Featured Articles
თურქეთს პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან დონალდ ტუსკთან ანკარაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლება მზადაა რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობიან მოლაპარაკების ორგანიზებაში მიიღოს მონაწილეობა.
„თურქეთის პოზიცია ამ ომთან დაკავშირებით პირველი დღიდან უკიდურესად მკაფიო იყო, ჩვენ არ გვსურს მეტი სისხლისღვრა და გვსურს ორივე მხარემ დაასრულოს ომი სამართლიანი მშვიდობით“, - დაწერა ერდოანმა სოციალურ ქსელ X -ში.
მისივე განმარტებით „თუ უკანასკნელი მოვლენები რუსეთსა და უკრაინას საშუალებას მისცემს დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი წვლილი შევიტანოთ სამართლიანი და მტკიცე მშვიდობის დამყარებაში, მოლაპარაკებების ორგანიზების ჩათვლით“.
11 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაიმართა მოლაპარაკებები კიევისა და ვაშინგტონის წარმომადგენლებს შორის. უკრაინულმა მხარემ მიიღო წინადადება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუკი მას რუსეთი დათანხმდება. შეხვედრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა იარაღის მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გაზიარების განახლების შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ დროებითი ცეცხლის შეწყვეტის დეტალებზე მსჯელობა 17 მარტის შემდეგ დაიწყება.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მოსკოვი გულდასმით სწავლობს ჯიდაში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებულ განცხადებებს მაგრამ აშშ-ისგან ჯერ არ მიუღია საჭირო ინფორმაცია მოლაპარაკებების არსის შესახებ. პესკოვმა დაადასტურა, რომ რუსული და ამერიკული მხარეები ამ კვირაში გეგმავენ კონტაქტებს. კრემლის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვს ჯერ არ მიუღია მოთხოვნა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო მოლაპარაკებების შესახებ, მაგრამ ასეთი საუბარი შეიძლება „ძალიან სწრაფად მოეწყოს“.
The Guardian-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 მარტს განაცხადა, რომ მისი წარმომადგენლები რუსეთში მიემგზავრებიან "სწორედ ახლა" და დაამატა, რომ "ახლა ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული".
- Details
- By Sali
ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი ახალი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 442 ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 98, ხოლო 126 თავი შეიკავა.
რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირი ახლა უკრაინის მთავარი სტრატეგიული მოკავშირეა და ვალდებულია, დაეხმაროს ქვეყანას თავდაცვის უფლებაში.
„რუსეთის აგრესიული ომის მიმართ აშშ-ის პოზიციის აშკარა ცვლილების შემდეგ, რაც მოიცავდა უკრაინის ღიად დადანაშაულებას მიმდინარე ომში, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ახლა უკრაინის მთავარი სტრატეგიული მოკავშირეები არიან და უნდა შეინარჩუნონ თავიანთი როლი როგორც მისმა უდიდესმა დონორმა“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტარები მიესალმებიან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას. მათი მოლოდინია, რომ რუსეთი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, რის შემდეგაც შეწყვეტს უკრაინის მოსახლეობაზე და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას.
რეზოლუციაში ასევე თანხმდებიან, რომ რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაკავებლად, ევროკავშირმა წვლილი უნდა შეიტანოს უკრაინისთვის მყარი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში.
ევროპარლამენტარები ასევე მკაცრად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ მცდელობას, შანტაჟით აიძულონ უკრაინის ხელმძღვანელობა კაპიტულაციაზე მხოლოდ ე.წ. სამშვიდობო შეთანხმების გასაადვილებლად.
რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ევროპულ უსაფრთხოებაზე მოლაპარაკებები არ შეიძლება, წარიმართოს ევროკავშირის დასწრების გარეშე, ასევე საუბარია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ევროდეპუტატები თანხმდებიან, რომ უკრაინის მომავალი არის ევროკავშირში.
