Sidebar Menu

მთავარი

პოლიტიკა

ეკონომიკა

კრიმინალი

საზოგადოება

დედაქალაქი

სპორტი

Social media

Blockk
    Type 2 or more characters for results.

    Featured Articles

    მსოფლიო

    "ხვალ მნიშვნელოვანი საღამოა" - ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ახალ განცხადებას ავრცელებს

    აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეაქო საკუთარი თავი იმის გამო, რომ რუსეთს უკრაინული მიწის ერთი გოჯიც არ მისცა. მან ახალი განცხადება საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social-ში გააკეთა.

    ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინული მიწის ერთი ნაჭერიც არ დაუთმო, არის დონალდ ტრამპი. დაიმახსოვრეთ ეს, როცა სუსტი და არაეფექტური დემოკრატები აკრიტიკებენ და ყალბი მედია სიხარულით ავრცელებს მათ სიტყვებს! - დაწერა მან.

    მალევე მან კიდევ ერთი შეტყობინება გაავრცელა. 

    ხვალინდელი საღამო მნიშვნელოვანი იქნება. ვიტყვი ყველაფერს რა და როგორ არის, - დაწერა ტრამპმა. 

    Details
    By Sali
    Sali
    Mar 03
    მსოფლიო

    დონალდ ტრამპი დღეს უკრაინის საკითხზე ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრას გამართავს

    აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს უკრაინის საკითხზე ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

    გამოცემის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი. როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, განხილული იქნება აშშ-ის ქმედებების სხვადასხვა ვარიანტი, მათ შორის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება ან სრული გაუქმება.

    თეთრ სახლს ოფიციალურად ასეთი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

    ცნობისთვის, 28 თებერვალს ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებები თეთრ სახლში მწვავე კამათის ფონზე დასრულდა, რის შემდეგაც უკრაინულმა დელეგაციამ ვადაზე ადრე დატოვა თეთრი სახლი. არ იქნა ხელმოწერილი მომზადებული შეთანხმება წიაღისეულის მოპოვებაში თანამშრომლობისა და საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ. ამის შემდეგ, როგორც თავად აშშ-ის პრეზიდენტმა, ისე ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებმა განაცხადეს, რომ ეჭვი ეპარებათ უკრაინის პრეზიდენტის რუსეთთან მშვიდობისაკენ სწრაფვაში. გარდა ამისა, ისინი მიიჩნევენ, რომ ზელენსკიმ გამოიჩინა უპატივცემულობა ტრამპის მიმართ, როდესაც პოლემიკაში შევიდა.

    Details
    By ani
    ani
    Mar 03
    მსოფლიო

    ტერაქტი ისრაელში - ავტობუსის გაჩერებაზე ტერორისტმა ცეცხლი გახსნა, არის მსხვერპლი

    ტერაქტი ისრაელში - ხაიფას ჩრდილოეთ ნაწილში, რკინიგზის სადგურთან, ავტობუსის გაჩერებაზე ტერორისტმა ცეცხლი გახსნა.

    დაჭრილია ოთხი ადამიანი. თავდასხმას ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. დაშავებულებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით და დანით აქვთ მიყენებული.

    პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე მოკლა, ირკვევა, რომ ის ისრაელის მოქალაქეა.

    Details
    By Sali
    Sali
    Mar 03
    მსოფლიო

    მასკი თანახმაა, აშშ-მა NATO და გაერო დატოვოს

    აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის [DOGE] არაოფიციალური ხელმძღვანელი, ილონ მასკი თანახმაა, აშშ-მა NATO და გაერო დატოვოს.

    მსოფლიოში უმდიდრესმა ადამიანმა, რომელიც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის კამპანიის მსხვილი დონორი იყო, X-ზე გააზიარა პოსტი, სადაც წერია, რომ დროა, ამერიკამ გაერო და NATO დატოვოს. მასკი, უკვე დიდი ხანია მსოფლიოში ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ ძალებს ღიად უჭერს მხარს, მათ შორის ალტერნატივა გერმანიისთვის (AFD) ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო თებერვალში ჩატარებულ არჩევნების დროს.

    ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO) 1949 წლის 4 აპრილს შეიქმნა. ეს არის ჩრდილოეთ ამერიკის ორი და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი. NATO მე-5 მუხლი ალიანსის ქვაკუთხედად ითვლება და მისი მთავარი არსი კოლექტიური თავდაცვას გულისხმობს. ეს მუხლი ამბობს, რომ NATO-ს ერთ წევრზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ნატოს წევრ ყველა ქვეყანაზე. ალიანსმა ეს მუხლი ისტორიაში მხოლოდ ერთხელ გამოიყენა, 2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრსა და პენტაგონზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის საპასუხოდ. ალიანსის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი პირობა ტრანსატლანტიკური კავშირია, რაც ევროპისა და ამერიკის უსაფრთხოების ერთიანობას ნიშნავს.

    Details
    By rusa
    rusa
    Mar 03
    მსოფლიო

    ზელენსკი გადადგება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლონდონის აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

    „სქაი ნიუსის“ ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს არჩევნების ჩატარების პერსპექტივასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ის „ნატო-ში გაცვლადია“.

    „მე უკვე ვთქვი, რომ ნატო-ში გაწევრიანებაში ვცვლი. ნატო-ში გაწევრიანება იმის მანიშნებელი იქნება, რომ ჩემი მისია შევასრულე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

    ამასთან, ზელენსკის თქმით, მისი შეცვლისთვის მხოლოდ არჩევნების ჩატარება საკმარისი არ იქნება.

    „ჩემი შეცვლა ადვილი არ იქნება, რადგან არ არის საკმარისი მხოლოდ არჩევნების ჩატარება. თქვენ მოგიწევთ, ხელი შეუშალოთ ჩემს მონაწილეობას და ეს ცოტა უფრო რთული იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

    Details
    By Sali
    Sali
    Mar 03

    More Articles …

    1. Starbucks-ი პლასტმასის ნაცვლად ბიოდეგრადირებად ჭიქებს გამოიყენებს
    2. "ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არა დაუსრულებელი ომი, ამიტომ ვამბობთ, რომ უსაფრთხოების გარანტიები არის ამის გასაღები" - ზელენსკი
    3. "ადამიანთა უკანასკნელი ჯგუფი, რომლის იმედიც მექნებოდა თავისუფლების დასაცავად, ევროპელები არიან" - სენატორი ლინდსი გრემი
    4. ბრიტანეთში ევროპელი ლიდერების სამიტი დაიწყო
    • 63
    • 64
    • 65
    • 66
    • 67
    • 68
    • 69
    • 70
    • 71
    • 72

    Page 68 of 217

    Popular Tags

    • fashion
    • beauty
    • model
    • Joomla

    Recent Post

    • კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
      კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
      By admin
      Oct 11

    Popular Posts

    • პოლიტიკა
      "ქართული განათლება საფრთხეშია" - საპროტესტო მსვლელობა თბილისში
      By rusa Nov 24
    versia.ge
    dacvis policia