Featured Articles
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები რუსეთის ნაწილია და მოლაპარაკებებში ტერიტორიულ დათმობებს გამორიცხავს.
„ტერიტორიები, რომლებიც რუსეთის ნაწილი გახდა და ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში შევიდა, რუსეთის განუყოფელი ნაწილია. ეს ფაქტია, რომლის უარყოფა ან განხილვა აბსოლუტურად შეუძლებელია.
თუ რუსეთსა და აშშ-ს ექნებათ პოლიტიკური ნება და მზაობა მოუსმინონ ერთმანეთს, ისინი შეძლებენ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვას.
არავინ ელოდება ადვილ და სწრაფ გადაწყვეტილებებს, ჩვენს დღის წესრიგში მეტისმეტად რთული პრობლემაა, მაგრამ ორივე ქვეყნის პოლიტიკური ნების შენარჩუნებისა და ერთმანეთის მოსმენის მზაობის პირობებში, ვფიქრობ, შევძლებთ ამ სამუშაო პროცესის გავლას“, – განუცხადა დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე.
- Details
- By rusa
რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციები მორიგ შეხვედრას თურქეთის ქალაქ სტამბოლში მართავენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა სტამბოლში ამერიკის გენერალური საკონსულოს შენობაში მიმდინარეობს. დელეგაციების შემადგენლობა უცნობია. როგორც რუსული მედია ირწმუნება, მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდება. მოლაპარაკებების მთავარი თემაა - საელჩოების ნორმალური მუშაობის აღდგენა.
ცნობისთვის, 18 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებმა რამდენიმეწლიანი პაუზის შედეგ პირველი მოლაპარაკებები გამართეს. რუსეთის მხარეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, ხოლო ამერიკულს - სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო წარმოადგენდნენ.
- Details
- By rusa
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ის იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს. მჯერა, რომ ჩვენი არჩევის შედეგად ეს ომი დასრულდება. ასევე მჯერა, რომ თუ ეს ადმინისტრაცია არ მოიგებდა არჩევნებს დიდი უპირატესობით, ეს ომი გაგრძელდებოდა დიდხანს, და პუტინს მოუნდებოდა ყველაფრის წაღება“, – აღნიშნა ტრამპმა, როდესაც ჰკითხეს, მოუწევს თუ არა პუტინს დათმობებზე წასვლა უკრაინაში ომის დასასრულებლად.
ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, რა სახის დათმობებზე მოუწევს რუსეთის პრეზიდენტს წასვლა, ტრამპს არ დაუკონკრეტებია.
„არ მინდა, ახლა გითხრათ“, – თქვა ტრამპმა.
- Details
- By ani
შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს არ მისცემს. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას არავინ დაესხმება თავს მანამდე, სანამ იქ ამერიკა იმყოფება.
ტრამპმა თქვა, რომ უკრაინის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი რესურსების შესახებ ქვეყნებს შორის შეთანხმებით, რომელსაც იგი იმედოვნებს, რომ პარასკევს მოაწერს ხელს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის დროს.
ასევე ტრამპმა გაიმეორა, რომ უკრაინა არ შეუერთდება ნატოს ალიანსს. მისი თქმით, მოსკოვსაც მოუწევს დათმობებზე წასვლა.
შემიძლია გითხრათ, რომ NATO შეგიძლიათ,დაივიწყოთ, რადგან ალბათ ეს მიზეზია, რატომაც მთელი ამბავი დაიწყო. რაც შეეხება მინერალებზე შეთანხმებას, ეს შეთანხმება უკრაინისთვისაც დიდებულია, რადგან იქ ჩაგვიყვანენ. იქ ვიმუშავებთ, ადგილზე ვიქნებით და ამ მხრივ გარკვეულწილად ავტომატური უსაფრთხოების გარანტიაა, რადგან ჩვენს ხალხს ცუდად არავინ მოეპყრობა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ საუკეთესო შეთანხმებას მივაღწიოთ - ორივე მხარისთვის - მაგრამ უკრაინისთვის შევეცდებით, კარგი შეთანხმება დავდოთ, რათა იმდენი [ტერიტორია]
დაიბრუნონ, რამდენიც შესაძლებელია. გვინდა,იმდენი დავიბრუნოთ, რამდენიც შესაძლებელია".- განაცხადა ტრამპმა.
