Featured Articles
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მილიარდერმა ილონ მასკმა, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის არაოფიციალურმა ხელმძღვანელმა, ერთობლივი ინტერვიუ მისცეს ტელეარხ (DOGE) Fox News-ს.
თითქმის ერთსაათიანი ინტერვიუ, რომელიც 18 თებერვალს გავიდა, ძირითადად მიეძღვნა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) საქმიანობას და როგორც მასკმა თქვა, „მისი მიზანი „ბიუროკრატიის შესუსტება და დემოკრატიის აღდგენაა“.
ტელეარხ Fox News-ის წამყვანმა შონ ჰანიტიმ ინტერვიუს დასაწყისში მასკი წარადგინა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეწარმე, ტრამპის ყველაზე ახლო მრჩეველი, დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ამზადებს რეკომენდაციებს სახელმწიფო აპარატის შემცირებისა და ოპტიმიზაციისთვის.
მასკმა თავისი როლი განსაზღვრა როგორც როლი მრჩევლისა, „რომელიც პრეზიდენტს ტექნოლოგიურ მხარდაჭერას უწევს“.
თვითონ ტრამპმა თქვა, რომ მასკის სახით მან შეიძინა „უჭკვიანესი ადამიანი", როგორც მრჩეველი, რომლის ჯგუფს შეუძლია შეასრულოს დასახული ამოცანა: გამოავლინოს და შეამციროს სახელმწიფო აპარატის გაუმართლებელი ხარჯები.
ტრამპი დარწმუნებულია, რომ DOGE გამოავლენს ფინანსების ბოროტად გამოყენების ასეულობით მილიარდი დოლარის მომცველ შემთხვევებს. დაზოგილი თანხა, რომელიც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად გამოვლინდება, პრეზიდენტ ტრამპის შეფასებით, ტრილიონ დოლარს მიაღწევს.
სააგენტო AP იტყობინება, რომ მასკი ოფიციალურად არ ხელმძღვანელობს DOGE-ს, მაგრამ აქვს პრეზიდენტის უფროსი მრჩევლის სტატუსი. შესაბამისად, მას, ფედერალური უწყებების სხვა ხელმძღვანელებისგან განსხვავებით, დასჭირდა სენატის დამტკიცება.
ინტერვიუს დროს დონალდ ტრამპმა და ილონ მასკმა უპასუხეს ოპონენტებს, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპს უფლებამოსილების გადაჭარბებაში ადანაშაულებენ, რადგან DOGE-ს მიენიჭა წამყვანი ფედერალური სააგენტოების ოფიციალურ დოკუმენტებზე წვდომის უფლება.
“ჩვენ ვცდილობთ იმ ხალხის ნება შევასრულოთ, რომელმაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტად აირჩია, - შევამციროთ ბიუროკრატია“.
დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები და ტრამპის სხვა ოპონენტები აკრიტიკებენ DOGE-ის საქმიანობას და მასკს და მის გუნდს უფლებამოსილების გადაჭარბებაში ადანაშაულებენ, შესაბამისი ნებართვის გარეშე აშშ-ის მოქალაქეთა მონაცემების მოპოვების გამო.
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული გადაწყვეტილება, რომელიც მასკის დეპარტამენტმა მიიღო, ეხება აშშ-ის სააგენტო USAID-ის საქმიანობის ფაქტობრივ შეჩერებას.
- Details
- By Sali
იტალიელი ქიმიკოსი ფრანჩესკო რიველა, ასევე ცნობილი, როგორც „ნუტელას მამა“ 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას FoxNews ავრცელებს.
იტალიელმა ქიმიკოსმა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი თხილის კარაქი შექმნა. იტალიური მედიის ცნობით, რიველა 14 თებერვალს გარდაიცვალა.
რიველამ თავდაპირველად 1952 წელს იტალიურ შოკოლადის კომპანია „ფერეროში“ დაიწყო მუშაობა. მან იქ წლები იმუშავა, მოგვიანებით კი თავად შექმნა „ნუტელა“.
- Details
- By Sali
ფუკუოკას საფონდო ბირჟის ერთ-ერთი ხელმძღვანელი არასრულწლოვან გოგონათა ფარული ფოტოების გადაღების ბრალდებით დააკავეს.
