქის საპროტესტო აქციის შემდეგ, რომელიც 15 მარტს სტუდენტების ხელმძღვანელობით გაიმართა, სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი აღიარებს ქვეყნის ხელისუფლებისკენ მიმართულ „დიდი რაოდენობით ნეგატიურ ენერგიასა და სიბრაზეს“ და ამბობს:
„როცა ამდენი ხალხი იკრიბება, ხელისუფლებაში მყოფმა თითოეულმა ადამიანმა უნდა მიიღოს მესიჯი. ჩვენ უნდა შევცვალოთ საკუთარი თავები“, - ამის შესახებ მან 15 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა მას შემდეგ, რაც ბელგრადის ქუჩებში ათი ათასობით ადამიანი გავიდა საპროტესტო აქციაზე.
ვუჩიჩის განცხადებით, ქუჩაში გამოსული ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 88 ათასიდან 107 ათასამდე იყო.
თუმცა, ორგანიზაცია „საზოგადოებრივი შეკრებების არქივის“ ინფორმაციით, რომელიც საპროტესტო აქციებზე შეკრებილი ხალხის რაოდენობას ითვლის, ბელგრადის ქუჩებში გამოსული ხალხის რაოდენობამ 275 ათასიდან 325 ათას ადამიანამდე შეადგინა.
დემონსტრანტებს 15 მარტს ეჭირათ დროშები და პლაკატები, ისინი რამდენიმე ადგილას შეჩერდნენ და ბოლოს პარლამენტის შენობის წინ მოიყარეს თავი.
დემონსტრანტები მოითხოვენ სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის მთავრობის ანგარიშვალდებულების დაყენებას გასული წლის ნოემბერში ნოვი-სადში მომხდარ ტრაგედიაზე, როცა რკინიგზის სადგურთან ბეტონის საფარის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.
უბედური შემთხვევის შემდეგ დაწყებული სტუდენტური აქციები გადაიზარდა უფრო ფართო მოძრაობაში, რომელიც აკრიტიკებს ვუჩიჩის პირობებში კანონის უზენაესობის სისუსტეს და სისტემურ კორუფციას.
ვუჩიჩი 2017 წლიდანაა პრეზიდენტი, მანამდე ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
- Details
- By Sali
გამოცემები The Hill და Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ამერიკის ხმის ჟურნალისტები ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) რესურსები და საქმიანობა შეზღუდა.
ჯერჯერობით შვებულებაში გაშვებული დასაქმებულების რაოდენობა უცნობია, თუმცა The Hill-თან საუბრისას ერთ-ერთმა წყარომ თქვა, რომ შვებულებაში VOA-ს თანამშრომლების "უმეტესობა" გაუშვეს.
მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, VOA-ს თანამშრომლებს სამუშაო შენობებში შესვლა აეკრძალათ HR-ის აღმასრულებელი დირექტორის ნებართვის ან ზედამხედველების წინასწარი ნებართვის გარეშე
- Details
- By Sali
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სამხედროებს დაავალა იერიში მიიტანონ იემენელი მეამბოხეების, ჰუსიტების პოზიციებზე, რომლებიც აკონტროლებენ ჩრდილოეთ იემენის დიდ ნაწილს. მიმდინარე წლის დასაწყისში, ჰუსიტების მოძრაობა თეთრმა სახლმა ტერორისტულ ორგანიზაციად სცნო.
„ჩვენი მამაცი პოლოტები სწორედ ახლა ახორციელებენ შეტევას ტერიროსტების ბაზების, მათი ლიდერებისა და საჰაერო თავდაცვის მიმართულებით, რათა დავიცვათ ჩვენი გემები, ჩვენი საჰაერო აქტივები, ფლოტი და აღვადგინოთ სანაოსნო თავისუფლება“, - ნათქვანია ტრამპის განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში Truth გამოაქვეყნა.
ჰუსიტების წინააღმდეგ ოპერაცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც მოძრაობამ განაცხადა, რომ განაახლებს შეტევებს ისრაელის გემების მიმართულებით, რომლებიც იემენის წყლების ახლოს გადიან. მოძრაობის განცხადებით, ეს არის მათი პასუხი ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ბლოკადაზე.
შაბათს საღამოს ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი სახელმწიფოს მაღალჩინოსნებმა ინფორმაცია გაავრცელეს ამერიკელი სამხედროების დარტყმების შედეგად 9 მოკლულისა და 9 დაჭრილის შესახებ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო AP იტყობინება. ჰუსიტები საპასუხო დარტყმების განხორციელებას აანონსებენ.
ღაზაში ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული) წინააღმდეგ ისრაელის მიერ ომის დაწყების შემდეგ, ჰუსიტები პალესტინელების მიმართ სოლიდარობის ნიშნად რაკეტებს ისვრიან ისრაელის მიმართულებით და თავს ესხმიან მათ შორის სატრანსპორტო გემებს.
ჰუსიტებს ზურგს უმაგრებს და ეხმარება ირანი.
- Details
- By Sali
ამერიკის შეერთებულ შტატებს თავს დამანგრეველი ტორნადოები და ქარიშხალი დაატყდა. სტიქიის შედეგად რამდენიმე შტატია დაზარალებული.
NBC News-ის ცნობით, მისურის, არკანზასის, ტეხასისა და ოკლაჰომას შტატებში უამინდობა მძვინვარებდა. სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. უამრავი შენობა ნანგრევებად იქცა.
მწყობრიდან გამოსულია ელექტრომომარაგების სისტემები. ელექტროენერგიის გარეშეა ასობით ათასი მომხმარებელი. გარდა ამისა, გაჩნდა ტყის 100-ზე მეტი ხანძარი.
- Details
- By Sali
ჰერსონში რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ხუთი კი დაიჭრა, მათ შორის ერთი ქალის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დაშავებულებს შორის არიან 19 ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება და 14 წლის მოზარდი.
ექიმები აგრძელებენ დაშავებულთათვის დახმარების აღმოჩენას.
რუსეთის არმიამ ჰერსონზე ერთი დღის განმავლობაში მართვადი საავიაციო ბომბებით შეტევა ორჯერ განახორციელა, რამაც ნგრევა და ხანძრები გამოიწვია. დაზიანებულია სახლები, ავტოტრანსპორტი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
- Details
- By rusa
More Articles …
- უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დამატებითი დეტალები შესაძლოა ორშაბათს გახდეს ცნობილი - ტრამპი
- რუსეთმა ახლა უნდა მიიღოს აშშ-უკრაინის წინადადება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ - მაკრონი
- კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გახდა
- მსოფლიო ხედავს, როგორ აყენებს რუსეთი შეგნებულად ისეთ პირობებს, რომელიც მხოლოდ ართულებს და აჭიანურებს სამშვიდობო პროცესს - ზელენსკი
Page 39 of 205