- Details
- By Sali
აშშ 25%-იან გადასახადს დაუწესებს ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებს და სხვა საქონელს. ამის შესახებ 26 თებერვალს ჟურნალისტებს განუცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია და ოფიციალურად მალე გამოაცხადებენ.
პრეზიდენტი ტრამპი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი აშშ-ის საზიანოდ შეიქმნა. პასუხად ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ევროკავშირი მსოფლიოში უდიდესი თავისუფალი ბაზარია, რომელიც სასიკეთოდ წაადგა აშშ-საც.
ევროკომისიის თანახმად, თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობისთვის უსაფუძვლო ბარიერების შექმნას მტკიცედ და დაუყოვნებლივ უპასუხებენ. ევროკომისიის პოზიციაა, რომ საჭიროა, არა ერთმანეთის წინააღმდეგ მუშაობა, არამედ ერთად მოქმედება ხალხისა და ბიზნესის შესაძლებლობების შესანარჩუნებლად.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში არ გამორიცხა, რომ მალე საბაჟო გადასახადს დაუწესებენ ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელს. მოგვიანებით მან 25%-იანი გადასახადიც ახსენა. ტრამპის განცხადებით, ევროკავშირთან მიმართებით სავაჭრო დეფიციტმა 300 მილიარდ დოლარს მიაღწია, რადგან, მაშინ როცა აშშ ევროკავშირისგან ყველაფერს ყიდულობს, ისინი არ ყიდულობენ თითქმის არაფერს, მათ შორის არც ამერიკულ ავტომანქანებს და არც სოფლის მეურნეობის პროდუქციას.
სააგენტო Reuters-ი წერდა, რომ პრეზიდენტ ტრამპის პირველი განცხადებების შემდეგ ავტომობილების ზოგიერთმა ევროპელმა მწარმოებელმა, მათ შორის BMW-მ ევროკავშირს მოუწოდა საბაჟო ტარიფების გათანაბრებისკენ. ევროკავშირში აშშ-დან იმპორტირებულ ავტომობილებზე 10%-იანი საბაჟო გადასახადი მოქმედებს, მაშინ, როცა აშშ ევროპულ ავტომანქანებს 2,5%-ით ბეგრავს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ჯერ კიდევ 3 თებერვალს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის საპასუხო ზომებისთვის, თუ აშშ ევროკავშირს ახალ საბაჟო ტარიფებს დაუწესებს.
ფონ დერ ლაიენის თქმით, თუ ევროკავშირს უსამართლოდ ან უსაფუძვლოდ მოექცევიან, რეაგირება მტკიცე იქნება. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტი აუცილებლად მიიჩნევდა ესკალაციის თავიდან აცილებას და დიალოგის სწრაფად დაწყებას.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, საბაჟო გადასახადები ბიზნესს ხარჯებს უზრდის, აზიანებს დასაქმებულებსა და მომხმარებლებს და ხელს უწყობს ინფლაციას.
- Details
- By Sali
More Articles …
- რისი სურნელი აქვთ ძველი ეგვიპტის მუმიებს - მეცნიერების ახალი კვლევა
- სტამბოლში დღეს რუსი და ამერიკელი დიპლომატების შეხვედრა გაიმართება
- „მინერალების შეთანხმება, შესაძლოა, დიდი წარმატება იყოს, წარმატება დამოკიდებული იქნება ტრამპთან ჩვენს საუბარზე" - ზელენსკი
- სუდანში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
Page 63 of 206