Featured Articles
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც ირკვევა, ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ირანისგან ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ნავთობი შეიძინა. სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვეტილება.
„შეერთებული შტატები აწესებს სანქციებს Shandong Shengxing Chemical Co, Ltd-ის, ჩინეთში მდებარე მცირე დამოუკიდებელი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ, ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ირანული ნავთობის შესყიდვისთვის“, – განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.
აშშ-მა სანქციები დააწესა ასევე რამდენიმე კომპანიისა და გემის წინააღმდეგ, რომლებიც ირანულ ნავთობს ჩინეთს აწოდებდნენ.
„ირანი რადგან ცდილობს, ნავთობის გაყიდვით მიიღოს შემოსავალი თავისი დესტაბილიზაციური საქმიანობის დასაფინანსებლად, შეერთებული შტატები პასუხისგებაში მისცემს როგორც ირანს, ასევე ყველა მის პარტნიორს, რომლებიც სანქციებს თავს არიდებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ გეგმავს, ნულამდე დაიყვანოს ირანული ნავთობის არალეგალური ექსპორტი, მათ შორის, ჩინეთში.
- Details
- By rusa
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა ამერიკულ პორტებში, იმ გემების მიღება რომლებიც რუსეთის დროშით დაცურავენ ან სხვაგვარად არიან დაკავშირებული რუსეთის ფედერაციასთან. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს ფედერალურ რეესტრში არსებულ დოკუმენტში.
აღნიშნულია, რომ აკრძალვა ეხება რუსეთთან დაკავშირებული ყველა გემის პარკირებას და აშშ-ის პორტებში გადაადგილებას.
"ერთი წლით ვაგრძელებ ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას რუსეთის ფედერაციის მიმართ და საგანგებო უფლებამოსილებებს, რათა დაარეგულიროს რუსეთთან დაკავშირებული გემების შესვლა და გადაადგილება შეერთებული შტატების პორტებში", - ნათქვამია აშშ-ს პრეზიდენტის ბრძანებაში.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საგანგებო მდგომარეობა მიღებულ იქნა 2022 წლის 21 აპრილს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში. ბრძანებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის მთავრობის პოლიტიკა და ქმედებები კვლავ საფრთხეს უქმნის აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას.
- Details
- By rusa
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, 28 სექტემბერს ჩატარდეს. ამის შესახებ მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე იგორ გროსუმ განაცხადა.
„დღეს მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ დეპუტატებთან ერთად დავარეგისტრირეთ გადაწყვეტილების პროექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების 28 სექტემბერს ჩატარებას გვთავაზობს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, მომავალი არჩევნები გადამწყვეტი იქნება მოლდოვისთვის.
„ჩვენი მიზანია, ამ არჩევნებზე გარანტირებული გავხადოთ, რომ არ გადავუხვევთ მშვიდობისა და განვითარების გზიდან, რომ ქვეყანა არ დაბრუნდება კრემლის მითითებების კონტროლის ქვეშ და რომ შევინარჩუნებთ სუვერენიტეტსა და თავისუფლებას“, – განაცხადა გროსუმ.
ცნობისთვის, ამჟამად სოციოლოგირ გამოკითვებში ქვეყნის პრეზიდენტის, მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტია ლიდერობს.
- Details
- By rusa
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "თვითდეპორტირების“ პროგრამის დაწყების შესახებ აანონსებს. ამის შესახებ მან Fox Noticias-თან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება NBC News.
ტრამპის განმარტებით, ახალი პროგრამა ითვალისწინებს მიგრანტებისთვის სტიპენდიის და თვითმფრინავის ბილეთის მიცემას. სანაცვლოდ, ამერიკის მთავრობა იმუშავებს ემიგრანტებთან, რათა მათ შეერთებულ შტატებში დაბრუნების საშუალება მიეცეს „თუ ისინი კარგად მოიქცევიან“.
"ჩვენ მათ სტიპენდიას მივცემთ. ჩვენ მათ ფულს და თვითმფრინავის ბილეთს მივცემთ და შემდეგ მათთან ვიმუშავებთ. თუ ისინი კარგები არიან, თუ გვინდა, რომ უკან დაბრუნდნენ, ჩვენ მათთან ვიმუშავებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდნენ, - აღნიშნა ტრამპმა.
- Details
- By iaiaia
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს 2.3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფედერალურ დაფინანსებას გაუყინავს.
მიზეზი გასულ კვირას უნივერსიტეტისთვის ტრამპის ადმინისტრაციის წაყენებული მოთხოვნა და გაგზავნილი სიაა, აღარ ითანამშრომლოს პროფესორებთან, რომლებიც „აქტივიზმის მიმართ უფრო ერთგულები არიან, ვიდრე განათლების მიმართ“, რაზეც უარი მიიღეს.
„ანტისემიტიზმთან ბრძოლის გაერთიანებული სამუშაო ჯგუფი აცხადებს ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის 2,2 მილიარდი დოლარის გრძელვადიანი გრანტებისა და 60 მილიონი დოლარის გრძელვადიანი კონტრაქტების გაყინვის შესახებ“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სასწავლო დაწესებულებაში განმარტეს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არღვევს აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას, აჭარბებს მთავრობის უფლებამოსილებას სამოქალაქო უფლებების აქტის შესაბამისად და ემუქრება კერძო დაწესებულების ავტონომიას.
- Details
- By iaiaia
More Articles …
Page 8 of 204