Featured Articles
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე შეხვდება.
აღნიშნულის შესახებ ტრამპმა ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტრამპს არ დაუსახელებია ზუსტი თარიღი, რომელ რიცხვში გაიმართება შეხვედრა.
- Details
- By ani
პოლონელმა მესაზღვრეებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის ოპერაციის ჩატარების დროს ბალტიის ზღვის ფსკერზე 100 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ პოლონეთის სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
15 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკის აღმოჩენასთან დაკავშირებით დაკავებულია შვიდი ადამიანი. დაკავებულებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სასაზღვრო სამსახურმა ნარკოტიკი პოლონეთის ჩრდილოეთ ნაწილში, გდანსკის ყურეში იპოვა.
- Details
- By iaiaia
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, აშშ-ის სოციალური შემწეობის გაცემის სისტემა გაუმართავი, გაუგებარი და თაღლითურია.
როგორც მასკი აღნიშნავს, ამ სისტემით თაღლითი ბიუროკრატები ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს იპარავენ ბიუჯეტიდან, რადგან სოციალური შემწეობის მიღებისათვის კვალიფიცირებულ პირთა სია უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა, რაც ლოგიკურად შეუძლებელია.
მასკის თქმით, ამ სიაში 4 მილიონი ადამიანი 130-დან 139 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია; 3.5 მილიონი ადამიანი 149 წლამდე ჯგუფშია; ხოლო 1.3 მილიონი ადამიანი 150-159 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში რეგისტრირდება, რაც ასევე შეუძლებელია, რადგან ამ ასაკის ცოცხალი ადამიანი დედამიწაზე ფიზიკურად არ არის, თუმცა აშშ-ის სოციალური დახმარების სისტემა მათზე დახმარებას მაინც გასცემს, რაც აშკარა თაღლითობაზე მიუთითებს.
როგორც DOGE-ის ხელმძღვანელი ამბობს, აშშ-ში არსებული სოციალური სისტემა კაცობრიობის ისტორიაში შექმნილი ყველაზე მასშტაბური თაღლითური სქემაა, რომელსაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აუცილებლად დაასრულებს.
- Details
- By iaiaia
კოსმოსურმა აპარატმა Blue Ghost-მა ერთ კადრში მთვარე და მზე დააფიქსირა.
კომპანია Firefly Aerospace-ის კოსმოსურმა აპარატმა, რომელმაც თავისი მისია იანვარში დაიწყო, უნიკალური კადრი დაიჭირა, რომელშიც მთვარე და მზე ერთადაა დაფიქსირებული.
ფოტოზე ჩანს მზე, მთვარე და კოსმოსური აპარატის ელემენტები. ასევე, ფოტოში მოჩანს ანტენები დედამიწასთან კავშირის დამყარებისთვის და LEXI-ის ინსტრუმენტები, რომლებსაც კოსმოსური ამინდის დადგენისთვის იყენებენ.
კოსმოსური აპარატის მთვარეზე დაშვება მიმდინარე წლის 2 მარტს არის დაგეგმილი.
- Details
- By iaiaia
უკრაინა არ დაემორჩილება რუსეთის ულტიმატუმებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
ზელენსკიმ, რომელიც ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა, შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა არ დაემორჩილა რუსეთის ულტიმატუმებს, როდესაც მოსკოვმა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო და არც ახლა აპირებს დამორჩილებას.
„რუსეთი დაესხა თავს უკრაინას და ჩვენ არ გვქონდა სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ აგვეღო იარაღი და დაგვეცვა თავი. არ ყოფილა არანაირი დიპლომატია, რადგან რუსეთი დაგვესხა თავს, დაესხა თავს უკრაინას ღამით და უკრაინელებმა აიღეს იარაღი და დაიწყეს თავიანთი ქვეყნის დაცვა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინას ულტიმატუმი წაუყენა ომის დაწყებისთანავე და მოითხოვდა უკრაინის სამხედრო ძალების რაოდენობის შემცირებას და პრორუსული ხელმძღვანელობის დანიშვნას.
„ჩვენ თუ არ წავედით ყველა ამ ულტიმატუმზე ყველაზე რთულ მომენტში, რატომ გვაქვს შეგრძნება, რომ უკრაინა ამას ახლა გააკეთებს?“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
- Details
- By iaiaia
More Articles …
- ზახაროვას განცხადებით, რუსეთის მოთხოვნაა, NATO-მ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირებები უარყოს
- სირიაში რუსეთის ავიაბაზაზე დრონებით იერიში მიიტანეს
- საუდის არაბეთში ამერიკული და რუსული დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა
- ევროკავშირს სურს, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველსაყოფად ახალი ფონდი შექმნას
Page 77 of 206