Featured Articles
ევროკავშირის ლიდერები 6 მარტს გასამართ სამიტზე უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს განიხილავენ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტო საკუთარ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სპეცწარმომადგენელი რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის შეწყვეტის შესაძლო მოლაპარაკებებზე ევროკავშირს წარმოადგენს. სამიტზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
Bloomberg-ის ინფორმაციით, სამიტზე განხილვის ერთ-ერთი თემა აგრეთვე თავდაცვის საკითხებზე ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება იქნება.
მანამდე, კიევში განაცხადეს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა სწრაფად უნდა დანიშნონ ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ევროპას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პოტენციურ მოლაპარაკებებში.
ეს იდეა მხარდაჭერილია რამდენიმე ევროპელი ლიდერის მიერ, მაგალითად, ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის მიერ, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპას სჭირდება სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა უკრაინაში მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის.
- Details
- By ani
“მე ვთქვი ეგ? არ მჯერა, რომ ამას ვიტყოდი”, - ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტს კითხვაზე, კიდევ სჯერა თუ არა, რომ ზელენსკი “დიქტატორია”?
შეგახსენებთ, თეთრ სახლში შეხვედრის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობენ.
ცოტა ხნის წინ, ტრამპმა დაადასტურა, რომ წიაღისეულზე შეთანხმებას უკრაინის პრეზიდენტთან ხვალ მოაწერს ხელს.
- Details
- By Sali
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2014 წლიდან რუსეთის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებს ერთი წლით ახანგრძლივებს. შესაბამისი ბრძანება, რომელიც აშშ-ის ფედერალურ რეესტრშია განთავსებული, 28 თებერვალს უნდა გამოქვეყნდეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასცა განკარგულება, გააგრძელოს საგანგებო მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2014 წელს რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის საპასუხოდ იყო მიღებული.
„ქმედებები და პოლიტიკა, რომლებზეც საუბარია ამ ბრძანებებში, კვლავ წარმოადგენს უჩვეულო და განსაკუთრებულ საფრთხეს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის“, – ნათქვამია ტრამპის ბრძანებაში.
აღსანიშნავია, რომ, ანალოგიურად, 2024 წელს იგივე საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
- Details
- By ani
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მექსიკას, კანადასა და ჩინეთს 4 მარტიდან სავაჭრო ტარიფები დაუწესდებათ. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კანადიდან და მექსიკიდან შესული საქონელი 25-პროცენტიან ტარიფებს დაექვემდებარება, ჩინეთს კი დამატებით ათპროცენტიანი ტარიფები დაუწესდება.
ტრამპის თქმით, ტარიფები საჭიროა უკანონო ნარკოტიკების მუდმივი ნაკადის წინააღმდეგ საბრძოლველად. აშშ-ის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ნარკოტიკები დიდი დოზით ისევ შედის აშშ-ში კანადიდან და მექსიკიდან, რომელთა დიდი წილი ჩინეთშია დამზადებული.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, გასულ წელს 100 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ამ სახიფათო ნარკოტიკული საშუალებებით.
„ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ამ უბედურებამ განაგრძოს, ზიანი მიაყენოს აშშ-ს და, შესაბამისად, ვიდრე ის არ შეჩერდება, ან სერიოზულად არ შეიზღუდება, შემოთავაზებული ტარიფები, რომლებიც დაგეგმილი იყო 4 მარტს, მართლაც ამოქმედდება, როგორც ეს დაგეგმილი იყო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
- Details
- By ani
თურქეთი მზადაა, უკრაინაში სამშვიდობო ძალების სახით ჯარები გაგზავნოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg სანდრო და ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Bloomberg-ის ცნობით, თურქეთი, რომელსაც NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ყველაზე დიდი არმია ჰყავს, მზადყოფნას აცხადებს უკრაინისთვის ჯარების გასაგზავნად.
გამოცემა ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის საკითხის შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან თებერვლის დასაწყისში, ანკარაში ცალკეული შეხვედრების დროს ისაუბრა.
Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თურქეთის განზრახვა, რუსეთ-უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოტენციური სამშვიდობო ზავის მონიტორინგს დახმარებაა, რათა ევროპელი მოკავშირეებისთვის, მათ შორის, დიდ ბრიტანეთისთვისა და საფრანგეთისთვის, ტვირთი შემსუბუქდეს, რომლებიც ევროპის სახელით უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნას გეგმავენ.
ამასთან, თურქეთი არ იქნება არც ერთი სამშვიდობო მისიის ნაწილი, თუ ის არ იქნება ჩართული მის ჩამოყალიბებასა და კონსულტაციების მომზადებაში.
როგორც საფრანგეთმა, ასევე დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, მზად არიან განათავსონ ჯარები უკრაინაში, როგორც უსაფრთხოების გარანტიების პაკეტის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს ნებისმიერი სამშვიდობო გარანტიების უზრუნველყოფა, იმ პირობით, თუ აშშ ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს.
- Details
- By ani
More Articles …
- დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქები რუსეთის ნაწილია და ამის განხილვა მოლაპარაკებებზე შეუძლებელია - დიმიტრი პესკოვი
- რუსეთსა და აშშ-ს შორის სტამბოლში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო
- რუსეთის პრეზიდენტი იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს - ტრამპი
- აშშ უკრაინას უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს არ მისცემს - ტრამპი
Page 62 of 206