Featured Articles
უკრაინამ წიაღისეულთან დაკავშირებით აშშ-თან ერთად 500 მილიარდ დოლარიანი ფონდის შექმნაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. ეს ფონდი უნდა გამხდარიყო შეთანხმების ნაწილი, რომელიც აშშ-ისთვის სასარგებლო წიაღისეულზე წვდომას უზრუნველყოფა.
ამ ფონდს უნდა აენაზღაურებინა შეერთებული შტატების დახმარება, რომელიც ვაშინგტონმა კიევს მიაწოდა რუსეთის შეჭრის შემდეგ.
უკრაინა აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან მიღებული დახმარების ფაქტობრივი თანხა დაახლოებით ხუთჯერ ნაკლებია, ვიდრე ის თანხა, რაც შეერთებულ შტატებს სურს მიიღოს მინერალების ხელშეკრულებით.
„ბლუმბერგის“ წყაროს ცნობით, უარის თქმის კიდევ ერთი მიზეზი არის შეერთებული შტატების მხრიდან გარანტიების არარსებობა მომავალი სამხედრო და ფინანსური დახმარების შესახებ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვაშინგტონმა უკრაინის დახმარებისთვის 350 მილიარდი დოლარი გამოყო, ახლა კი მას სურს ამ თანხების დაბრუნება.
- Details
- By Sali
პენსილვანიის საავადმყოფოში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. Reuters-ის ინფორმაციით, დაიღუპა ერთი პოლიციელი - ენდრიუ დუარტე. სააგენტოს ცნობითვე, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
ოლქის პროკურორი აცხადებს, რომ თავდამსხმელი საავადმყოფოში გუშინ შევიდა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების პერსონალი აიყვანა მძევლად.
მედიის ცნობით, დაშავებულია ხუთი ადამიანი. მათ შორის არიან ექთანი, დამლაგებელი და ექიმი.
- Details
- By Sali
გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 8:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურება.
BBC-ს ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში კონსერვატიული "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი" 30%-იანი მხარდაჭერით ლიდერობს და, შესაბამისად, არჩევნებში პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, მისი ლიდერი, ფრიდრიხ მერცი ქვეყნის კანცლერი გახდება.
წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგად, მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" რომელსაც 20%-იანი მხარდაჭერა აქვს. მესამეზე კი - ამჟამინდელი კანცლერის, ოლაფ შოლცის პარტიაა.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაახლოებით 59,2 მილიონ გერმანელს აქვს. ეგზიტპოლების შედეგები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდება, მოგვიანებით კი წინასწარი შედეგებიც გახდება ცნობილი.
- Details
- By Sali
საფრანგეთის ქალაქ მულჰაუსში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, ორი პოლიციელი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ინციდენტი კონგოს მხარდამჭერ დემონსტრაციაზე მოხდა, სადაც პოლიცია პატრულირებდა.
შემთხვევის ადგილზე 37 წლის ალჟირელი მამაკაცი დააკავეს, რომელმაც დანით მძიმედ დაჭრა ორი პოლიციელი - ერთი კისრის არეში, მეორე გულმკერდის არეში, ხოლო მოქალაქე, რომელიც თავდამსხმელის შეჩერებას ცდილობდა, ცივი იარაღით დაჭრის შედეგად გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ყვიროდა "ალაჰ აკბარ!". გამოძიება პროკურატურამ ტერორიზმის ფაქტზე დაიწყო.
- Details
- By Sali
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას შეხვდა.
შეხვედრა "კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის" დაწყების წინ გაიმართა.
"პრეზიდენტი ტრამპი შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა. ტრამპმა დუდა შეაქო პოლონეთის თავდადების გამო, რომ გაზარდოს თავდაცვის ბიუჯეტი", - წერს X-ზე თეთრი სახლი.
თეთრი სახლი არ აკონკრეტებს, სხვა რა თემებზე ისაუბრეს ლიდერებმა შეხვედრაზე.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 70 of 206