Featured Articles
"ჩვენ ვეთანხმებით წინადადებებს საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ეს წინადადება უნდა იყოს ისეთი, რომელიც გამოიწვევს გრძელვადიან მშვიდობას და აღმოფხვრის ომის ძირეულ მიზეზებს" - ამბობს პუტინი ლუკაშენკოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. პუტინის თქმითვე, დროებითი სამშვიდობო შეთანხმების საკითხში "არის ნიუანსები", რომლებიც დეტალურად უნდა განიხილონ შეერთებულ შტატებთან.
ამ საკითხზე კრემლში დღეს პუტინისა და ტრამპის წარმომადგენლის შეხვედრა გაიმართება.
- Details
- By Sali
საერთაშორისო საკითხებში ვლადიმირ პუტინის მრჩეველისა და აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენლის, იური უშაკოვის განცხადებით, მოსკოვი უკრაინასთან დროებითი ზავის დადებით დაინტერესებული არ არის.
უშაკოვის მტკიცებით, "რუსეთი საკითხის გრძელვადიანი მოგვარებით არის დაინტერესებული".
"მიგვაჩნია, რომ ჩვენი მიზანი - საკითხის მშვიდობიანი, გრძელვადიანი მოგვარებაა. ჩვენ ამისკენ მივისწრაფვით, მშვიდობიანი მოგვარებაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის კანონიერ ინტერესებს გაითვალისწინებს, ჩვენ ცნობილ შეშფოთებებს. რაღაც ნაბიჯები, რომელიც მშვიდობიანი მოქმედებების იმიტაციაა, არავის სჭირდება ამ სიტუაციაში", - თქვა უშაკოვმა სახელისუფლებო არხის "Россия-1"-ის ეთერში.
უშაკოვის ცნობით, მან ამერიკელ კოლეგას, მაიკლ უოლცს რუსეთის პოზიცია გააცნო.
"მე, რა თქმა უნდა, გავაკეთე კომენტარი ამ დროებით ზავზე, დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე. ეს სხვა არაფერია, თუ არა უკრაინული სამხედროებისთვის დროებითი შესვენება", - აღნიშნა უშაკოვმა.
მანამდე, 11 მარტს საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა, სადაც უკრაინამ აშშ-ის დელეგაციის ინიციატივა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიიღო.
ასევე, შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ამერიკა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებასა და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას დაუყოვნებლივ განაახლებს.
ამ დროისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პუტინისგან 30-დღიან ზავის შესახებ თანხმობას ელოდება.
- Details
- By Sali
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის 2024 წლის ანგარიშს აქვეყნებს.
ვროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, 200-მდე ევროპული კავშირების მქონე კომპანიასთან ჩატარებული კვლევის თანახმად, ბიზნესის წინაშე დგას პრობლემები, რომლებმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობას.
ეკონომიკურ ზრდას პოლიტიკური, სამუშაო ძალისა და სტრუქტურული ბარიერები ემუქრება.
2023 წლის განმავლობაში და 2024 წლის დასაწყისში, ეკონომიკური ზრდის გაგრძელების მიუხედავად, საქართველოში ბიზნესი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, რაც ძირითადად პოლიტიკური არასტაბილურობისა და სამუშაო ძალის დეფიციტით არის გამოწვეული, როგორც ამას ევროკავშირის მიერ ახლად გამოქვეყნებულ საქართველოს 2024 წლის ბიზნესგარემოს ანგარიშში ვკითხულობთ.
„200-მდე ევროპული კავშირების მქონე კომპანიასთან ჩატარებული კვლევის თანახმად, ბიზნესის წინაშე დგას პრობლემები, რომლებმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობას.
საქართველოში ბიზნესის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები:
ანგარიშში ხაზგასმულია ბიზნესის წინაშე არსებული სამი მნიშვნელოვანი დაბრკოლება:
პოლიტიკური არასტაბილურობა: 2024 წლის ივნისიდან ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული პროცესი, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ზეგავლენას ახდენს ბიზნესგარემოზე.
