Featured Articles
დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, უკრაინას დაპაუზებული დახმარება აღუდგინოს - თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინის დახმარების აღდგენის საკითხს განიხილავს, თუკი სამშვიდობო მოლაპარაკება შედგება და ნდობის აღდგენისთვის ნაბიჯები გადაიდგმება.
შეგახსენებთ, რომ 3 მარტს დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან კამათის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების შესახებ განკარგულება გასცა.
- Details
- By Sali
მადლობელი ვართ, რომ მარტო არ ვართ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„მადლობელი ვართ, რომ მარტო არ ვართ. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ჩვენ ამას ვგრძნობთ. თქვენ ძლიერი სიგნალი გაუგზავნეთ უკრაინელ ხალხს, მეომრებსა და მშვიდობიან მოსახლეობას და კარგია, რომ მარტო არ ვართ. ჩვენ ამას ვგრძნობთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„დიდი მადლობა ყველაფრისთვის და გზავნილები თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდისა და ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების ახალი პროგრამის შესახებ შესანიშნავი გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
- Details
- By Sali
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კონფლიქტი უკრაინაში ამერიკასა და რუსეთს შორის პროქსი ომს წარმოადგენს.
„გულწრფელად რომ ვთქვა, ეს არის პროქსი ომი ბირთვულ სახელმწიფოებს შორის: შეერთებულ შტატებს, რომელიც უკრაინას ეხმარება, და რუსეთს შორის. ის უნდა დასრულდეს. არავის აქვს იდეა ან გეგმა, თუ როგორ დაასრულოს ის“, - თქვა რუბიომ.
მისი თქმით, უკრაინელების, მოკავშირეების და სხვადასხვა ადამიანების გეგმა მდგომარეობს იმაში, რომ დახმარება უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ საჭირო იქნება, რაც არ არის სტრატეგია.
რაც შეეხება სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რუბიოს თქმით, მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეუძლია ორივე მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას. „ჩვენ ორივე უნდა დავსვათ მაგიდასთან. რა თქმა უნდა, იქ უკრაინელებიც უნდა იყვნენ, იმიტომ რომ ეს მათი ქვეყანაა, და რუსებიც. ამის გაკეთება მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია“, - დასძინა სახელმწიფო მდივანმა.
- Details
- By rusa
ევროკავშირის ლიდერები დღეს სპეციალურ სამიტს გამართავენ, რომელზეც იმსჯელებენ როგორ დაეხმარონ უკრაინას და უზრუნველყონ ევროპის თავდაცვა. ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამიტზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.
შეხვედრა თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.
დღევანდელ სამიტზე ევროპელი ლიდერები გეგმავენ გაცვალონ მოსაზრებები უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად საჭირო უსაფრთხოების გარანტიებისთვის საკუთარი კონტრიბუციის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება 135 მლრდ ევროს აღწევს, მათ შორის 48,7 მლრდ ევრო უკრაინის შეიარაღებული თავდაცვის ძალებს მოხმარდა.
პარალელურად, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო რაოდენობის და მოცულობის სანქციები დააწესა, მათ შორის სანქციების ბოლო პაკეტი 2025 წლის 24 თებერვალს მიიღეს, რაც რუსეთის საბანკო სექტორს, ენერგოსექტორს და რუსეთის ეკონომიკის სხვა წამყვან დარგებს შეეხო.
- Details
- By iaiaia
ევროკომისიის მიზანია, კორპორაციულ ავტოპარკებში ელექტრომობილებზე მოთხოვნა გაზარდოს და ამისთვის კომპანიების ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილებისთვის საგადასახადო შეღავათებს აუქმებს - ამის შესახებ კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია საუბარი.
ავტომობილების სექტორის წარმომადგენლებთან რამდენიმეთვიანი დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირი ინდუსტრიის განვითარებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს, რომლის მიზანიც ევროპელი მწარმოებლების მიერ ელექტრომობილების გამოშვების ხელშეწყობა იქნება, რათა ბლოკმა კონკურენცია გაუწიოს აშშ-სა და ჩინეთს.
ევროპელი ავტომწარმოებლები აცხადებენ, რომ კომპანიები ახალ მოდელებზე მუშაობენ, თუმცა მომხმარებლისგან მათზე ადაპტირება შესუსტებულია. 2024 წელს ევროკავშირში ელექტრომობილების ბაზრის წილი ერთი პროცენტული პუნქტით, 13.6%-მდე შემცირდა, თუმცა იანვარში 15%-მდე გაიზარდა.
Reuters-ის ინფორმაციით, კორპორაციული ავტოპარკები ევროკავშირში რეგისტრირებული ახალი ავტომობილების 60%-ზეა პასუხისმგებელი. გავრცელებულ დოკუმენტში კი აღნიშნულია, რომ “კორპორაციულ ავტოპარკებში ნულოვანი ემისიების მქონე ავტომობილების წახალისებისთვის, წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ავტომობილებზე სუბსიდიების შეწყვეტა საჭირო ინსტრუმენტია”.
შემოთავაზებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომისია კორპორაციული ავტომობილების დეკარბონიზაციის კანონპროექტს წლის ბოლოს წარადგენს, მიღებული ზომები კი ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდას შეუწყობს ხელს.
ამასთან, ევროკომისია ეროვნულ, რეგიონულ და მუნიციპალურ დონეებზე ელექტრომობილებზე გადაწყობის რეკომენდაციებს მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურის სიმცირე ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მოთხოვნა შემცირებულია. ბლოკში დამტენი სადგურების 60% სამ ქვეყანაზე მოდის. მოთხოვნის შემცირებას ხელი შეუწყო გერმანიის მიერ სუბსიდირების პროგრამის მოულოდნელმა შეწყვეტამ და იაფი ელექტრომობილების დეფიციტმაც.
- Details
- By iaiaia
More Articles …
- უკრაინასა და აშშ-ს შორის ახალი შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს
- "უკრაინელი ხალხი მხოლოდ თავისი თავისუფლებისთვის არ იბრძვის, ეს ჩვენი უსაფრთხოებაცაა, რომელიც საფრთხის ქვეშაა" - მაკრონი
- ევროკავშირის ქვეყნები შესვლა/გასვლის ახალი სისტემის ამოქმედებაზე შეთანხმდნენ
- ევროკავშირის ლიდერები სამიტის ფარგლებში უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას არ გეგმავენ - ფინური მედია
Page 53 of 206