Featured Articles
ჩინეთმა სანქციები დაუწესა აშშ-ის კონგრესის ზოგიერთი წევრის, მთავრობის წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიმართ. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, აღნიშნული ნაბიჯი ჰონგ კონგთან დაკავშირებულ საკითხებზე "უხეშ ქცევას" უკავშირდება.
უწყების პრესსპიკერის, ლინ ძიანის განცხადებით, სანქციების მიზანი ამერიკული ჩარევის შეჩერებაა: "ჰონგ კონგი არის ჩინეთის ჰონგ კონგი, და ის არ წარმოადგენს აშშ-ის ჩარევის საგანს". მისივე თქმით, პეკინი ვაშინგტონს ბრალს სდებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაში.
ჩინეთის მხარე აცხადებს, რომ ნებისმიერი მსგავსი ქმედება მტკიცე და ადეკვატურ რეაგირებას მიიღებს.
- Details
- By ani
რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეხმაურება.
„მშვიდად განისვენე, პაპო ფრანცისკე! ღმერთმა დალოცოს იგი და ყველა, ვისაც ის უყვარდა“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცავალა.
კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლად აირჩიეს 2013 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც პაპი ბენედიქტ XVI გადადგა. ის იყო პირველი ლათინოამერიკელი იეზუიტი პაპი და ერთ-ერთი უხუცესი ეკლესიის ისტორიაში.
- Details
- By ani
რომის პაპი ფრანცისკე, დღეს დილით, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.
"ძვირფასო ძმებო და დებო, ღრმა მწუხარებით ვაცხადებ ჩვენი წმინდა მამის, ფრანცისკეს, გარდაცვალების შესახებ.
დღეს დილით, დილის 7:35 საათზე, რომის ეპისკოპოსი, ფრანცისკე, მამის სახლში დაბრუნდა. მან მთელი ცხოვრება უფლისა და მისი ეკლესიის მსახურებას მიუძღვნა..." - განაცხადა კარდინალმა კევინ ფარელმა.
ცნობისთვის, ახალი პაპის არჩევის პროცესი, როგორც წესი, პაპის გარდაცვალებიდან 15-20 დღის განმავლობაში ტარდება.
შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 14 თებერვალს მძიმე პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით, რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ, ის კლინიკიდან გაწერეს. როგორც მაშინ ვატიკანი აცხადებდა, პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებული იყო.
- Details
- By ani
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალ კვირაში რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას მიაღწევენ. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს.
„იმედია, რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას მიაღწევენ ამ კვირაში. შემდეგ ორივე დაიწყებს დიდი ბიზნესის წარმოებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ყვავის და სიმდიდრეს დააგროვებენ!“ – წერს ტრამპი.
- Details
- By ani
ფრონტის ხაზზე სხვადასხვა მიმართულებით რუსული დანაყოფების მიერ უკვე განხორციელდა 59 სროლა და ხუთი თავდასხმის ოპერაცია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის მიერ, მისთვის მიწოდებული მოხსენების თანახმად, რომელიც ბოლო რამდენიმე საათების მდგომარეობას უკავშირდება.
ზელენსკის ანგარიშში ნათქვამია, რომ შეტაკებები დონეცკის, ლუგანსკის და ზაპოროჟიეს ოლქებში, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის რეგიონში მოხდა, სადაც რუსებმა არტილერია და დრონები გამოიყენეს:
„ჩვენი მეომრები ყველგან ისე რეაგირებენ, როგორც მტერი იმსახურებს კონკრეტულ საბრძოლო ვითარებაში. უკრაინა გააგრძელებს სარკისებურად მოქმედებას
ზოგადად, აღდგომის დილით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსული არმია ცდილობს შექმნას ცეცხლის შეწყვეტის ზოგადი შთაბეჭდილება, მაგრამ ზოგჯერ არ წყვეტს წინსვლისა და უკრაინისთვის დანაკარგების მიყენების ინდივიდუალურ მცდელობებს“.
შეგახსენებთ, მოსკოვის დროით, 19 აპრილის 18 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე პუტინმა "სააღდგომო ზავი" აამოქმედა, თუმცა პუტინის ამ ბრძანებიდან მალევე, უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
- Details
- By rusa
More Articles …
Page 6 of 204