Featured Articles
რომის პაპის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, - ამის შესახებ საერთაშორისო მედია ვატიკანზე დაყრდნობით წერს.
„ წინა დღეებთან შედარებით, მდგომარეობის გაუმჯობესება მეტად სისტემურია, რაც დასტურდება როგორც სისხლის ანალიზებით, ასევე კლინიკური ობიექტურობით და წამლის თერაპიაზე კარგი პასუხით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ვატიკანმა ასევე განაცხადა, რომ 88 წლის რომის პაპი ფრანცისკე, "საფრთხეს აღარ ქმნის ის ინფექციები, რომლითაც საავადმყოფოში მივიდა".
რომის პაპი, 88 წლის ფრანცისკე, 14 თებერვლიდან რომის „ჯემელის“ საავადმყოფოში იმყოფება სუნთქვითი ინფექციის გართულების გამო, მათ შორის ორმხრივი პნევმონიისა და ასთმური ბრონქიტის დიაგნოზით.
2013 წლის შემდეგ, როდესაც ფრანცისკე რომის პაპად აკურთხეს, ეს მისთვის საავადმყოფოში რიგით მეოთხე და ყველაზე ხანგრძლივი ვიზიტია. პაპ ფრანცისკეს ახალგაზრდა ასაკში ჩაუტარდა ფილტვების ოპერაციაც.
- Details
- By iaiaia
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ელისეს სასახლეში მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემა უსაფრთხოების გამოწვევები, უკრაინის ომიდან მომდინარე საფრთხე და რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის მზარდი მცდელობა იყო.
ჟურნალისტებთან საუბრისას მაკრონმა აღნიშნა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი არის სერიოზული გამოწვევა ევროპისთვის.
„გადავწყვიტეთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა, რათა გავზარდოთ მოლდოვის მდგრადობა უცხოური ჩარევის მიმართ. მოლდოვის საჰაერო სივრცე რეგულარულად ირღვევა რუსული დრონებით და რაკეტებით. ქვეყანას სისტემატურად უწევს ბრძოლა რუსეთის მხრიდან მზარდ დესტაბილიზაციის მცდელობებთან, რომელთა სამიზნე ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებია“, - განაცხადა მაკრონმა.
- Details
- By rusa
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა გასულ კვირას MEGOBARI Act-ი წარადგინეს - ინფორმაციას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს. ორპარტიული კანონპროექტი ქართველი ხალხისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერია და დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას მოითხოვს,
კანონპროექტს 18 ხელმომწერი ჰყავს.
„საქართველოს მეგობრები მთელ მსოფლიოში შოკირებული და შეძრწუნებულნი არიან ხელისუფლების ავტორიტარიზმით და პროდემოკრატიული დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევით. ეს კანონპროექტი ძლიერ გზავნილია, რომ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და აშშ-ს მისცემს ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს მათ, აღადგინონ სამართლიანობა თავიანთი პოლიტიკური სისტემისთვის." ამბობს კომიტეტის თავმჯდომარე რიში.
"შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს მათი [ქართველების] მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მცდელობების - დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოშლის- წინააღმდეგ. იმ დროს, როდესაც რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიებს მთელს რეგიონში, ჩვენ არ შეგვიძლია ზურგი შევაქციოთ მთავარ პარტნიორს, რომელიც ისწრაფვის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისკენ. მოუთმენლად ველი თავმჯდომარე რიშთან მუშაობას, რათა ეს კანონპროექტი სწრაფად გადავიდე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში“ - ამბობს შაჰინი.
- Details
- By rusa
სოციალური ქსელის Х (ყოფილი Twitter) მფლობელმა, ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა ტელეკომპანია FOX NEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კიბერ ტავდასხმა უკრაინის ტერიტორიაზე შექმნილი IP მისამართებიდან განხორცილედა.
„დარწმუნებით არ ვიცით ზუსტად რა მოხდა, მაგრამ მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა X-ზე სისტემის მწყობრიდან გამოყვანის მიზნით, უკრაინის ტერიტორიაზე შექმნილი IP მისამართებით“, - თქვა მასკმა.
პლატფორმაზე Х შეფერხებები ორშაბათს დილით დაიწყო. საღამოსთვის სოციალური ქსელი მეტნაკლებად სტაბილურად მუშაობდა, თუმცა კვლავ ვრცელდებოდა ცნობები შეფერხებების თაობაზე.
სოციალური ქსელის მფლობელმა, ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა განაცხადა მასშტაბურ კიბერთავდასხმაზე X-ის სერვერის წინააღმდეგ.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ჰაკერულმა ჯგუფმა Dark Storm Team.
2025 წლის დასაწყისისთვის სოციალურ ქსელ Х-ს 650 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავდა. მათ შორის არიან კომპანიებიც და კერძო პირებიც.
მილიარდერ ბიზნესმენ ილონ მასკს, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა, უკრაინისადმი კრიტიკული დამოკიდებულება აქვს.
აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ ტრამპმა მასკს დაავალა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა.
- Details
- By Sali
არგენტინაში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
არგენტინის აღმოსავლეთით მდებარე საპორტო ქალაქ ბაია ბლანკაში ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობა მოხდა. რვასაათიანმა უწყვეტმა ნალექმა გაანადგურა გზები და ხიდები, დაიტბორა შენობები და ქალაქის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
1450-ზე მეტ ადამიანს მოუწია საცხოვრებელი სახლების დატოვება, მათ შორის, საჭირო გახდა საავადმყოფოდან ახალშობილი ბავშვების ევაკუაცია. ქალაქის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.
ამ დროისთვის მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 47 of 205