სამუშაო ძალის დეფიციტი და უნარების ნაკლებობა: გამოკითხული კომპანიების თითქმის ნახევარი აღნიშნავს უნარების დეფიციტს, რაც იწვევს სამუშაოს შესრულების მხრივ 5-40%-იან და წლიური მშპ-ის 26%-იან დანაკარგს.
მერყევი სავალუტო გაცვლითი კურსი: სავალუტო კურსის არასტაბილურობა პრობლემებს უქმნის ბიზნესს ფინანსური დაგეგმვისა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას.
გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში ბიზნესმა გამოხატა შეშფოთება კორუფციასა და არაეფექტურ მარეგულირებელ გარემოსთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საგადასახადო პოლიტიკის, სახელმწიფო შესყიდვებისა და სასამართლო სისტემის მიმართ, რაც კიდევ უფრო ართულებს საინვესტიციო კლიმატს.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება არის კვალიფიციური სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტი, რამაც გამოიწვია ბიზნესების წლიური შემოსავლის 55.6 მილიარდი ლარის დანაკარგი. მაღალი ემიგრაცია და შეუსაბამო საგანმანათლებლო პროგრამები კიდევ უფრო ამძიმებს ამ საკითხს. მიუხედავად მაღალი ხარჯებისა, პერსონალის შიდა ტრენინგებში ინვესტირება ბიზნესისათვის დადებით შედეგებს იძლევა, რაც ადასტურებს, რომ შრომითი რესურსების განვითარება მდგრადობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტის ზეგავლენა:
მშპ-ის დანაკარგი: -26% წლიურად
დამატებულიღირებულების დეფიციტი: -21.2 მილიარდი ლარი
არარეალიზებულიბიზნეს შემოსავალი: -55.6 მილიარდი ლარი
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორად რჩება, ევროკავშირში ექსპორტი 2023 წელს 18%-ით შემცირდა, ძირითადად შემდეგი მიზეზების გამო:
ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისობის მაღალი ხარჯები, ევროპული სერტიფიცირების აკრედიტებული ლაბორატორიების ნაკლებობა, ბიზნესის მიერ მარეგულირებელი ჩარჩოების შეზღუდული ცოდნა“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განმარტებით, მცირე და საშუალო საწარმოები, ზრდის მიუხედავად, კვლავაც აწყდებიან არასაკმარისი ეკონომიკური შენატანების პრობლემას და მათი წვდომა ევროკავშირის ბაზრებზე პრობლემად რჩება.
„ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული სასამართლო და საგანმანათლებლო რეფორმების დაჩქარების აუცილებლობა ბიზნესის ნდობის გასაზრდელად. საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ კერძო სექტორთან, რათა უნარების განვითარების პროგრამები ბაზრის მოთხოვნებზე იყოს მორგებული. ამავდროულად, ეკონომიკური პოლიტიკისა და სავაჭრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება გადამწყვეტ როლს ითამაშებს საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციაში.
საქართველოს ბიზნესგარემოს 2024 წლის ევროკავშირის ანგარიში კომპლექსურ სურათს ხატავს. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა გრძელდება, მას ჩრდილავს პოლიტიკური გაურკვევლობა, სამუშაო ძალის დეფიციტი და სავაჭრო ბარიერები. იმპულსის შესანარჩუნებლად, საქართველომ უნდა გადაჭრას ეს სტრუქტურული პრობლემები – განსაკუთრებით სამუშაო ძალის განვითარების კუთხით – გრძელვადიანი სტაბილურობისა და ევროკავშირის ბაზარზე წვდომის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
- Details
- By ani
სააგენტო Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვმა აშშ-ს უკვე გადასცა უკრაინასთან სამშვიდობო და ვაშინგტონთან გადატვირთვის შეთანხმების მისაღწევად საჭირო მოთხოვნები.
თუმცა, გაურკვეველია, ზუსტად რა მოთხოვნებს შეიცავს რუსეთის მიერ შედგენილი სია და მზადაა თუ არა მათ მიღებამდე უკრაინასთან მოლაპარაკების დასაწყებად. რუსი და ამერიკელი ოფიციალური პირები პირობებს სამი კვირის განმავლობაში განიხილავდნენ, როგორც პირისპირ შეხვედრის ასევე დისტანციურ ფორმატში, ეუბნებიან წყაროები Reuters-ს.
