Featured Articles
დიდი ბრიტანეთისა და სლოვენიის მეცნიერებმა ჩაატარეს ახალი კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ძველი ეგვიპტის მუმიებს ხის (78%), სანელებლების (67%) და მოტკბო (56%) არომატები აქვთ, - კვლევა Journal of the American Chemical Society-შია გამოქვეყნებული.
მეცნიერების თქმით, ზოგ შემთხვევაში მათ საკმევლის არომატიც დაიჭირეს. მუმიების არომატების შესწავლისას მეცნიერებმა გამოიყენეს როგორც ინსტრუმენტული, ასევე სენსორული მეთოდი.
სურნელი - ქიმიური მოლეკულებია, რომლებიც ჰაერშია და ნივთიერებისგან მოდის. მეცნიერებმა ქრომატოგრაფია - ნივთიერებათა და მათი ნარევების დაყოფის, ანალიზისა და კვლევის ფიზიკურ-ქიმიური მეთოდი გამოიყენეს 9 მუმიის სურნელის შესასწავლად, რომლებიც კაიროს ეგვიპტის მუზეუმში ინახება.
მეცნიერებს ეს კვლევა ძველი ეგვიპტის ბალზამირებისა და კონსერვაციის მეთოდის უკეთ გაგების საშუალებას მისცემს.
როგორც აღმოჩნდა, ძველად არომატს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სასიამოვნო სურნელი ასოცირდებოდა ღვთაებრივ სხეულთან და სისუფთავესთან. 5 ათასი წლის შემდეგაც, მეცნიერები მუმიების სურნელს აღწერენ, როგორც სასიამოვნოს, რადგან ის შედგება წიწვოვანი ხეების ზეთებისგან, კედრისგან, ფიჭვის ფისისგან და სხვა.
- Details
- By Sali
27 თებერვალს, სტამბოლში რუსი და ამერიკელი დიპლომატების შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ასეთი შეხვედრა ხვალ, სტამბოლში გაიმართება და ვფიქრობ, მისი შედეგებით ცნობილი გახდება, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად შევძლებთ მოქმედებას“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, აშშ-ის წინა ადმინისტრაცია რუსეთის საელჩოს ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნიდა.
მანამდე, 18 თებერვალს, ერ-რიადში ერთმანეთს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკორუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდნენ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც 18 თებერვალს თურქეთში იმყოფებოდა ნეგატიურიშეფასება მისცა შეხვედრას, რომელსაც უკრაინის არც ერთი წარმომადგენელი არესწრებოდა.
მოგვიანებით, რუბიომ განმარტა, რომ ერ-რიადში შეხვედრაზე არ იყო საუბარიუკრაინაზე. მხარეებმა აშშ-სა და რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზეისაუბრეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პრაქტიკულად შეჩერდა.
- Details
- By iaiaia
"ეს უბრალოდ დასაწყისია... მინერალების შეთანხმება, შესაძლოა, დიდი წარმატება იყოს... წარმატება დამოკიდებული იქნება პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენს საუბარზე."
- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი პარასკევს, 28 თებერვალს, ვაშინგტონში ჩასვლას და პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრას აპირებს. ეს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნებმა მინერალებზე შეთანხმებას მიაღწიეს.
- Details
- By Sali
სუდანში სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 40-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სამხედრო მაღალჩინოსნები. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან ექიმებსა და სამხედრო წრეებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით.
სააგენტო Associated Press-ის მიერ მოყვანილი უახლესი მონაცემებით, 46 ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ 10 დაშავდა. გრძელდება სამძებრო სამუშაოები.
ჯერ კიდევ გაურკვეველი მიზეზების გამო თვითმფრინავი მჭიდროდ დასახლებულ უბანში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად ჩამოვარდა ქალაქ ომდურმანში, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ ხართუმის აგლომერაციის ნაწილია. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან როგორც სამხედროები, ისე სამოქალაქო პირები. თავდაპირველად იტყობინებოდნენ, რომ თვითმფრინავში 19 ადამიანი იმყოფებოდა, შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია 20-ზე მეტი დაღუპულის შესახებ, მოგვიანებით დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა. როგორც ჩანს, ხალხი დაიღუპა თვითმფრინავშიც და მიწაზეც, რადგან თვითმფრინავი დაცემისას საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა.
კატასტროფის მსხვერპლთა შორის იყო გენერალ-მაიორი ბარ აჰმედი, სამთავრობო არმიის სარდალი, რომელიც მანამდე მსახურობდა გარნიზონის უფროსად სუდანის დედაქალაქ ხართუმში.
სუდანში გრძელდება სამოქალაქო ომი სამთავრობო არმიასა და ე.წ. „სწრაფი რეაგირების ძალებს“ შორის. პირველადი ინფორმაციით, ავიაკატასტროფა ტექნიკური გაუმართაობის შედეგი იყო და არა სამხედრო მოქმედებებისა.
- Details
- By Sali
ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ კონგრესში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსახულებით ახალი, 250 დოლარის ნომინალის კუპიურის შექმნის კანონპროექტს ამზადებს.
„სიხარულით გაცნობებთ, რომ ვამზადებ კანონპროექტს, რომელიც გრავირებისა და ბეჭდვის ბიუროს დაავალდებულებს შეიმუშაოს 250-დოლარიანის დიზაინი დონალდ ტრამპის გამოსახულებით. ბაიდენის ინფლაციამ ეკონომიკა გაანადგურა და აიძულა ამერიკული ოჯახები დიდი ოდენობით ნაღდი ფული ატარონ. ყველაზე ძვირადღირებული კუპიურა ყველაზე ძვირფასი პრეზიდენტისთვის“, - დაწერა უილსონმა.
- Details
- By Sali
More Articles …
- შეთანხმებით უკრაინა ბევრ შეიარაღებასა და ბრძოლის გაგრძელების უფლებას მიიღებს - ტრამპი
- მიუნხენის აეროპორტში გაფიცვის გამო 27 და 28 თებერვალს რეისების უმეტესობა გაუქმდება
- ოკუპანტებმა ღამით კიევის ოლქი დაბომბეს - დაღუპულია ქალი, არიან დაშავებულებიც
- ჩილე ენერგომომარაგების გარეშე დარჩა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს
Page 64 of 206