პოლიციის განმარტებით, 62 წლის შინიჩი საკაი ეჭვმიტანილია მატარებელში 17 წლის გოგონების პირადი სივრცის დარღვევაში. როგორც ჩანს, საფონდო ბირჟის ხელმძღვანელი სმარტფონის გამოყენებით არასრულწლოვანებს ფოტოებს კაბის ქვევიდან უღებდა, რასაც მატარებლის სხვა მგზავრები ადასტურებენ.
საკაიმ უარყო ბრალდება და პოლიციას განუცხადა: „მე მხოლოდ მათი ფეხების სურათებს ვიღებდი“.
როგორც ირკვევა, გოგონებმა კამერის ხმა გაიგეს და შემთხვევის შესახებ სადგურის პერსონალს აცნობეს. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა დაადასტურეს, რომ ეჭვმიტანილის მოწყობილობაში გოგონების ფოტოები მართლაც აღმოაჩინეს.
- Details
- By iaiaia
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა „ფოქს ნიუსთან“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთობლივ ინტერვიუში განაცხადა, რომ „მუშაობს ხალხის ნების აღდგენაზე“.
„ვფიქრობ, ჩემზე უნდა იფიქროთ, როგორც ტექნოლოგზე და მე ვცდილობ, შევქმნა ტექნოლოგიები, რომლებიც აუმჯობესებს მსოფლიოს. ამიტომაც ჩემს მაისურზე წერია „ტექნიკური მხარდაჭერა“, რადგან მე აქ ვარ პრეზიდენტისთვის ტექნოლოგიური მხარდაჭერის გასაწევად. რასაც ჩვენ რეალურად ვცდილობთ აქ, არის ხალხის ნების აღდგენა პრეზიდენტის დახმარებით. არსებობს უზარმაზარი ფედერალური ბიუროკრატია, რომელიც უპირისპირდება პრეზიდენტსა და კაბინეტს. პრეზიდენტის ნება თუ არ სრულდება, პრეზიდენტი კი წარმოადგენს ხალხს, ეს ნიშნავს, რომ ხალხის ნება არ სრულდება. და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ დემოკრატიაში, ჩვენ ვცხოვრობთ ბიუროკრატიაში. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ ვცდილობთ დემოკრატიისა და ხალხის ნების აღდგენას. ჩვენი საერთო მიზანია, ვცადოთ დეფიციტიდან ერთი ტრილიონი დოლარის ამოღება და თუ დეფიციტი არ იქნება კონტროლირებადი, ამერიკა გაკოტრდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, რაც ხალხმა უნდა გაიგოს“, – განაცხადა მასკმა.
ამასთან, ტრამპმა და მასკმა ისაუბრეს მედიის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებისა და სისტემური ცვლილებების აუცილებლობის შესახებ.
ტრამპის თქმით, MSNBC, Associated Press-ი (AP), PBS-ი და CBS-ი აქვეყნებენ არასწორ ინფორმაციას.
„ისინი არღვევენ კონსტიტუციას. მათ არც კი იციან, რას ლაპარაკობენ. აბსურდია. ეს უბრალოდ თაღლითური საქმეა. ეს დიდი თაღლითური საქმეა. ისინი ძალიან ცუდები არიან ქვეყნისთვის. როდესაც მე ვუყურებ NBC-ს, რომელსაც ხშირად არ ვუყურებ, მაგრამ თქვენ გიწევთ, შიგადაშიგ უყუროთ მტერს, ამპარტავნებისა და ტყუილების დონეს, ისინი უბრალოდ საშინელი ხალხია“, – განაცხადა ტრამპმა.
- Details
- By iaiaia
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი არ აპირებს თავისი სახმელეთო ჯარების გაგზავნას უკრაინაში.
„2024 წელს პარიზში სამიტზე მე ვთქვი, რომ სტრატეგიული ორაზროვნება უნდა აღვადგინოთ. მე არასოდეს მითქვამს, რომ საფრანგეთი სახმელეთო ჯარებს გაგზავნიდა. დღეს საფრანგეთი არ ემზადება სახმელეთო ჯარების გაგზავნისთვის. ჩვენ განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიების საკითხს“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 76 of 206