მათ სიტყვებით, კრემლის მოთხოვნები ემთხვევა მანამდე უკრაინის, აშშ-ისა და ნატოსთვის წაყენებულ მოთხოვნებს, რომელთა შორის იყო ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინის უარის აუცილებლობა, საერთაშორისო ჯარების განლაგების დაუშვებლობა უკრაინის ტერიტორიაზე მათ შორის, პუტინის ბრძანებით რუსეთის ტერიტორიად გამოცხადებულ ყირიმსა და ოთხ უკრაინულ ოლქში.
ექსპერტების მოსაზრებით, რუსეთის მოთხოვნები მიმართულია არა მხოლოდ უკრაინასთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ, არამედ მის დასავლელ მოკავშირეებთან მოსალაპარაკებლადაც.
როგორც Brookings-ის ინსტიტუტის მკვლევარი ანჟელა სტენტი ეუბნება როიტერსს “არ არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთი რაიმე სახის დათმობისთვის იყოს მზად”.
უფრო ადრე Washington Post-ი წერდა, რომ ევროპულმა დაზვერვამ მოუპოვა დოკუმენტი, მოლაპარაკებებზე რუსეთის პოტენციური მოთხოვნებით, რომელიც უშიშროების ფედერალურ სამსახურის ხუთივე დანაყოფთან მოთანამშრომლე ანალიტიკურმა ცენტრმა მოამზადა. მოთხოვნები მოიცავს „კიევის რეჟიმის დემონტაჟს“. გეგმაში არარეალურადაა შეფასებული აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გეგმა, 100 დღეში მშვიდობის მიღწევის შესახებ, უკრაინის კრიზისის დასრულება კი შეუძლებლადაა მიჩნეული 2026 წლამდე.
11 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაიმართა მოლაპარაკებები კიევისა და ვაშინგტონის წარმომადგენლებს შორის. უკრაინულმა მხარემ მიიღო წინადადება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუკი მას რუსეთი დათანხმდება. შეხვედრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა იარაღის მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გაზიარების განახლების შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ დროებითი ცეცხლის შეწყვეტის დეტალებზე მსჯელობა 17 მარტის შემდეგ დაიწყება.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მოსკოვი გულდასმით სწავლობს ჯიდაში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებულ განცხადებებს მაგრამ აშშ-ისგან ჯერ არ მიუღია საჭირო ინფორმაცია მოლაპარაკებების არსის შესახებ. პესკოვმა დაადასტურა, რომ რუსული და ამერიკული მხარეები ამ კვირაში გეგმავენ კონტაქტებს. კრემლის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვს ჯერ არ მიუღია მოთხოვნა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო მოლაპარაკებების შესახებ, მაგრამ ასეთი საუბარი შეიძლება „ძალიან სწრაფად მოეწყოს“.
The Guardian-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 მარტს განაცხადა, რომ მისი წარმომადგენლები რუსეთში მიემგზავრებიან "სწორედ ახლა" და დაამატა, რომ "ახლა ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული".
- Details
- By Sali
რუსი ოკუპანტები ხერხონის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ინფორმაციას ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, რომან მროჩკო ავრცელებს.
მროჩკოს ცნობით, დაღუპულია 42 წლის ქალი. რაც შეეხება დაშავებულს, ის კლინიკაშია გადაყვანილ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
როგორც მროჩკომ აღნიშნა, ღამით ქალაქი მასირებულად დაიბომბა და რეგიონში საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემა მოქმედებდა.
ფოტო: საილუსტრაციოდ
- Details
- By Sali
More Articles …
- თურქეთი მზადაა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების ორგანიზებისთვის - ერდოანი
- ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი ახალი რეზოლუცია მიიღო
- ჩემი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამჟამად რუსეთში მიემგზავრებიან - ტრამპი
- აშშ-ის ტარიფების საპასუხოდ, ხვალიდან კანადა, 25%-იან გადასახადს უწესებს $20 მილიარდის ამერიკულ პროდუქციას
Page 43 of 205