Featured Articles
ბრიუსელში, ევროპის ლიდერების შეხვედრის შემდეგ იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯია მელონიმ გამოთქვა ინიციატივა, რომ NATO-ს მეხუთე მუხლი უკრაინაზე სრული წევრობის გარეშე გავრცელდეს.
"ჩვენ უნდა ვიფიქროთ უფრო მტკიცე გადაწყვეტილებებზე, ვიდრე ეს უკრაინაში ევროპელი მშვიდობისმყოფელების განთავსებაა. ეს არ იქნება NATO-ში გაწევრიანება, თუმცა იქნება NATO-ს ქვეყნების დაცვის უკრაინაზე გავრცელება,"
ცნობისთვის, NATO-ს მეხუთე მუხლი, კოლექტიური თავდაცვის პრინციპი ალიანსის ხელშეკრულების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ის ყველა წევრ ქვეყანას ავალდებულებს, რომ თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთი დაიცვან.
- Details
- By rusa
საფრანგეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ განიხილეს 11 მარტს, სამხედრო წარმომადგენლების დონეზე დაგეგმილი შეხვედრა.
11 მარტს, პარიზში, ევროპის ქვეყნების შტაბის უფროსების შეხვედრა გაიმართება. ინფორმაცია გამოცემა AFP-მ პრეზიდენტ მაკრონთან დაახლოებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. ზელენსკიმ ეს ინფორმაცია დაადასტურა.
"ჩვენ განვიხილეთ 11 მარტისთვის მომზადებული შეხვედრა იმ ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების დონეზე, რომლებიც მზად არიან მეტი ძალისხმევა გაწიონ ამ ომის დასრულების ფარგლებში უსაფრთხოების საიმედო გარანტირებისთვის. შევაჯერეთ პოზიციები და შემდგომი ნაბიჯები.
ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მკაფიო საერთო ხედვა, რომ რეალური და ხანგრძლივი მშვიდობა შესაძლებელია უკრაინის, მთელი ევროპისა და ამერიკის თანამშრომლობის საფუძველზე. ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს." წერს ზელენსკი.
ზელენსკისა და მაკრონის შეხვედრა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის ფარგლებში შედგა.
"ერთად ბრიუსელში.
მყარი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის.
ევროპის უსაფრთხოებისთვის." წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის ფოტოს ავრცელებს.
- Details
- By Sali
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 მარტს ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასთან გამართა შეხვედრა, რომლის დროსაც საუბარი იყო უკრაინისა და მთელი ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე.
„საჰაერო თავდაცვა, იარაღი და საბრძოლო მასალა უკრაინისთვის, დროული მომარაგება, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერება, მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაზრდის აუცილებლობა და სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლა, - ეს ყველაფერი დღეს ჩვენს თემებს შორის იყო“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტის დასრულების შემდეგ.
ფონ დერ ლაიენმა, თავის მხრივ, ყურადღება შეაჩერა „გარდატეხის მომენტზე“ ევროპისთვის. „ევროპა მკაფიო და რეალური საფრთხის წინაშე დგას და, შესაბამისად, უნდა შეძლოს თავის დაცვა, ისევე, როგორც სურს, რომ უკრაინას შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა და მუდმივი და სამართლიანი მშვიდობის ძიება“, - აღნიშნა მან.
უცხოური მედია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ევროპელმა ლიდერებმა დაუყოვნებლად დაიწყეს თავდაცვის ხარჯების გაზრდის დაგეგმვა. ეს იყო პასუხი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოწოდებაზე ევროპის ქვეყნების მიმართ, მეტი თანხა გაიღონ უსაფრთხოებისთვის.
რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ გადასახადის გადამხდელებმა ამერიკაში „არ უნდა გადაიხადონ იმაზე მეტი, ვიდრე ევროპელები იხდიან“. აშშ-ის პრეზიდენტმა მანამდე არაერთხელ მოუწოდა ევროპელ მოკავშირეებს, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები და ნატოს ბიუჯეტში თავიანთი გადასახადი.
ამ დროს, ევროპის სამშვიდობო ძალების განლაგება საკვანძო პუნქტია სამშვიდობო გეგმაში, რომელსაც ამუშავებენ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ადრე არ უარყო ეს იდეა და განაცხადა, რომ მოსკოვი შესაძლოა დაეთანხმოს მას.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მძაფრად გააკრიტიკეს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადება ერისადმი მიმართვაში 5 მარტის საღამოს. მაკრონმა, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთს ევროპისთვის საფრთხე უწოდა და არ გამორიცხა, რომ საფრანგეთი თავისი „ბირთვული ქოლგის ქვეშ“ ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც შეიყვანს.
- Details
- By Sali
ევროპული კომისია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ის მზადაა ევროპული თავდაცვისთვის 800 მილიარდი ევროს მობილიზებისთვის.
"ეს ევროპისთვის გადამწყვეტი მომენტია და ჩვენ მზად ვართ, გავაძლიეროთ და მოვახდინოთ 800 მილიარდ ევრომდე თანხის მობილიზება ევროპის თავდაცვისთვის:
• მიეცით უფლება ევროკავშირის ქვეყნებს, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები საბიუჯეტო წესების ფარგლებში;
• გთავაზობთ 150 მილიარდი ევროს კრედიტს თავდაცვის ინვესტიციებისთვის;
• თანმიმდევრული ფონდების გამოყენება თავდაცვისთვის;
• კერძო ინვესტიციების გაძლიერება.
ამ წინადადებებს ევროკავშირის ლიდერებს დღევანდელ, ევროპული საბჭოს შეხვედრაზე წარვუდგენთ. ევროპა პასუხისმგებლობის ასაღებად მზადაა" ნათქვამია განცხადებაში
შეგახსენებთ, ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს.
- Details
- By Sali
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო Fox News-ის ეთერში შუბლზე გამოსახული ჯვრით ჩაერთო.
ცნობისთვის, კათოლიკურ სამყაროში "ფერფლის ჯვრის" შუბლზე გამოსახვით დიდი მარხვის დაწყებას აღნიშნავენ. ჯვრის გამოსახვა "ფერფლის ოთხშაბათს" ხდება. ტრადიციის მიხედვით, შუბლზე, ნაკურთხი პალმების დაწვისგან მიღებული ფერფლისგან ჯვარს ისახავენ. მორწმუნეებს "ფერფლის ჯვარს" ტაძარში მიმდინარე მესის დროს მღვდელი სახავს და ის სინანულის ნიშანია.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 52 of 206