Sidebar Menu

მთავარი

პოლიტიკა

ეკონომიკა

კრიმინალი

საზოგადოება

დედაქალაქი

სპორტი

Social media

Blockk
    Type 2 or more characters for results.

    Featured Articles

    მსოფლიო

    კონფლიქტი უკრაინაში აშშ-სა და რუსეთს შორის პროქსი ომია - მარკო რუბიო

    აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კონფლიქტი უკრაინაში ამერიკასა და რუსეთს შორის პროქსი ომს წარმოადგენს.

    „გულწრფელად რომ ვთქვა, ეს არის პროქსი ომი ბირთვულ სახელმწიფოებს შორის: შეერთებულ შტატებს, რომელიც უკრაინას ეხმარება, და რუსეთს შორის. ის უნდა დასრულდეს. არავის აქვს იდეა ან გეგმა, თუ როგორ დაასრულოს ის“, - თქვა რუბიომ.

    მისი თქმით, უკრაინელების, მოკავშირეების და სხვადასხვა ადამიანების გეგმა მდგომარეობს იმაში, რომ დახმარება უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ საჭირო იქნება, რაც არ არის სტრატეგია.

    რაც შეეხება სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რუბიოს თქმით, მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეუძლია ორივე მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას. „ჩვენ ორივე უნდა დავსვათ მაგიდასთან. რა თქმა უნდა, იქ უკრაინელებიც უნდა იყვნენ, იმიტომ რომ ეს მათი ქვეყანაა, და რუსებიც. ამის გაკეთება მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია“, - დასძინა სახელმწიფო მდივანმა.

    Details
    By rusa
    rusa
    Mar 06
    მსოფლიო

    ევროკავშირის ლიდერები დღეს სპეციალურ სამიტს გამართავენ

    ევროკავშირის ლიდერები დღეს სპეციალურ სამიტს გამართავენ, რომელზეც იმსჯელებენ როგორ დაეხმარონ უკრაინას და უზრუნველყონ ევროპის თავდაცვა. ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამიტზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

    შეხვედრა თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

    დღევანდელ სამიტზე ევროპელი ლიდერები გეგმავენ გაცვალონ მოსაზრებები უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად საჭირო უსაფრთხოების გარანტიებისთვის საკუთარი კონტრიბუციის შესახებ.

    აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება 135 მლრდ ევროს აღწევს, მათ შორის 48,7 მლრდ ევრო უკრაინის შეიარაღებული თავდაცვის ძალებს მოხმარდა.

    პარალელურად, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო რაოდენობის და მოცულობის სანქციები დააწესა, მათ შორის სანქციების ბოლო პაკეტი 2025 წლის 24 თებერვალს მიიღეს, რაც რუსეთის საბანკო სექტორს, ენერგოსექტორს და რუსეთის ეკონომიკის სხვა წამყვან დარგებს შეეხო.

    Details
    By iaiaia
    iaiaia
    Mar 06
    მსოფლიო

    EU კომპანიებს ელექტრომობილებზე გადასვლისკენ მოუწოდებს და შიდა წვის მანქანებზე შეღავათებს აუქმებს

    ევროკომისიის მიზანია, კორპორაციულ ავტოპარკებში ელექტრომობილებზე მოთხოვნა გაზარდოს და ამისთვის კომპანიების ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილებისთვის საგადასახადო შეღავათებს აუქმებს - ამის შესახებ კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია საუბარი.

    ავტომობილების სექტორის წარმომადგენლებთან რამდენიმეთვიანი დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირი ინდუსტრიის განვითარებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს, რომლის მიზანიც ევროპელი მწარმოებლების მიერ ელექტრომობილების გამოშვების ხელშეწყობა იქნება, რათა ბლოკმა კონკურენცია გაუწიოს აშშ-სა და ჩინეთს.

    ევროპელი ავტომწარმოებლები აცხადებენ, რომ კომპანიები ახალ მოდელებზე მუშაობენ, თუმცა მომხმარებლისგან მათზე ადაპტირება შესუსტებულია. 2024 წელს ევროკავშირში ელექტრომობილების ბაზრის წილი ერთი პროცენტული პუნქტით, 13.6%-მდე შემცირდა, თუმცა იანვარში 15%-მდე გაიზარდა.

    Reuters-ის ინფორმაციით, კორპორაციული ავტოპარკები ევროკავშირში რეგისტრირებული ახალი ავტომობილების 60%-ზეა პასუხისმგებელი. გავრცელებულ დოკუმენტში კი აღნიშნულია, რომ “კორპორაციულ ავტოპარკებში ნულოვანი ემისიების მქონე ავტომობილების წახალისებისთვის, წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ავტომობილებზე სუბსიდიების შეწყვეტა საჭირო ინსტრუმენტია”.

    შემოთავაზებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომისია კორპორაციული ავტომობილების დეკარბონიზაციის კანონპროექტს წლის ბოლოს წარადგენს, მიღებული ზომები კი ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდას შეუწყობს ხელს.

