Featured Articles
კანადის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ჯასტინ ტრუდოს მარკ კარნი შეცვლის. კარნიმ „ლიბერალური პარტიის“ ლიდერის არჩევნებში ხმების 85.9% აიღო და გაიმარჯვა.
იმისთვის, რომ კარნიმ პრემიერის თანამდებობა დაიკავოს, ჯასტინ ტრუდო ოფიციალურად უნდა გადადგეს.
მარკ კარნი გაერთიანებული სამეფოსა და კანადის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელია.
- Details
- By Sali
მილიარდერმა ამერიკელმა ბიზნესმენმა, SpaceX-ის და Tesla-ს მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ უკრაინას არასდროს გამოურთავს თანამგზავრული ინტერნეტის, Starlink-ის მომსახურებას.
Starlink-ს აეროკოსმოსური კომპანია SpaceX-ის შვილობილი კომპანია მართავს.
მასკმა 9 მარტს, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მიუხედავად იმისა, რამდენად არ ეთანხმება უკრაინის პოლიტიკას, Starlink-ი თავის ტერმინალებს არასდროს გაუთიშავს. ილონ მასკის განცხადებით, Starlink-ის გარეშე უკრაინის ხაზები (თავდაცვის) ჩამოიშლება, რადგან რუსებს ნებისმიერი სხვა კომუნიკაციის ჩახშობა შეუძლიათ. მასკის თანახმად, ამას არასდროს არ გააკეთებენ და ვაჭრობის საგნად არ გამოიყენებენ.
ილონ მასკის ამ განცხადებამდე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ თუ SpaceX უკრაინისთვის არასაიმედო მიმწოდებელი აღმოჩნდება, ალტერნატივის მოძებნა მოუწევთ. ამას წინ უძღოდა ილონ მასკის კომენტარი, რომ Starlink-ი „უკრაინის არმიის ხერხემალია“ და თუ მას გამოურთავს, ფრონტის მთელი ხაზი ჩამოიშლება.
უკრაინას Starlink-ით სარგებლობის საფასურს, წელიწადში დაახლოებით 50 მილიონ დოლარს პოლონეთი უხდის.
პოლონელი მინისტრის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინას არავინ დამუქრებია Starlink-ის გამორთვით და ეს გამოგონილი ამბავია. რუბიოს განცხადებით, მადლობაა სათქმელი, რადგან Starlink-ის გარეშე უკრაინას ომი დიდი ხნის წაგებული ექნებოდა და რუსები პოლონეთის საზღვართან იქნებოდნენ.
თანამგზავრულ ინტერნეტს, Starlink-ს ილონ მასკის აეროკოსმოსური კომპანია SpaceX-ის შვილობილი კომპანია მართავს.
მასკს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა, უკრაინისადმი კრიტიკული დამოკიდებულება აქვს.
აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ დონალდ ტრამპმა ილონ მასკს დაავალა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა.
- Details
- By Sali
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპმის განცხადებით, ვაშინგტონმა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას გაცვლა მეტწილად აღუდგინა. ეს განცხადება ტრამპმა Air Force One-ზე რეპორტიორებთან საუბრისას გააკეთა.
კითხვას, აგნიხილავს თუ არა ტრამპი უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას, პრეზიდენტმა ასე უპასუხა: "ჩვენ ეს თითქმის უკვე გავაკეთეთ... გვინდა, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა უკრაინა სერიოზული იყოს რაიმეს მიღწევის შესახებ".
შეგახსენებთ, რომ 5 მარტს, გამოცემა Sky News უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება ნაწილობრივ შეაჩერა, რომელიც, შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმებისთვის გამოეყენებინათ.
უკვე 6 მარტს, თეთრი სახლის წარმომადგენელმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის დახმარების აღდგენის საკითხს განიხილავს, თუკი სამშვიდობო მოლაპარაკება შედგება და ნდობის აღდგენისთვის ნაბიჯები გადაიდგმება.
7 მარტს, რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდეს უკრაინას სამხედრო დახმარება და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება აღუდგინოს.
- Details
- By Sali
ბოლო დღეების განმავლობაში, შეტაკებების შედეგად, სირიაში 1,018-ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 745 მშვიდობიანი მოქალაქეა. დაღუპულებს შორის არიან ქალები და ბავშვები.
ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ გაავრცელა. ბრძოლა ახალი მთავრობის ძალებსა და ბაშარ ალ ასადის მომხრე დაჯგუფებას შორის მიმდინარეობს.
- Details
- By iaiaia
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა თეთრ სახლთან ერთ პირს ესროლეს, - წერს BBC საიდუმლო სამსახურზე დაყრდნობით:
"პოლიციისგან შემოვიდა ინფორმაცია თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი პირის შესახებ, რომელიც შესაძლოა ინდიანადან ვაშინგტონში მიემგზავრებოდა.
ოფიცრები მიუახლოვდნენ აღწერილობის შესაბამისი ვიზუალის მამაკაცს, რომელსაც თან ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა.
საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლი გახსნეს. კაცი ამჟამად საავადმყოფოშია. ამჟამად უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა."
- Details
- By rusa
More Articles …
- პრო-პალესტინელი აქტივისტი ბიგ-ბენზე აძვრა
- ჩემი Starlink უკრაინული არმიის ხერხემალია, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა - ელონ მასკი
- ჩემი 3 წლის ქალიშვილთან ერთად სეირნობისას, „სლავა უკრაინის“ მომიტინგეების ჯგუფი აგვედევნა ყვირილით - ვენსი
- "მოგვიწევს მეტის დახარჯვა, რათა თავი დავიცვათ" - მარკ რუტე
Page 49 of 205