Featured Articles
კაფეების უდიდესმა ქსელმა შეერთებულ შტატებში, Starbucks-მა ცივი სასმელებისთვის განკუთვნილი გამჭვირვალე, პლასტმასის ერთჯერადი ჭიქები კომპოსტირებადი ქაღალდის ჭიქებით ჩაანაცვლა, რაც კომპანიის მიერ პლასტმასის ნარჩენების მართვის მიმართულებით გადადგმული პირველი დიდი ნაბიჯია.
ცვლილება ამერიკის 14 შტატში თებერვლიდან ამოქმედდა. თავად Starbucks-ის წარმომადგენელმა FoxNews-თან დაადასტურა, რომ “კომპოსტირებად ჭიქებსა და თავსახურებზე გადასვლა ნაწილია კომპანიის ძალისხმევისა, შეამციროს ნარჩენები და დააკმაყოფილოს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნები”.
ახალი ტიპის ჭურჭელი Starbucks-ის 580 კაფეში გამოჩნდა, რაც კომპანიის 17 ათასზე მეტი ფილიალის მხოლოდ მცირე ნაწილია. ცივი სასმელები ქაღალდის გაუმჭვირვალე ჭიქით მომხმარებელს კალიფორნიაში, ვაშინგტონში, ჰავაიზე, მინესოტაში, არიზონასა და სხვა შტატებში დახვდებათ.
Starbucks-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად ახალი ჭიქა “ყველასთვის უკეთესი ალტერნატივაა”.
“დავისახეთ ამბიციური მიზანი, რომ ჩვენი ჭიქები 100%-ით კომპოსტირებადი, გადამუშავებადი და მრავალჯერადი იყოს, დამზადებული 50%-ით გადამუშავებული მასალებისგან. გვსურს, 2030 წლამდე 50%-ით შევამციროთ წიაღისეული საწვავის რესურსების გამოყენება. აშშ-სა და კანადაში უფრო მდგრად ჭიქებს გთავაზობთ, რომლებიც 10-20%-ით ნაკლები პლასტმასისგან მზადდება - ეს ერთ-ერთი გზაა, რითაც ერთჯერადი პლასტმასის შეფუთვის ინოვაციას ვახდენთ”, - წერია განცხადებაში.
CBS News-ის 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, ყოველწლიურად Starbucks-ი 6 მილიონ ჭიქაზე მეტ ცივ სასმელს ყიდის, ჯამურად კი 2.2 მილიარდ პლასტმასის ჭიქას იყენებს. კომპანიის განცხადებით, ახალი ტიპის ჭურჭელი Starbucks-ს თავისი პლასტმასის ნარჩენების 6 მილიონი კილოთი შემცირების საშუალებას აძლევს.
მიუხედავად მომხმარებლის დადებითი უკუკავშირისა, Starbucks-ის გადაწყვეტილებას დიდი კრიტიკაც მოჰყვა. მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ ცივი სასმლის ქაღალდის ჭიქიდან დალევა არაპრაქტიკულია, გამოყენებულ მასალას კი პროდუქტის გემოზე აქვს გავლენა.
კომპანია გეგმავს, რომ მდგრადი შეფუთვის მიმართულება კიდევ უფრო განავითაროს.
- Details
- By Sali
"ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არა დაუსრულებელი ომი. და ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ უსაფრთხოების გარანტიები არის ამის გასაღები.
უახლოეს მომავალში, ყველა ჩვენგანი ევროპაში ჩამოვაყალიბებთ ჩვენს საერთო პოზიციებს - ხაზებს, რომლებსაც უნდა მივაღწიოთ და ხაზებზე, რომლებზეც კომპრომისზე წასვლა არ შეგვიძლია.
ეს პოზიციები წარედგინება ჩვენს პარტნიორებს აშშ-ში. ძლიერი და ხანგრძლივი მშვიდობა და ომის დასრულების შესახებ სწორი შეთანხმება ნამდვილად ჩვენი საერთო პრიორიტეტია.
