Featured Articles
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ის რადიოში რუსეთ-უკრაინის შესახებ ისაუბრა:
"უკრაინას რუსეთი დაესხა თავს, მაგრამ მათ არ უნდა მიეცათ თავდასხმის საშუალება, რადგან ისინი არ დაესხმებოდნენ თავს, რომ გყოლოდა ხალხი, ვინც იცის, რასაც აკეთებს. ჯო ბაიდენი ძალიან სულელი კაცია, თქვენ ეს იცით და მეც ვიცი, რომელიც იმაზე სულელი იყო, ვიდრე ოდესმე, რადგან რაღაცები დაემართა, მას წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რას აკეთებდა.
ყველაფერი, რაც თქვა, არასწორი იყო და ჩემი აზრით, ომს გამოიწვევს-მეთქი და ასეც მოხდა. ამას გეტყვით, პუტინის გადარწმუნება ძალიან მარტივად შეიძლებოდა, მაგრამ არ იცოდნენ, როგორ ელაპარაკათ. ყველაფერი არასწორი თქვეს."
- Details
- By rusa
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სამი წლისთავზე, 24 თებერვალს რუსეთი უკრაინასა და ნატოზე გამარჯვების გამოსაცხადებლად ემზადება - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული დაზვერვა ავრცელებს.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა გასცა მითითება, გაზარდონ მცდელობები უკრაინელებში სასოწარკვეთილების დათესვის, ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის და უკრაინის დისკრედიტაციის იმ პარტნიორების თვალში, რომლებიც ქვეყანას მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევენ.
დაზვერვა ასევე იტყობინება, რომ რუსეთმა სპეცსამსახურებს უბრძანა, გამოიყენონ რუსეთისა და აშშ-ს დელეგაციების 18 თებერვლის შეხვედრა საინფორმაციო შეტევისთვის. უფრო კონკრეტულად კი, უახლოეს მომავალში რუსი პროპაგანდისტები უფრო აქტიურად გაავრცელებენ ისეთ ნარატივებს, როგორებიცაა: დასავლეთმა უღალატა უკრაინას, ევროპელებისა და უკრაინელების აზრი არც მოსკოვს და არც ვაშინგტონს არ აინტერესებს, აშშ-მა და რუსეთმა ყველაფერზე მოილაპარაკეს უკრაინის ზურგს უკან, უკრაინის ხელისუფლება არალეგიტიმურია, უკრაინის არმია ფრონტზე მარცხდება, კორუფციონერები უკრაინაში ამერიკული დახმარებიდან მილიარდობით დოლარს იპარავენ.
- Details
- By rusa
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ირანს ვერასდროს ექნება ბირთვული იარაღი, სანამ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია.
„მე ვერ დაგისახელებთ ჩვენს ხელთ არსებულ ვარიანტებს, თუ როგორ უზრუნველყოფთ იმას, რომ ირანი ბირთვული არ გახდეს. მაგრამ მინდა მკაფიოდ ვთქვა, ირანის რეჟიმს, რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას და საკუთარ მოვალეობად რეგიონის სხვა ქვეყნებში რევოლუციის ექსპორტს თვლის, ვერასდროს ექნება ბირთვული იარაღი, რომლითაც ის მსოფლიოს მძევლად აიყვანს და პოტენციურად ისრაელს თავს დაესხმება“, - თქვა რუბიომ.
სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ირანს ბირთვული იარაღი ვერასდროს ექნება.
„საკმარისია ვთქვათ, შეერთებულ შტატებს, რომ სდომებოდა, ირანულ რეჟიმს ბოლოს მოუღებდა. მაგრამ პრეზიდენტი [ტრამპი] მშვიდობისმყოფელია. მას ასეთი სცენარების თავიდან აცილება სურს“, - აღნიშნა რუბიომ.
- Details
- By rusa
თურქეთში უამინდობა გრძელდება. სტამბოლში, საბიჰა გიოქჩენის საერთაშორისო აეროპორტი, დიდთოვლობის გამო, შეფერხებით მუშაობს.
თურქული მედიის ინფორმაციით, აეროპორტის ასაფრენი ბილიკები თოვლით არის დაფარული, რის გამოც თვითმფრინავები დროულად დაფრენას ვერ ახერხებენ.
მედიის ცნობით, რამდენიმე თვითმფრინავს აეროპორტის თავზე ტრიალი მოუწია, რათა აეროპორტის ტექნიკურ პერსონალს დასაფრენი ბილიკი გაესუფთავებინა. ზოგიერთ თვითმფრინავს, შექმნილი ვითარების გამო, საწვავის პრობლემაც შეექმნა.
მედიაში პილოტებისა და აეროპორტის დისპეჩერების საუბრის ჩანაწერებიც გასაჯაროვდა.
- Details
- By Sali
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, გენერალ კიტ კელოგს ესაუბრა. ზელენსკის თქმით, "ეკონომიკა და უსაფრთხოება ყოველთვის უნდა იყოს ხელიხელჩაკიდებული" და ქვეყანას ახლა აშშ-თან ძლიერი შეთანხმებები სჭირდება.
"ინტენსიური საერთაშორისო მუშაობის დღე. ჩემი შეხვედრა გენერალ კელოგთან იყო ის, რაც აღადგენს იმედს და ჩვენ გვჭირდება ძლიერი შეთანხმებები აშშ-თან - შეთანხმებები, რომლებიც ნამდვილად იმუშავებს. მე დავავალე ჩემს გუნდს მუშაობა სწრაფად და ძალიან გონივრულად.
ეკონომიკა და უსაფრთხოება ყოველთვის უნდა იყოს ხელიხელჩაკიდებული და ამ შეთანხმებების დეტალებს აქვს მნიშვნელობა - რაც უფრო კარგად არის სტრუქტურირებული, მით უფრო დიდი იქნება შედეგები.
გენერალ კელოგთან ერთად განვიხილეთ სიტუაცია ფრონტზე, რუსეთში მყოფი ჩვენი სამხედრო ტყვეების გათავისუფლების აუცილებლობა და უსაფრთხოების გარანტიების მკაფიო, საიმედო სისტემის აუცილებლობა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ეს ომი აღარასდროს დაბრუნდეს და რუსეთი აღარასდროს გაანადგურებს სიცოცხლეს.
ჩვენ უკრაინას, ევროპას, ამერიკას და მთელ მსოფლიოს ყველას გვჭირდება მშვიდობა," - განაცხადა ზელენსკიმ.
- Details
- By rusa
More Articles …
Page 72 of 206