Featured Articles
თეთრი სახლის ოვალურ ოფისში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება. .
„მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებით. მადლობელი უნდა იყოთ“, - განუცხადა ტრამპმა ზელენსკის:
„თქვენ ან დადებთ გარიგებას, ან ჩვენ გავდივართ. ჩვენ ვცდილობთ პრობლემის მოგვარებას. ნუ გვეტყვით, რას ვიგრძნობთ, რადგან თქვენ არ ხართ იმ მდგომარეობაში, რომ ეს გვიკარნახოთ. თქვენ ახლა არ ხართ კარგ მდგომარეობაში.
ხედავთ, რა სიძულვილი აქვს მას პუტინის მიმართ. ჩემთვის ძალიან რთულია ასეთი სიძულვილის პირობებში შეთანხმების დადება. მას უზარმაზარი სიძულვილი აქვს“
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას სურს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარება.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა ომის დაწყებისთვის საფასური უნდა გადაიხადოს.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მხოლოდ წიაღისეულის შესახებ გარიგება არ არის საკმარისი მისი ქვეყნისთვის.
- Details
- By rusa
თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი უკრაინელი კოლეგის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მხარეები სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.
- Details
- By rusa
რომის პაპის, ფრანცისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად კრიტიკულად მძიმე აღარ არის, თუმცა ჯერ კიდე მძიმეა – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ვატიკანზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომის პაპი სუნთქვის გართულებით საავადმყოფოში 14 თებერვალს გადაიყვანეს. მას ფილტვების ანთება აქვს.
პონტიფიკოსი საავადმყოფოში რჩება და მკურნალობას აგრძელებს.
- Details
- By rusa
იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე ეფექტიანი გარანტია მისი NATO-ში გაწევრებაა.
ამის შესახებ მელონიმ 26 თებერვალს რომში შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან შეხვედრის დროს გააკეთა.
მელინიმ განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად მან და კრისტენსენმა განიხილეს ძალისხმევა, რომელიც „საფუძველს ჩაუყრის გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას უკრაინაში”.
„ეს არის მიზანი, რომლის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიევს მიეწოდება უსაფრთხოების ადეკვატური გარანტიები, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის, რაც ვნახეთ ამ სამი წლის განმავლობაში, აღარ განმეორდება და რომ ევროპული ქვეყნებიც კი თავს არა საფრთხის ქვეშ, არამედ დაცულად იგრძნობენ. ასეთი გარანტიები „ატლანტიკრი ალიანსის კონტექსტში უნდა იყოს მიღწეული.
ვფიქრობ, რომ ეს არის მშვიდობის გარანტიის საუკეთესი ჩარჩო — ეს არ არის არც სუსტი და არც დროებითი და რეალურად, თავიდან აიცილებს რისკს, რომ ევროპა მალე ისევ ომის დრამაში გაეხვევა. სხვა უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილებები უფრო კომპლექსური და გულწრფელად რომ ვთქვა, ნაკლებად ეფექტიანი ჩანს”. — თქვა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
- Details
- By rusa
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) უკრაინის დაზვერვა ოკუპირებულ სიმფეროპოლისა და ყირიმის მიტროპოლიტ ტიხონ შევკუნოვი მკვლელობის მცდელობის მომზადებაში დაადანაშაულა.
განცხადებაში, რომელსაც რუსული პროპაგანდისტული მედია და ტელეგრამ-არხები ავრცელებენ, ნათქვამია, რომ მოსკოვში დააკავეს უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ გადაბირებული უკრაინელი და რუსი.
ФСБ-ის ცნობით, 2024 წლის დეკემბერში დაკავებულებს ასაფეთქებელი მოწყობილობა ფარულად გადაეცათ. მისი დამონტაჟება მოსკოვში სრეტენსკის მონასტერში იგეგმებოდა, მიტროპოლიტ ტიხონის იქ ყოფნის დროს. შემდეგ კი ისინი ყალბი პასპორტებით დატოვებდნენ ქვეყანას.
ФСБ-ს თქმით, დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს. მათ მიერ ტერაქტის მომზადება და ასაფეთქებელი ნივთიერებით უკანონო ვაჭრობა ედებათ ბრალად.
27 თებერვალს "ნოვაია გაზეტამ" დაწერა, რომ მოსკოვში იანვარსა და თებერვალში სრეტენსკის სემინარიის ორი კურსდამთავრებული სრეტენსკის პარკში ტროტილის დამარხვის დროს დააკავეს.
ტიხონი (შევკუნოვი) არის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იერარქი, რომელიც ასევე მოქმედებს როგორც ტელეწამყვანი და მწერალი. მედიამ მას "პუტინის მოძღვარსაც" უწოდებენ, რაც არც თავად პუტინს და არც შევკუნოვს არ დაუდასტურებია. თუმცა, მიტროპოლიტი რეგულარულად ჩნდება სხვადასხვა ღონისძიებაზე, რომელშიც პუტინი მონაწილეობს და რუსეთის პრეზიდენტის შეხედულებები ისტორიასა და პოლიტიკაზე დიდწილად ემთხვევა შევკუნოვის შეხედულებებს. ტიხონი ანექსირებული ყირიმის მიტროპოლიის მეთაური გახდა 2023 წელს. მანამდე ის იყო ფსკოვის მიტროპოლიტი, უფრო ადრე კი მოსკოვის სრეტენსკის მონასტრის წინამძღვარი.
- Details
- By Sali
More Articles …
- ევროკავშირი 6 მარტის სამიტზე უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას განიხილავს
- მე ვთქვი, რომ ზელენსკი დიქტატორია? არ მჯერა, რომ ამას ვიტყოდი - ტრამპი
- დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ერთი წლით ახანგრძლივებს
- მექსიკას, კანადასა და ჩინეთს 4 მარტიდან სავაჭრო ტარიფები დაუწესდებათ - ტრამპი
Page 61 of 206