- Details
- By iaiaia
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამჟამად რუსეთში მიემგზავრებიან, რათა ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება განიხილონ.
„ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან მიშელ მარტინთან შეხვედრისას განაცხადა.
ტრამპის თქმით, მან უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით „პოზიტიური გზავნილები“ მიიღო, თუმცა, როგორც აღნიშნა, ეს გზავნილები არაფერს ნიშნავს, რადგან სიტუაცია ძალიან სერიოზულია.
„იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტის მიღებას. თუ ამას გავაკეთებთ, ვფიქრობ, ეს ამ საშინელი სისხლისღვრის დასრულების გზის 80% იქნება“, – აღნშნა ტრამპმა.
ამასთან, ოვალურ ოფისში მედიასთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთი თუ ომის გაგრძელებას აირჩევს, ამა შესაძლოა, მოსკოვისთვის „გამანადგურებელი“ ფინანსური ზომები მოჰყვეს.
„ეს იქნება ძალიან ცუდი რუსეთისთვის. მე არ მინდა ამის გაკეთება, რადგან მე მშვიდობის მიღწევა მსურს“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უახლოვდებიან იმ ეტაპს, როდესაც შესაძლოა, უკრაინასთან დაკავშირებით რამე გაკეთდეს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ოდესღაც „რთულმა“ უკრაინულმა მხარემ თავისი მოსაზრება შეიცვალა.
„მე მყავდა ერთი პიროვნება, რომელსაც, როგორც ჩანდა, არ სურდა მშვიდობა. ახლა ის დათანხმდა მშვიდობას“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ განიხილეს მიწის საკითხი.
ცნობისთვის, რომ ქალაქ ჯიდაში გამართული მოლაპარაკებების დროს უკრაინა დათანხმდა აშშ-ის შეთავაზებას ცეცხლის 30 დღით შეწყვეტასთან დაკავშირებით.
- Details
- By ani
ამერიკული ტარიფების საპასუხოდ, კანადა 25%-იან გადასახადს უწესებს 20 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ პროდუქციას, რომელთა შორის სპორტული აღჭურვილობა, კომპიუტერები და თუჯის ნაწარმია.
აღსანიშნავია, რომ კანადა ამერიკისთვის ფოლადისა და ალუმინის უმსხვილესი ექსპორტიორია.
კანადის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ტარიფები ძალაში ხვალ, 13 მარტიდან შევა.
დღეს კი, ამერიკული 25%-იანი ტარიფები ამოქმედდა, რომელიც ვაშინგტონმა კანადას, მექსიკას, ბრაზილიასა და სამხრეთ კორეას დაუწესა.
შეგახსენებთ, მომდევნო თვიდან ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებისთვის, $28 მილიარდის ღირებულების პროდუქტზე, იმპორტის გადასახადებს აამოქმედებს. ამის შესახებ ევროკომისიამ აშშ-ის მიერ ფოლადსა და ალუმინზე დაწესებული ტარიფების საპასუხოდ განაცხადა.
- Details
- By rusa
NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.
რუტე ვაშინგტონს 12-14 მარტს ეწვევა, პრეზიდენტთან შეხვედრა კი ხვალ, 13 მარტს, თეთრ სახლში გაიმართება.
ასევე, ვიზიტის ფარგლებში რუტე ადმინისტრაციისა და კონგრესის მაღალჩინოსნებს შეხვდება.
- Details
- By rusa
More Articles …
- უკრაინაში არჩევნები ომის დასრულებისა და ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გაიმართება - ზელენსკი
- თქვენთან მოლაპარაკებას არც კი ვაპირებ, რაც გინდათ, გააკეთეთ - ირანის პრეზიდენტი ტრამპს მიმართავს
- როდის გაიმართება აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა - ტრამპის განცხადება
- უკრაინა თანახმაა 30 დღით ცეცხლი შეწყვიტოს - საუდის არაბეთში მხარეებს შორის შეხვედრა დასრულდა
Page 44 of 205