    ამასთან, ევროკომისია ეროვნულ, რეგიონულ და მუნიციპალურ დონეებზე ელექტრომობილებზე გადაწყობის რეკომენდაციებს მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს.

    დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურის სიმცირე ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მოთხოვნა შემცირებულია. ბლოკში დამტენი სადგურების 60% სამ ქვეყანაზე მოდის. მოთხოვნის შემცირებას ხელი შეუწყო გერმანიის მიერ სუბსიდირების პროგრამის მოულოდნელმა შეწყვეტამ და იაფი ელექტრომობილების დეფიციტმაც.

     

    Details
    By iaiaia
    iaiaia
    Mar 06
    მსოფლიო

    უკრაინასა და აშშ-ს შორის ახალი შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს

    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინასა და აშშ-ს შორის ახალი შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს.

    მისი თქმით, მუშაობის შედეგები, სავარაუდოდ, მომავალ კვირას იქნება.
    "დღეს ჩვენმა გუნდებმა, უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დაიწყეს შეხვედრაზე მუშაობა. ანდრეი ერმაკმა და მაიკლ უოლცმა ისაუბრეს, არის პოზიტიური მოძრაობა. იმედი გვაქვს, მომავალ კვირას პირველი შედეგები გვექნება. ასევე უნდა განვაახლოთ მოძრაობა ევროპული მიმართულებით, რაც ეხება ჩვენს ევროინტეგრაციას... იმედი გვაქვს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის", - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას

    Details
    By ani
    ani
    Mar 05
    მსოფლიო

    "უკრაინელი ხალხი მხოლოდ თავისი თავისუფლებისთვის არ იბრძვის, ეს ჩვენი უსაფრთხოებაცაა, რომელიც საფრთხის ქვეშაა" - მაკრონი

    "უკრაინელი ხალხი მხოლოდ თავისი თავისუფლებისთვის არ იბრძვის, ეს ჩვენი უსაფრთხოებაცაა, რომელიც საფრთხის ქვეშაა. ევროპაში, თუ ქვეყანას შეუძლია შეიჭრას თავის მეზობელ [ქვეყანაში] და დაუსჯელი დარჩეს... მშვიდობა ჩვენს კონტინენტზე გარანტირებული აღარ იქნება.

    ისტორიამ გვასწავლა, რომ რუსული საფრთხე რეალურია და გავლენას ახდენს ევროპულ ქვეყნებზე. უკრაინა გლობალურ კონფლიქტად იქცა. რუსეთი გახდა და დარჩება საფრთხე საფრანგეთისა და ევროპისთვის... მშვიდობისკენ მიმავალი გზა შეუძლებელია უკრაინის მიტოვებით."

     

    საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ასევე აცხადებს, რომ ევროპას უნდა შეეძლოს, უკეთ დაიცვს თავი.

    მიმართავში მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპა უფრო მეტად უნდა შეიარაღდეს.

    "ჩვენ გრძელვადიანი სამშვიდობო გეგმა უნდა შევიმუშაოთ. ევროპას უნდა შეეძლოს, უკეთ დაიცვას თავი. ჩვენ უფრო მეტად უნდა შევიარაღდეთ... ჩვენ ახალ ეპოქაში გადავდივართ", - თქვა პრეზიდენტმა.

    მან ევროპის ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდება და თქვა, რომ ეს "რეგიონის რეინდუსტრიალიზაციას" ნიშნავს. მისივე თქმით, საფრანგეთი მოკავშირეებთან "გრძელვადიანი, მყარი, გადამოწმებადი სამშვიდობო შეთანხმების" ხელმოწერის მიზნით შეხვედრებს გააგრძელებს.

    გარდა ამისა, მაკრონის თქმით, მომავალ კვირას პარიზში ევროპული არმიების მეთაურების მიწვევას აპირებს.

    მისი განცხადებით, საფრანგეთი მზად უნდა იყოს, თუ აშშ მის გვერდით აღარ იქნება.

    მიმართვის ბოლოს მაკრონმა ფრანგ ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდა.

     

    Details
    By ani
    ani
    Mar 05

    More Articles …

    1. ევროკავშირის ქვეყნები შესვლა/გასვლის ახალი სისტემის ამოქმედებაზე შეთანხმდნენ
    2. ევროკავშირის ლიდერები სამიტის ფარგლებში უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას არ გეგმავენ - ფინური მედია
    3. „ამერიკა დაბრუნდა,“ - ამ სიტყვებით დაიწყო აშშ-ის პრეზიდენტმა, კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლა.
    4. ტრამპი და ზელენსკი მინერალების შეთანხმებას ხელს დღეს მოაწერენ - Reuters
    • 60
    • 61
    • 62
    • 63
    • 64
    • 65
    • 66
    • 67
    • 68
    • 69

    Page 65 of 217

    Popular Tags

    • fashion
    • beauty
    • model
    • Joomla

    Recent Post

    • კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
      კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
      By admin
      Oct 11

    Popular Posts

    • პოლიტიკა
      "ქართული განათლება საფრთხეშია" - საპროტესტო მსვლელობა თბილისში
      By rusa Nov 24
    versia.ge
    dacvis policia