Featured Articles
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დამატებითი დეტალები შესაძლოა ორშაბათს გახდეს ცნობილი.
მისი თქმით, ვითარება კვლავ რთულია, მაგრამ უკრაინასა და რუსეთთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.
„მოგეხსენებათ, უკრაინულ მხარესთან გვაქვს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ვცდილობთ იგივე შეთანხმებას მივაღწიოთ რუსეთთან. და ვფიქრობ, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ორშაბათს ცოტა მეტს გავიგებთ და იმედია ეს კარგი ამბავი იქნება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
- Details
- By rusa
რუსეთმა ახლა უნდა მიიღოს აშშ-უკრაინის წინადადება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
„რუსეთმა ახლა უნდა მიიღოს აშშ-უკრაინის წინადადება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უკრაინაში რუსული აგრესია უნდა დასრულდეს. სისასტიკე უნდა შეწყდეს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
- Details
- By rusa
კანადის ახალი პრემიერმინისტრი მარკ კარნი გახდა. დღეს, ჯასტინ ტრუდო ოფიციალურად გადადგა დაკავებული პოსტიდან.
კარნიმ ფიცი ტრადიციულად ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. პრემიერმინისტრის რანგში მარკ კარნი პირველი ოფიციალური ვიზიტით თავდაპირველად დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს ეწვევა.
შეგახსენებთ, მარკ კარნი კანადის მმართველი ლიბერალური პარტიის თავმჯდომარედ 9 მარტს აირჩიეს.
- Details
- By rusa
მსოფლიო ხედავს, როგორ აყენებს რუსეთი შეგნებულად ისეთ პირობებს, რომელიც მხოლოდ ართულებს და აჭიანურებს სამშვიდობო პროცესს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ტყვეთა გაცვლა და უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა პირველი სწრაფი ნაბიჯებია, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვნად დააახლოონ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. უკრაინა მზად არის, გადადგას ეს ნაბიჯები, რადგან უკრაინელ ხალხს მშვიდობა ყველაზე მეტად სურს. მსოფლიო ხედავს, თუ როგორ აყენებს რუსეთი შეგნებულად ისეთ პირობებს, რომელიც მხოლოდ ართულებს და აჭიანურებს პროცესს, რადგან რუსეთი ერთადერთი მხარეა, რომელსაც სურს ომის გაგრძელება და დიპლომატიის ჩამოშლა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
- Details
- By rusa
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტელეფონით რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.
„გუშინ ჩვენ კარგი და პროდუქტიული მოლაპარაკებები გვქონდა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. არსებობს ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ ეს საშინელი, სისხლისმღვრელი ომი ბოლოსდაბოლოს დასრულდეს, თუმცა ახლა ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი სრულ ალყაშია მოქცეული და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მე მკაფიოდ ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს შეუნარჩუნოს მათ სიცოცხლე. ეს იქნება საშინელი სასაკლაო, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ღმერთმა დალოცოს ყველა“, - დაწერა ტრამპმა.
- Details
- By rusa
More Articles …
- EU აძლიერებს ზეწოლას რუსეთზე და ახანგრძლივებს სანქციებს 2 400-მდე ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციაზე - ლაიენი
- კრემლი ადასტურებს, რომ პუტინსა და ტრამპის წარმომადგენელს შორის შეხვედრა შედგა
- უკრაინამ დაიწყო ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის მეთვალყურეობის ჯგუფის შექმნა
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკრაინა დამნაშავედ ცნო 2014 წელს ოდესაში ხანძრის საქმეში
Page 40 of 205