Featured Articles
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო, 2 400-მდე ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უხანგრძლივებს:
"ევროკავშირი აძლიერებს ზეწოლას რუსეთზე.
ჩვენ ვაგრძელებთ სანქციებს 2 400-მდე ფიზიკურ პირზე და ორგანიზაციაზე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო, მათ შორის:
- მოგზაურობის აკრძალვა;
- აქტივების გაყინვა;
- დაფინანსების/რესურსების აკრძალვა.
ჩვენი გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, გადამწყვეტია," - წერს ლაიენი.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ელჩები, უნგრეთის დათანხმების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
- Details
- By iaiaia
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი კრემლში ხუთშაბათს, გვიან საღამოს მიიღოს - ამის შესახებ ინფორმაციას პუტინის პრესსპიკერი დმიტირი პესკოვი ავრცელებს.
„რუსულ მხარეს მიეწოდა დამატებითი ინფორმაცია. უიტკოფის მეშვეობით პუტინმა ინფორმაცია და დამატებითი სიგნალები გაუგზავნა ტრამპს“, - თქვა პესკოვმა.
ამ დრომდე არ იყო ცნობილი, შეხვდა თუ არა პუტინი ტრამპის წარმომადგენელს. რუსულმა მედიამ ღამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მოსკოვი დატოვა.
შეხვედრა რომ შედგა, ეს დაადასტურა პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა. თუმცა, ვისთან გაიმართა მოლაპარაკებები უოლცს ამის შესახებ არაფერი უთქვამს.
- Details
- By Sali
Reuters-ი იტყობინება, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრი სიბიჰას თანახმად, უკრაინამ დაიწყო შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის მეთვალყურეობის ჯგუფის შექმნა.
„უკვე დავიწყეთ სახელმწიფო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც შეიმუშავებს შესაბამის პროცედურებს შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის სათანადო მეთვალყურეობისთვის“, - თქვა სიბიჰამ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზეოლენსკიმ განაცხადა, რომ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე უარს ამზადებს:
„ის, ფაქტობრივად, უარს ამზადებს. პუტინს, რა თქმა უნდა ეშინია პრეზიდენტ ტრამპისთვის პირდაპირ იმის თქმა, რომ ამ ომის გაგრძელება და უკრაინელების ხოცვა სურს", - ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.
- Details
- By Sali
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECtHR) დაადგინა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ არ მიიღო აუცილებელი ზომები 2014 წლის 2 მაისს ოდესაში მომხდარი არეულობისას რეგიონული პროფკავშირების საბჭოს შენობაში ხანძრის დროს არეულობის თავიდან ასაცილებლად და ხალხის გადასარჩენად.
სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა, რომელიც იცავს სიცოცხლის უფლებას. გადაწყვეტილება ECtHR-ის ვებგვერდზე 13 მარტს გამოქვეყნდა.
გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, უკრაინის ხელისუფლებას არ მიუღია შესაბამისი ზომები ძალადობის თავიდან ასაცილებლად, მისი ოპერატიულად აღკვეთისა და დაზარალებულებისთვის დროული დახმარების აღმოსაჩენად. ECtHR-მა ასევე მიუთითა, რომ ტრაგედიის გამოძიება სათანადოდ არ ჩატარებულა.
კონფლიქტი ერთიანი უკრაინის მომხრეებსა და პრორუსულ ძალებს შორის ქუჩის შეტაკებით დაიწყო ყირიმის ანექსიის და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. შეტაკებამ საბოლოოდ გამოიწვია პროფკავშირების სახლის დაწვა. ამ შენობას "ანტი-მაიდანის" მონაწილეები აფარებდნენ თავს.
ხანძრის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დახვრიტეს. 11 წლის შემდეგ გამოძიება კვლავ დაუსრულებელია და ბევრი ეჭვმიტანილი ჯერაც არ არის პასუხისგებაში მიცემული.
სასამართლომ დაადგინა, რომ არეულობის დროს ოდესის პოლიციამ არ მიიღო სათანადო ზომები მათ აღსაკვეთად, მიუხედავად ოპერატიული ინფორმაციის არსებობისა შესაძლო შეტაკებების შესახებ. სამართალდამცავები არც მაშინ ჩარეულან, როდესაც თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.
გარდა ამისა, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ცეცხლმოკიდებულ შენობაში სახანძრო მანქანების მისვლა განზრახ გადაიდო 40 წუთით და პოლიციამ ზომები არ მიიღო ხალხის ევაკუაციისთვის.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის რეგიონული სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა, ვლადიმირ ბოდელანმა მითითება გასცა, რომ არ გაეგზავნათ ტექნიკა ხანძრის ჩასაქრობად, ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ორი წლის შემდეგ ბოდელანი რუსეთში გაიქცა, თუმცა უკრაინაში ყოფნისას მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.
ECtHR-მა ასევე დაადგინა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ განზრახ გაანადგურა მტკიცებულებები ტრაგედიის შემდეგ ტერიტორიის დასუფთავების საბაბით.
ამ არგუმენტების საფუძველზე, სასამართლომ უკრაინას დააკისრა 15 ათასი ევროს გადახდა დაღუპულთა ნათესავებისთვის, ხოლო მძიმე დამწვრობებით გადარჩენილი სამი პირი კი 12-12 ათას ევროს მიიღებს. ყველაზე მაღალი კომპენსაცია, 17 ათასი ევრო, პროფკავშირების სახლში დაღუპული მიხაილ ვიაჩესლავოვის ქალიშვილს გადაეცა. სხვა დარღვევებთან ერთად, იგი ხელისუფლებას იმაზეც უჩიოდა, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში უარს ეუბნებოდნენ მამის ცხედრის გადაცემაზე მის დასაკრძალად.
რუსეთი სასამართლო გარჩევებში არ მონაწილეობდა. ხანძრის შემდეგ მალევე, რუსულმა პროპაგანდამ დაიწყო ოდესაში მომხდარი მოვლენების, როგორც "ოდესის ხატინის", აღწერა - ბელარუსული სოფლის სახელის მიხედვით, რომელიც ნაცისტურმა სადამსჯელო ძალებმა დაწვეს მის მოსახლეობასთან ერთად 1943 წელს. მას შემდეგ, პროფკავშირების სახლის ხანძარმა მყარად დაიმკვიდრა ადგილი რუსული პროპაგანდისტული ნარატივების სიაში, მითოლოგიური ელფერი შეიძინა და გახდა რუსული სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან შენობაში პრორუსული ელემენტები იყვნენ გამაგრებული.
"რადიო თავისუფლება"
- Details
- By rusa
14 მარტს, ადგილობრივი დროით 16:11 საათზე, კამჩატკას სანაპიროსთან 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა - ინფორმაციას რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ერთიანი გეოფიზიკური სამსახურის კამჩატკის ფილიალი ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, ეპიცენტრი პეტროპავლოვსკ-კამჩატკიდან 94 კილომეტრში, ავაჩას ყურეში, ზღვის ფსკერზე, 42,8 კმ-ის სიღრმეზე იყო
რეგიონის დედაქალაქსა და ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარე სხვა დასახლებულ რაიონებში, სამ ბალამდე სიმძლავრის ბიძგები იგრძნობოდა.
- Details
- By Sali
More Articles …
- უკრაინა თურქეთს უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით პარტნიორად ხედავს - ზელენსკი
- ტრამპის სპეცწარმომადგენელმა მოსკოვში უკრაინაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ შეხვედრები გამართა - მაიკ უოლცი
- მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს დრონებით შეუტიეს - იწვის ნავთობის ბაზა ტუაფსეში
- ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორების წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს
Page 41 of 205