და, რა თქმა უნდა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას - ყველას ჩვენს საყვარელ უკრაინაში, ვინც გრძნობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა და როგორ იცვლება ისტორია, როდესაც მილიონები იცავენ თავიანთი ქვეყნის ღირსებას. ჩვენი მეომრები ფრონტზე, მთელი ჩვენი ხალხი - ვამაყობ თქვენით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას. დიდი მადლობა! დიდება უკრაინას!"
- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
- Details
- By Sali
რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირების შემდეგ ევროპელი ლიდერების კომენტარებს სოციალურ ქსელში პასუხონს:
"სასოწარკვეთილ ევროპელებს, რომლებიც თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ პრეზიდენტ ტრამპის მიერ პრეზიდენტ ზელენსკის ლექციაზე უარის თქმის გამო: გთხოვთ, დაიცავით უკრაინა პუტინისგან.
უკვე დიდი დრო გავიდა ევროპელებისთვის, რათა ეჩვენებინათ, რომ საკუთარი კონტინენტის დაცვა შეუძლიათ. მათ თავიანთი ჯარები გაანადგურეს და როცა ევროპა ლაპარაკობს, ცუდი ბიჭი არ უსმენს. დიდი მწუხარებით ვამბობ: ადამიანთა უკანასკნელი ჯგუფი, რომლის იმედიც მექნებოდა თავისუფლების დასაცავად, ევროპელები არიან"
- Details
- By rusa
ლონდონის ცენტრში, ლანკასტერის სასახლეში, ევროპელი ლიდერების სამიტი ოფიციალურად გაიხსნა, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, სერ კირ სტარმერი მასპინძლობს.
შეხვედრაზე განსახილველ თემებზე დეტალური ინფორმაცია არ საჯაროვდება, თუმცა მოსალოდნელია, რომ განხილვის მთავარ საკითხებს შორის იქნება ევროპული ქვეყნების შესაძლო როლი უკრაინაში ომის დასრულების პროცესში, ასევე კონტინენტის ურთიერთობა აშშ-სთან.
სამიტის დასრულების შემდეგ, კირ სტარმერი პრესკონფერენციას გამართავს.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღის მეორე ნახევარში მეფე ჩარლზ III-ს შეხვდება.
- Details
- By rusa
ისრაელი დღეიდან ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას აჩერებს. როგორც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ეს არის საპასუხო ნაბიჯი „ჰამასის“ უარზე, რომელსაც არ სურს პირველი ფაზის გახანგრძლივება. შეთანხმების პირველი ფაზა შუაღამისას ამოიწურა. ისრაელს ამ ფაზის გახანგრძლივება სურდა, რათა ამავე ფაზაში დაიბრუნოს „ჰამასის“ ტყვეობაში დარჩენილი მძევლები.
„ჰამასს“ კი მეორე ფაზის დაწყება სურს, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის რეჟიმი პერმანენტულით უნდა ჩაანაცვლონ და ისრაელის ძალებმა ღაზის ტერიტორია დატოვონ, რის შემდეგაც „ჰამასი“ დარჩენილ მძევლებს ისრაელს გადასცემს.
„ჰამასმა“ ისრაელის მიერ ჰუმანიტარული დახმარების წვდომის შეჩერებას „ომის დანაშაული“ უწოდა და ისრაელი შეთანხმების დარღვევის მცდელობაში დაადანაშაულა.
მანამდე აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივება შესთავაზა, რადგან გამოიკვეთა, რომ მეტი დროა საჭირო მეორე ეტაპის თაობაზე მოლაპარაკებებისთვის. ისრაელმა არსებული რეჟიმი ექვსი კვირის ვადით გაახანგრძლივა.
- Details
- By rusa
More Articles …
- ინგლისური აშშ-ს ოფიციალურ ენად გამოცხადდა
- აგრესორის პირობებით "მშვიდობას" კაპიტულაცია ეწოდება და მხოლოდ წაახალისებს ყველა ამჟამინდელ და მომავალ აგრესორს - პეტრ პაველი
- "ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-თან მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს" - ანდჟეი დუდა
- „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ ოპერაციებს გავაგრძელებთ, თუ დაპირებები არ შესრულდება - ერდოღანი
Page 58 of 206