Featured Articles
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, 25 თებერვალს ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა გაიმართება.
ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პირისპირ შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს.
„ასეთი შეხვედრის ორგანიზების მცდელობები ადრეულ ეტაპზეა და მისი განხორციელება ინტენსიურ მოსამზადებელ სამუშაოს მოითხოვს.
ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ სვლის დაწყებაზე, გზების მოძიებაზე ყველაზე მწვავე და პოტენციურად ძალიან, ძალიან საშიში სიტუაციების გადასაჭრელად, რომელთაგან ბევრია, მათ შორის უკრაინაში“, – განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.
აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების პირველი შეხვედრა ერ-რიადში 18 თებერვალს შედგა.
- Details
- By rusa
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან სატელეფონო საუბარი გამართა.
საუბრის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების გზები იყო. რუბიომ კიდევ ერთხელ დაადასტურა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს კონფლიქტის დასრულებას, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს მეშვეობით ქმედითი ნაბიჯების გადადგმით.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით. ეს სატელეფონო საუბარი ბოლო პერიოდის განმავლობაში აშშ-ისა და უკრაინის მაღალჩინოსნებს შორის მიმდინარე ინტენსიური კომუნიკაციის ნაწილია, რომლის მიზანიც ომში მდგრადი მშვიდობის მიღწევაა.
- Details
- By rusa
სააგენტო Associated Press-ი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, Associated Press-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას იმის გამო უჩივის, რომ თეთრმა სახლმა სააგენტოს ჟურნალისტებს პრეზიდენტთან წვდომა შეუზღუდა.
თეთრი სახლის ცნობით, Associated Press-ის ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტსა და პრეზიდენტის თვითმფრინავზე Air Force One-ზე იმის გამო არ უშვებენ, რომ სააგენტო „ამერიკის ყურის“ ნაცვლად კვლავ „მექსიკის ყურეს“ იყენებს.
აშშ-ში პრესასა და ყველა ადამიანს საკუთარი სიტყვების არჩევის უფლება აქვს, ისე რომ ხელისუფლების მხრიდან შურისძიების მსხვერპლი არ გახდეს. კონსტიტუცია ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლების კონტროლის უფლებას არ აძლევს და ხელისუფლების მიერ მსგავსი კონტროლი და საპასუხო რეპრესიები ყველა ამერიკელის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის“, - ნათქვამია Associated Press-ის სარჩელში.
- Details
- By rusa
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მოსკოვში 9 მაისისთვის გამგზავრებას არ გეგმავს. წინა დღეს კრემლშიც განაცხადეს, რომ პრეზიდენტი ტრამპის დასწრების გეგმა არ არსებობს.
მანამდე ფრანგული გამოცემა Le Point-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ტრამპი გეგმავდა მოსკოვში 9 მაისისთვის გამგზავრებას, რასაც იქ მისი და პუტინის მოლაპარაკებები მოჰყვებოდა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის პირველი ვადისას, 2019 წლის 8 ნოემბერს, დონალდ ტრამპს ნათვამი აქვს, რომ „სიამოვნებით დაესწრებოდა“ მოსკოვში სამხედრო აღლუმს. ის მიწვეულიც იყო, თუმცა საბოლოოდ მიწვევა არ მიუღია.
- Details
- By rusa
ჩვენ უკრაინას არ მივატოვებთ და გადაწყვეტილებას მათ ნაცვლად არ მივიღებთ, – ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას გააკეთა:
„საყვარელი სიტყვა ამერიკულ პოლიტიკაში არის „ტრანზაქციული“. თუ ზუსტად ვთარგმნით, რას ნიშნავს „ტრანზაქციული“, მაშინ ეს ნიშნავს: „მე მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ და მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც მე მომიტანს სარგებელს, და თუ არ მომიტანს სარგებელს, არ გავაკეთებ“. ეს არის ის, რაც არ ახასიათებს გერმანულ პოლიტიკას. ჩვენ ვართ ძლიერი ევროპის ერთგულები. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, რადგან ის არ უნდა დარჩეს მარტო, და არამხოლოდ იმიტომ, რომ იქ წიაღისეულია“,
ცნობისთვის, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- Details
- By rusa
More Articles …
- "უკრაინას რუსეთი დაესხა თავს, მაგრამ არ უნდა მიეცათ ამის საშუალება" - დონალდ ტრამპი
- ომის დაწყებიდან სამი წლისთავზე, რუსეთი უკრაინაზე გამარჯვების გამოსაცხადებლად ემზადება - უკრაინული დაზვერვა
- ტრამპის დროს ირანს ვერასდროს ექნება ბირთვული იარაღი - მარკო რუბიო
- სტამბოლის აეროპორტი შეფერხებით მუშაობს - დიდთოვლობის გამო, თვითმფრინავები დაფრენას ვერ ახერხებენ
Page 71 of 206