Featured Articles
ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად, ქვეყანას ოფიციალური ენა აქვს. პრეზიდენტმა აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა, რომლითაც ინგლისური ოფიციალურ ენად გამოაცხადა ფედერალურ დონეზე.
"ჩვენი რესპუბლიკის დაარსების დღიდან, ინგლისური გამოიყენებოდა ეროვნულ ენად. ამიტომ დიდი ხანია, დადგა დრო, რომ ინგლისური გამოცხადდეს შეერთებული შტატების ოფიციალურ ენად", – ნათქვამია დონალდ ტრამპის განკარგულებაში
- Details
- By rusa
ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი სოციალურ ქსელში უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ წერს:
"დროა, დავიწყოთ უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მსურველთა ფართო კოალიციის განხილვა. აგრესორის პირობებით "მშვიდობას" კაპიტულაცია ეწოდება და მხოლოდ წაახალისებს ყველა ამჟამინდელ და მომავალ აგრესორს. თავისუფალი სამყარო ბოროტებას წინ უნდა აღუდგეს."
- Details
- By rusa
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა.
"პოლონეთის ინტერესია, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს და ომი იმგვარად დასრულდეს, რომ რუსეთმა ვინმეზე თავდასხმა ვეღარ შეძლოს.
თუ ვინმეს შეუძლია ამ ომის დასრულება, ეს ამერიკის შეერთებული შტატებია და სხვა არავინ.
ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, მშვიდად დაჯდეს მაგიდასთან და შეთანხმდეს გამოსავალზე, რომელიც უკრაინას უფრო უსაფრთხოს გახდის. და ჩვენ, უკრაინის მოკავშირეები, რომლებიც უკრაინას ომის დასაწყისიდანვე ვუჭერდით მხარს, დავუჭერთ მას მხარს უსაფრთხო და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაში, რადგან ჩვენც დიდ იმედებს ვამყარებთ ამ მშვიდობაზე. ეს არის პოლონეთის ინტერესი, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს, ომი დასრულდეს და დასრულდეს იმგვარად, რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს ვინმეზე თავდასხმა. ეს არის დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემი პირადი აზრით, ეს საჭიროებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას," - განაცხადა ანდჟეი დუდამ.
- Details
- By rusa
თურქეთი განაახლებს ოპერაციას „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ, თუ დაჯგუფების განიარაღების პროცესი შეფერხდება ან დაპირებები არ შესრულდება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ქურთისტანის მუშათა პარტიამ“, რომელიც თურქეთის ხელისუფლებას ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. მათ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ განაცხადეს, რაც რამდენიმე დღის წინ პატიმრობაში მყოფმა მათმა ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა მხარდამჭერებს განიარაღებისა და თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ 40-წლიანი ბრძოლის დასრულებისკენ მოუწოდა.
ერდოღანის თქმით, თურქეთი „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ ცეცხლის შეწყვეტისკენ ნაბიჯებს დგამს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის.
„არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში თურქეთი არის ყველაზე ძლიერი, ქმედუნარიანი და მდგრადი ქვეყანა ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. მოცემული დაპირებები თუ არ შესრულდება და იქნება პროცესის აღმოსავლურ ხრიკებში გადაზრდის მცდელობები, როგორებიცაა შეჩერება, გადავადება, მოტყუება, სახელების შეცვლა, ნუ დაგვაბრალებთ, რაც მოხდება. ჩვენ გავაგრძელებთ მიმდინარე ოპერაციებს საჭიროების შემთხვევაში, ქვას ქვაზე და მხრებზე თავებს არ დავტოვებთ, ვიდრე ბოლო ტერორისტი არ განადგურდება“, – განაცხადა ერდოღანმა.
- Details
- By rusa
დიდი ბრიტანეთი უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისთვის 2.6 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს – შესაბამისი ხელშეკრულება ვოლოდიმირ ზელენსკისა და კირ სტარმერის შეხვედრისას გაფორმდა.
უკრაინის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დაუნინგ სტრიტზე შეხვდნენ, სადაც სტარმერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინისადმი ბრიტანეთის მტკიცე მხარდაჭერა.
"დღეს უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ და დიდი ბრიტანეთის ხაზინის კანცლერმა რეიჩელ რივზმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინისთვის 2,26 მილიარდი გირვანქა სტერლინგის (დაახლოებით, 3 მილიარდი აშშ დოლარი) გადაცემის შესახებ.
ხელმოწერის ცერემონიაში, რომელიც ონლაინ ფორმატში შედგა, მონაწილეობა მიიღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.
სახსრები "დიდი შვიდეულის" ქვეყნების Extraordinary Revenue Acceleration for Ukraine (ERA) მექანიზმის ნაწილია, რისი მთლიანი მოცულობაც 50 მილიარდი აშშ დოლარია. კრედიტი დაიფარება სამომავლო შემოსავლებით, რომლებიც მიღებული იქნება გაყინული რუსული სუვერენული აქტივებიდან," - ნათქვამია უკრაინის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
ხვალ, 2 მარტს, ის მეფე ჩარლზ III-ს შეხვდება და ევროპელ ლიდერთა სამიტზე მიიღებს მონაწილეობას.
- Details
- By rusa
More Articles …
Page 59 of 206