Featured Articles
რუსეთი მსოფლიო ძალაა და მოგვწონს ეს თუ არა, ჩვენ მასთან გარკვეული კავშირი უნდა გვქონდეს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ერთ-ერთ ინტერვიუში.
„ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება, ველაპარაკოთ ქვეყანას, რომელსაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის უმსხვილესი მარაგი აქვს მსოფლიოში და სიდიდით მეორე, თუ არა ყველაზე დიდი, სტრატეგიული ბირთვული იარაღის მარაგი მსოფლიოში. მე ვგულისხმობ, რომ საბოლოო ჯამში, მოგვწონს ჩვენ ეს თუ არა, რუსეთი ძალაა, გლობალური ძალაა და ის ჩართულია სირიაში, ახლო აღმოსავლეთში და დასავლეთ ნახევარსფეროშიც კი, კონკრეტულად ევროპაში. ჩვენ გარკვეული კავშირი უნდა გვქონდეს მასთან“, - განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, აშშ-ის საელჩო მოსკოვში ძლივს ფუნქციონირებს, რადგან მას არ აქვს წვდომა საბანკო სისტემასთან.
„ეს გამოსასწორებელია. ჩვენ თუ დავხურავთ ჩვენს მისიას რუსეთში, უნდა დავხუროთ მათი მისიაც აქ და მაშინ ჩვენ მართლა აღარ გვექნება მათთან არანაირი კავშირი, იქნება ეს დაკავებული ამერიკელი თუ რაიმე სხვა“, - აღნიშნა რუბიომ.
- Details
- By rusa
„ვოლოდიმირ ზელენსკი ლეგიტიმურია, ის არის თავისუფალი სისტემის არჩეული პრეზიდენტი. ეს არ არის ვლადიმირ პუტინის შემთხვევა, რომელიც კლავს თავის ოპონენტებს კლავს და დიდი ხანია არჩევნებს აყალბებს. “ - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა BFMTV-სთან ინტერვიუში.
- Details
- By Sali
ისრაელში რამდენიმე ავტობუსი აფეთქდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, პოლიციამ თელ ავივის გარეუბანში გაჩერებული ავტობუსების შემოწმება დაიწყო მას შემდეგ, რაც რამდენიმე ცარიელი ავტობუსი აფეთქდა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
სამართალდამცავების შეფასებით, ეს „სავარაუდო ტერორისტულ აქტს“ წარმოადგენს.
ისრაელის მედიის ცნობით, ავტოსადგომებზე სამი ცარიელი ავტობუსი აფეთქდა, ხოლო კიდევ ორ ავტობუსზე ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს.
„პოლიციის ძალები იმყოფებიან შემთხვევის ადგილებზე და ეძებენ საეჭვო პირებს“, – აცხადებენ სამართალდამცავები.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს ინფორმაციას აწვდიან და ის მალე უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასების მიზნით თათბირს გამართავს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, გაიცა მითითება, რომ ყველა ავტობუსი და მატარებელი გაჩერდეს და შემოწმდეს.
- Details
- By iaiaia
ვატიკანის ცნობით, რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, მას ტემპერატურა აღარ აღენიშნება და სისხლის ანალიზის მაჩვენებლები სტაბილურია.
რომის პაპი მკურნალობას რომის საავადმყოფოში გადის, სადაც ის 14 თებერვალს მოათავსეს მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში სუნთქვის პრობლემები აღენიშნებოდა. მანამდე ვატინაკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ რომის პაპს სასუნთქი გზების მძიმე ინფექცია აქვს. ის საავადმყოფოში დარჩება, ვიდრე ეს საჭირო იქნება.
როგორც „ბიბისი“ წერს, პაპ ფრანცისკეს ადრეც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები. წლების წინ მას ფილტვის ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც განსაკუთრებით მგრძნობიარეა რესპირატორული ინფექციების მიმართ. ბრონქიტის გამო რომის პაპი საავადმყოფოში გასული წლის მარტშიც გადაიყვანეს, დეკემბერში კი ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო კლიმატის სამიტზე გამგზავრება.
- Details
- By ani
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კით კელოგს შეხვდა, თუმცა ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელიც მათი შეხვედრის შემდეგ იყო დაგეგმილი, ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნის საფუძველზე გაუქმდა.
ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა Reuters-მა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა.
პრესკონფერენციის გაუქმების მიზეზი უცნობია.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 73 of 206