Featured Articles
დანია მზადაა უკრაინაში სამშვიდობო კონტინგენტის გასაგზავნად, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა, ლარს ლიოკე რასმუსენმა და ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადეს. როგორც მინისტრებმა განაცხადეს, დანიის მთავრობამ და პარლამენტმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინაში სამხედრო ძალების შესაძლო გაგზავნის შესახებ, რომლებიც უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებას უზრუნველყოფენ.
დანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელები პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ, სადაც განმარტეს მთავრობის პოზიცია უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ და მიიღეს მხარდაჭერა საპარლამენტო პარტიებისგან.
„მნიშვნელოვანია სწორი გზავნილები, როგორც პუტინის, ასევე ვაშინგტონის მიმართულებით. ეს არის ის, რასაც დღეს ვაკეთებთ, როდესაც ვამბობთ: „თუ საქმე მივა იქამდე, რომ ცეცხლის შეწყვეტა ან სამშვიდობო შეთანხმება ევროპის მზადყოფნას მოითხოვს, დანია პრინციპში მზადაა ამის გასაკეთებლად“, – განაცხადა რასმუსენმა.
ამასთან, ტროელს ლუნდ პოულსენის თქმით, უკრაინაში ჯარების გაგზავნის კონკრეტული გეგმა ჯერჯერობით არ არსებობს.
„ჩვენ არ მიგვიღია გადაწყვეტილება კონკრეტული ვალდებულებების აღების შესახებ. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განმარტა დანიის თავდაცვის მინისტრმა.
- Details
- By Sali
ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის ტანკერი და სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა.
შემთხვევა აღმოსავლეთ იორკშირის სანაპიროსთან, ადგილობრივი დროით დილის 09:50-ზე მოხდა. შეჯახების შედეგად, ორივე გემზე ცეცხლი გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია სანაპირო დაცვის სამსახური და სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც.
MarineTraffic-ის მონაცემების მიხედვით, შეჯახებაში მონაწილე გემები, სავარაუდოდ, აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავი Stena Immaculate-ს ტანკერი და პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი საკონტეინერო გემი Solong -ია.
- Details
- By iaiaia
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ აშშ-უკრაინის გუნდების შეხვედრა საუდის არაბეთში დადებით შედეგს მოიტანს ყველა მიმართულებით.
"ხვალ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მშვიდობის მოსაახლოებლად - იქნება ჩემი ვიზიტი საუდის არაბეთში. იმედი გვაქვს, რომ [შეხვედრა] დადებით შედეგს მოიტანს, როგორც მშვიდობის მოახლოების კუთხით, ისე მხარდაჭერის გაგრძელების კუთხით", - თქვა ზელენსკიმ.
- Details
- By Sali
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ამერიკის მთავრობამ USAID-ის პროგრამების დაახლოებით 83% ოფიციალურად გააუქმა.
„ექვსკვირიანი დაკვირვების შემდეგ ჩვენ USAID-ის პროგრამების 83%-ს ოფიციალურად ვაჩერებთ. 5 200 კონტრაქტზე, რომელიც ჩვენ გავაუქმეთ, დაიხარჯა ათობით მილიარდი დოლარი იმ საშუალებებით, რომელიც არ ემსახურებოდა (ხოლო რიგ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა) შეერთებული შტატების ძირითად ეროვნულ ინტერესებს“, - დაწერა რუბიომ.
მისი თქმით, კონგრესთან შეთანხმების შედეგად ორგანიზაციის პროგრამების დარჩენილი ნაწილის ეფექტური ადმინისტრირება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოხდება.
რუბიომ მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს და სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის.
- Details
- By Sali
ლაბორატორიაში შექმნილი ხორცი, რძის პროდუქტები და შაქარი დიდ ბრიტანეთში გაყიდვაში დაახლოებით 2 წელიწადში იქნება
დღეს, 16:18 5
ლაბორატორიაში შექმნილი ხორცი, რძის პროდუქტები და შაქარი დიდ ბრიტანეთში გაყიდვაში დაახლოებით 2 წელიწადში იქნება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სურსათის სტანდარტების სააგენტო (FSA) ეძებს მეთოდებს, რომლებიც ლაბორატორიაში მოყვანილი საკვები პროდუქტების, მარკეტებში გაყიდვის უფლების მინიჭების პროცესს დააჩქარებს.
ასეთი პროდუქტები მცირე ქიმიურ ქარხნებში უჯრედებისგან იქმნება. ბრიტანული კომპანიები ამ სფეროში მეცნიერულად ლიდერობენ, თუმცა არსებული რეგულაციები მათ აფერხებს.
გასულ თვეში, დიდ ბრიტანეთში პირველად გაიყიდა ლაბორატორიაში შექმნილი ხორცისგან დამზადებული ძაღლის საკვები.
2020 წელს, სინგაპური გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც დაუშვა ლაბორატორიაში შექმნილი ხორცის გაყიდვა ადამიანის მოხმარებისთვის. 2023 წელს აღნიშნული ტიპის ხორცის გაყიდვა აშშ-შიც დაუშვეს. გასულ წელს, ისრაელმაც გასცა უფლება ლაბორატორიაში შექმნილი ხორცის გაყიდვაზე.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 48 of 205