Featured Articles
„ქურთების მუშათა პარტიამ“ თურქეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც რამდენიმე დღის წინ, პატიმრობაში მყოფმა მათმა ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა მხარდამჭერებს განიარაღებისა და თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ 40-წლიანი ბრძოლის დასრულებისკენ მოუწოდა.
„ქურთების მუშათა პარტიაში“ აცხადებენ, რომ სრულად ეთანხმებიან მოწოდების შინაარსს და აღნიშნავენ, რომ მათი მხრიდან ეს მოწოდება შესრულდება.
დაჯგუფება ასევე იმედოვნებს, რომ იარაღის ჩაბარების შემდეგ, თურქეთის ხელისუფლება მათ ლიდერს აბდულა ოჯალანს ციხიდან გაათავისუფლებს. ჯალანი პატიმრობაში 1999 წლიდან პატიმრობაში იმყოფება.
- Details
- By iaiaia
ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინის სამხედრო დახმარების სრულ შეწყვეტას. ეს მოიცავს დაფინანსების, დაზვერვის გაზიარების და სამხედრო მომზადების შეჩერებას. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
გამოცემა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეერთებული შტატებიდან იარაღის მიწოდება უკრაინაში თითქმის შეჩერებულია და შესაძლოა, მთლიანად შეწყდეს.
გუშინ, თეთრ სახლში აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თქვა, რომ პრეზიდენტს შეუძლია გადაწყვიტოს აშშ-ის არაპირდაპირი მხარდაჭერის შეწყვეტაც კი, რაც მოიცავს სხვა სახის სამხედრო დაფინანსებას, დაზვერვის გაზიარებას, უკრაინელი სამხედროებისა და მფრინავების მომზადებას და საერთაშორისო დახმარების მართვის ცენტრის განთავსებას გერმანიაში, აშშ-ს სამხედრო ბაზაზე.
- Details
- By iaiaia
მედიის თანახმად, თეთრი სახლის ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომ ინგლისური შეერთებული შტატების ოფიციალურ ენად გამოცხადდეს.
მათი თქმით, ბრძანება მიზნად ისახავს მთავრობის ეფექტურობის გაუმჯობესებას და ეროვნული ერთიანობის ხელშეწყობას.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს არასოდეს ჰქონია ოფიციალური ენა. თუმცა ქვეყნის 32 შტატშია აღიარებული ინგლისური ოფიციალურ ენად.
აშშ-ს აღწერის ბიუროს მიხედვით, ქვეყნის 340 მილიონი ადამიანიდან თითქმის 68 მილიონი საუბრობს სხვა ენაზე, გარდა ინგლისურისა.
- Details
- By iaiaia
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მარკ ზაკბერგის META ახალ, დამოუკიდებელ AI აპლიკაციაზე მუშაობს, რომელმაც კონკურენცია OpenAI-ის ChatGPT-ს უნდა გაუწიოს.
CNBC-ის ინფორმაციით, აპლიკაცია, სახელწოდებით Meta AI 2025 წლის მეორე კვარტალში გამოჩნდება და ინიციატივა კომპანიის გეგმის ნაწილია, წლის ბოლომდე ხელოვნური ინტელექტის სექტორის ლიდერი გახდეს.
Meta ამ მიმართულებით კონკურენციას OpenAI-სა და Google-ის მფლობელ Alphabet-ს უწევს.
Meta-მ AI ჩატბოტი პირველად 2023 წელს გამოუშვა, როგორც ვირტუალური ასისტენტი, რომელიც დიდი ენის მოდელზეა დაფუძნებული. კომპანიის ახალი წამოწყება დამოუკიდებელი პლატფორმა იქნება, როგორც Meta-ს სხვა აპლიკაციები, Facebook, Instagram ან WhatsApp.
ამასთან, Reuters-ის თანახმად, წლის მეორე ნახევრიდან Meta თავის ჩატბოტზე ფასიანი გამოწერის სერვისს აამოქმედებს, რომელიც მომხმარებელს გაუმჯობესებულ ფუნქციებს შესთავაზებს. მედიის ინფორმაციით, Meta აღნიშნული სერვისიდან შემოსავლის მნიშვნელოვან ზრდას არ ელოდება.
ცნობისთვის, მარკ ზაკბერგმა იანვარში დააანონსა, რომ მიმდინარე წელს კომპანია ხელოვნური ინტელექტის სისტემების ექსპანსიისთვის $65 მილიარდს დახარჯავდა.
- Details
- By iaiaia
ზელენსკის შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბევრი რამ გავიგეთ, რასაც ვერასდროს გავიგებდით ასეთი დაძაბული საუბრის გარეშე. გასაოცარია ის, რაც მოჰყვება თან ემოციებს და მე მივედი დასკვნამდე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის, თუ ამერიკა ჩართული იქნება, რადგან ის გრძნობს, რომ ჩვენი ჩართულობა მას დიდ უპირატესობას ანიჭებს მოლაპარაკებებში. მე არ მინდა უპირატესობა, მე მინდა მშვიდობა. მან უპატივცემულობა გამოიჩინა შეერთებული შტატების მიმართ ამ ძვირფას ოვალურ კაბინეტში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის“
- Details
- By rusa
More Articles …
Page 60 of 206