Featured Articles
ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირაში საუდის არაბეთში უკრაინულ-ამერიკული დელეგაციების შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, მოლაპარაკებების მაგიდასთან პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრე სიბიგა დასხდებიან. მოლაპარაკებები სამშაბათს გაიმართება.
საუდის არაბეთში ორშაბათს ზელენსკიც ჩავა და ტახტის მემკვიდრე პრინცს შეხვდება, ამის შემდეგ კი აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება.
"დღეს კიევში უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიურ გუნდებს შორის უაღრესად პროდუქტიული შეხვედრა გაიმართა.
ჩვენ განვიხილეთ ჩვენი ერთობლივი ნაბიჯები, რამაც შეიძლება დაგვაახლოოს მშვიდობასთან დიპლომატიური ძალისხმევით. მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის. უკრაინა მზადაა ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით.
მომავალ კვირას დავიწყებ საუდის არაბეთში ვიზიტით. ტახტის მემკვიდრესთან ორშაბათს ჩემი შეხვედრის შემდეგ, უკრაინის დიპლომატიური და სამხედრო წარმომადგენლები სამშაბათს ამერიკის გუნდთან შეხვედრაზე დარჩებიან. უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ანდრეი ერმაკი, ანდრეი სიბიგა, რუსტემ უმეროვი და პავლო პალისა.
ჩვენი მხრიდან, ჩვენ სრულად ერთგული ვართ კონსტრუქციული დიალოგის და ვიმედოვნებთ, რომ განვიხილავთ და შევთანხმდებით საჭირო გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებზე.
უკრაინა მშვიდობას ომის პირველივე წამიდან ეძებს. რეალისტური წინადადებები მაგიდაზეა. მთავარია სწრაფად და ეფექტურად ქმედებები" წერს უკრაინის პრეზიდენტი.
- Details
- By ani
წუხელ ღამით რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილ სამხედრო იერიშს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევას ევროპელი ლიდერები ეხმიანებიან.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი აცხადებს, რომ ბლოკმა უკრაინის დახმარება უნდა გააძლიეროს.
"რუსული რაკეტები უკრაინაში დაუნდობელ ვარდნას განაგრძობენ, თან მიაქვთ მეტი სიკვდილი და დესტრუქცია. პუტინმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მშვიდობით დაინტერესებული არ არის. აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მეტი უკრაინელი მოქალაქე გადაიხდის უმაღლეს ფასს", - წერს კალასი X-ზე.
"მორიგი ტრაგიკული ღამე უკრაინაში",- ასე ეხმიანება თავდასხმას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტასკი - "ასე ხდება, როდესაც ვიღაც ბარბაროსების დამშვიდებას ცდილობს. მეტი ბომბი, მეტი აგრესია, მეტი მსხვერპლი", - წერს ის.
ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი აღნიშნავს, რომ უკრაინასა და საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რუსეთის იმპერიალისტურ მიზნებს ემსახურება. ამის შესახებ მიხელსონმა X-ზე დაწერა.
"ნათლად ვთქვათ, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსული ომისა და აგრესიის ძირეული მიზეზი რუსეთის სურვილია, კვლავ ბოროტ იმპერიად იქცეს. ბოროტად ქცევა უკვე მიღწეულია, ჩვენზეა დამოკიდებული უზრუნველვყოთ, რომ იმპერიადაც არ იქცევიან. თუ ამაში წარმატებას მიაღწევენ, წინ უფრო დიდი და კატასტროფული ომი გველოდება", - წერს ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე.
დონეცკის რეგიონში, ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებულ თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა. პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გაძლიერება და სანქციების გაზრდა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
"შემთხვევის ადგილზე ჩვენი გადაუდებელი სამსახურების მისვლისთანავე მორიგი შეტევა განხორციელდა, რომლის სამიზნეც მაშველები იყვნენ. ეს დაშინების ამაზრზენი და არაადამიანური ტაქტიკაა, რომელსაც რუსები ხშირად მიმართავენ.
მსგავსი დარტყმები აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები უცვლელი რჩება. ამიტომ, ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, გავაძლიეროთ საჰაერო თავდაცვა და გავზარდოთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ყველაფერი, რაც პუტინს ომის დაფინანსებაში ეხმარება, უნდა დაეცეს", - წერს ზელენსკი.
დობროფილიაზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით თავდასხმის შედეგად 8 მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა. შემთხვევას სულ მცირე 14 ადამიანის, მათ შორის ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 31 კი დაშავდა.
- Details
- By rusa
The New York Times-ი ინფორმაციით, კანადის პრემიერ-მინისტრთან ჯასტინ ტრუდოსთან სატელეფონო საუბარში ტრამპმა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებით უკმაყოფილება გამოთქვა და კანადის უსამართლო გადასახადებს უჩიოდა.
ასევე, მან ეჭვქვეშ დააყენა 1908 წლის ხელშეკრულება, რომელიც შეერთებულ შტატებსა და კანადას შორის საზღვრებს ადგენს და მისი გადახედვის სურვილი გამოთქვა. გარდა ამისა, ტრამპი შეეხო ტბებისა და მდინარეების ერთობლივი გამოყენების საკითხს, რომელიც არაერთი შეთანხმებით რეგულირდება.
გამოცემა წერს, რომ კანადის ოფიციალურმა პირებმა ტრამპის სიტყვები სერიოზულად მიიღეს, იმის გათვალისწინებით, რომ წარსული განცხადებების მიხედვით, მას "კანადის დაჩოქება“ სურდა.
ამავდროულად, თავად ტრამპმა, შესაძლო ანექსიის შესახებ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა, რომ აპირებს, გამოიყენოს ეკონომიკური და არა სამხედრო ძალა. თუმცა, კანადაში მიაჩნიათ, რომ მისი ხუმრობები აშშ-ს 51-ე შტატად გახდომის შესახებ, არ შეიძლება იგნორირებული იყოს.
- Details
- By rusa
თანამდებობიდან დროებით გადაყენებული სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი, რომელიც 15 იანვრიდან პატიმრობაში იმყოფებოდა, 7 მარტს გათავისუფლდა პატიმრობიდან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.
სეულის სასამართლომ დააკმაყოფილა იუნის გათავისუფლების მოთხოვნა და დაადგინა, რომ მისი დაკავების ორდერი ბათილია პროცედურული დარღვევების გამო.
იუნ სოკ იოლი იანვრის შუა რიცხვებში დააპატიმრეს, ერთი თვით ადრე ქვეყანაში საომარი მდგომარეობის დაწესების და ამბოხების ჯანყების ბრალდებით. ის გახდა თანამედროვე სამხრეთ კორეის პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც დააპატიმრეს.
2024 წლის 3 დეკემბერს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა მოულოდნელად გამოაცხადა, რომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის რეჟიმს აწესებს, თუმცა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, უკან დაიხია. 4 დეკემბერს მთავრობა იძულებული გახდა, საომარი მდგომარეობა გაეუქმებინა და სამხედროები თავიანთ ნაწილებში დაებრუნებინა.
- Details
- By rusa
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ წერს:
"იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ამჟამად აბსოლუტურად "ანადგურებს" უკრაინას საბრძოლო ველზე, მე სერიოზულად განვიხილავ მასშტაბურ საბანკო სანქციების, სანქციებისა და ტარიფების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ, სანამ არ მიიღწევა ცეცხლის შეწყვეტა და საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება. რუსეთსა და უკრაინას – დაუყოვნებლივ დასხედით მოლაპარაკების მაგიდასთან, სანამ ძალიან გვიანი არ არის. გმადლობთ!!!"
- Details
- By rusa
More Articles …
- NATO-ს მეხუთე მუხლი შესაძლოა უკრაინაზე სრული წევრობის გარეშე გავრცელდეს
- „გვაქვს საერთო ხედვა, რომ რეალური მშვიდობა შესაძლებელია უკრაინის, ევროპისა და ამერიკის თანამშრომლობის საფუძველზე“-ზელენსკი
- ევროკავშირის სამიტზე საუბარი იყო როგორც უკრაინის შეიარაღებაზე, ისე ევროკავშირში გაწევრიანებაზე - ზელენსკი
- ევროპის თავდაცვისთვის მზად ვართ, 800 მილიარდ ევრომდე თანხის მობილიზებისთვის - ევროკომისია
Page 51 of 206